"სასწაულები კვლავ ხდება" - როგორ გადაურჩა მასშტაბურ ხანძარს ერთადერთი სახლი მალიბუში: 9 მილიონად შეფასებული ვილის მფლობელი მიზეზს ასახელებს

ლოს ან­ჯე­ლეს­ში 7 იან­ვრის შემ­დეგ ხან­ძარს ებ­რძვი­ან. ხან­ძარ­მა უკვე იმ­სხვერ­პლა 10 ადა­მი­ა­ნი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია 10 000-ზე მეტი ნა­გე­ბო­ბა.

მა­ლი­ბუ­ში, 9 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სახ­ლი ხან­ძარს გა­და­ურ­ჩა. მისი მფლო­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, რომ ქო­ნე­ბა სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა:
"ეს სას­წა­უ­ლია - სას­წა­უ­ლე­ბი კვლავ ხდე­ბა" - ამ­ბობს ის.
სახ­ლი ეკუთ­ვნის ნარ­ჩე­ნე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტის აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტო­რის, 64 წლის დე­ვიდ სტე­ი­ნერს. ქო­ნე­ბა თით­ქმის 9 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ღირს და წყნა­რი ოკე­ა­ნის სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე­ობს. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები