ისინი ბირთვული ზამთრის გადაგორებას მდიდრულ ინტერიერში გეგმავენ.
აღმოჩნდა, რომ ძლიერთა ამა ქვეყნისათა პანიკურად ეშინიათ არა მხოლოდ ბირთვული ზამთრის, არამედ გლობალური დათბობისა და ახალი პანდემიის. თავის გადასარჩენად არ იშურებენ არც ფულსა და არც ძალისხმევას.
რესოტორანი ექსკლუზიურად დელიკატესებით, ცხელი საცურაო აუზები, ბოულინგის დარბაზები, საცოცი კედლები, მასაჟის ოთახები, ორთოპედიული მეხსიერების ქაფის ლეიბები და ყველგან მარილი. ფიქრობთ, მდიდრულ ოკეანისპირა სპა კურორტზეა საუბარი? არა! ყველაფერი ეს დაგხვდებათ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ბუნკერში (არწივის ბუდე). ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მას ერთ-ერთი ამერიკული კომპანია ააშენებს
ცნობილია, რომ პროექტი კომპანიას 300 მილიონი დოლარი დაუჯდება და ბუნკერში მოხვედრას მხოლოდ რამდენიმე მდიდარი ადამიანი შეძლებს 20 მილიონი დოლარის სანაცვლოდ. ბუნკერში ყოფნას ერთდროულად 625 ადამიანი შეძლებს, თუმცა ისინი ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან. გეგმის მიხედვით, ბუნკერში განთავსდება სპეციალური კაფსულები, მოსახლეობა მათ იმ შემთხვევაში დაიკავებს, თუკი მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. მათ არ შეაწუხებს არაფერი, რაც ზედაპირზე მოხდება. ბუნკერის მთავარი მახასიათებელი მისი ვრცელი სპა პროგრამაა. რას შესთავაზებს ბუნკერი ადამიანებს მოულოდნელად ბირთვული ზამთრის შემთხვევაში?
პროექტის სამედიცინო დირექტორმა ნაომი კორბიმ განაცხადა, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბუნკერში მცხოვრებთა უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას. თავშესაფრის ელიტარული სტუმრები იცხოვრებენ ცალკეულ ოთახებში "გაუღწევადი" კედლებით. მათ ნებისმიერ დროს შეეძლებათ მიიღონ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება ხელოვნური ინტელექტის მქონე ოფისებში. პერსონალის ფუნქციებს კი ბუნკერში ძირითადად რობოტები შეასრულებენ.
ბუნკერი მიწისქვეშ აშენდება, თუმცა ზოგიერთი ოთახი ზედაპირზე იქნება განთავსებული, რომელიც დაცული იქნება სპეციალური მინით. ადამიანები, რომლებიც გადაურჩებიან ატომურ ომს, გაერთობიან ღამის კლუბებში, ხოლო ფანჯრებზე მათი ოთახების გამოსახულებები რეგულარულად შეიცვლება ისე, რომ სტუმრები თავს წარმოიდგენენ იტალიაში ან მალდივებზე.
ბუნკერის "ბილეთები" ხელმისაწვდომი იქნება ოთხი ფასის კატეგორიაში - მარტივიდან ელიტურამდე. კომპანია SAFE-ის ხელმძღვანელის თქმით, ყველაზე ბიუჯეტური ბილეთის შეძენენა შეეძლებათ მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელებს, თუმცა ყოვლისმომცველ ტარიფებს მხოლოდ რამდენიმე ადამინს შესთავაზებენ. თუ ვის, ამას გადაწყვეტს დირექტორთა საბჭო. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ასეთი ობიექტის აშენება იგეგემება, მაგრამ შესაძლებელია, რომ მსგავსი ობიექტი მოგვიანებით გაჩნდეს შეერთებული შტატების სხვა ადგილებშიც ან მსოფლიოს სხვა კონტინენტზე. კომპანიამ უკვე გამოაქვეყნა ბუნკერის პროექტის პირველი ფოტოები - ბუნკერი ფუტურისტულ და ძალიან ძვირად ღირებულ სასტუმროს ჰგავს. განსაკუთრებით გასაკვირი ის არის, რომ ბუნკერში სამუშაოდ ცალკე ოფისები იქნება. როგორც ჩანს, სამყაროს აღსასრულის შემდეგაც ვერ მოისვენებს ზოგიერთი ადამიანი. თუმცა, ბირთვული ომი არ იქნება ერთადერთი მიზეზი ბუნკერში მოსახვედრად. კლიენტებს შეეძლებათ მისი გამოყენება ნებისმიერ სახიფათო სიტუაციაში: იქნება ეს ქალაქში არეულობა თუ მკვლელობის მცდელობა.
კომპანიის მენეჯმენტში განმარტავენ: ბუნკერების მშენებლობა ახალი ტენდენციაა უძრავი ქონების ბაზარზე. ამბობენ, რომ კარდაშიანების ოჯახს, ტომ კრუზს, მარკ ცუკერბერგს უკვე აქვთ საკუთარი მიწისქვეშა თავშესაფარი და ვარსკვლავების მაგალითს მალე ბევრი სხვაც მიჰყვება. მაგალითად, ერთ-ერთი კომპანია დღეში საშუალოდ ერთ კერძო თავშესაფარს ყიდის. მათ მთავარ შიშებს შორის კლიენტები ასახელებენ ბირთვულ კატასტროფას და რადიოაქტიურ აფეთქებას, ასევე ტერორისტულ თავდასხმებს, ახალ პანდემიებს და გლობალური დათბობის შედეგებს.
ბუნკერული ქალაქი გერმანიაში
არწივის ბუდე ძალიან განსხვავდება მსოფლიოში პირველი ელიტური ბუნკერისგან. ყველანაირი კატასტროფისთვის წინასწარ მომზადების იდეა მდიდრებს რამდენიმე ათეული წლის წინ გაუჩნდათ და ამ დროის განმავლობაში მრავალი ასეთი თავშესაფარი აშენდა. მაგალითად, გერმანიაში არის ბუნკერების მთელი მინი ქალაქი მილიარდერებისთვის. ძირითადი ოთახების გარდა, აქ არის საცურაო აუზები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკები, რესტორნები, თონეები, ღვინის სარდაფები და ბარები. ჰერმეტული ბუნკერის კარი 40 ტონას იწონის და დამზადებულია გამძლე ფოლადისგან.
ბუნკერი ინდიანაში
ეს ბუნკერი ინდიანაში 20 მეგატონიანი ატომური ბომბის ზემოქმედებას გაუძლებს. ამ ადგილის უსაფრთხოებაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ ბუნკერი ვერ დაიკვეხნის ისეთივე კომფორტით, როგორიც არწივის ბუდეა, თუმდაც იმიტომ, რომ იქ მთავარი საკვების მარაგი კონსერვებიადა არა ხამანწკები!
ბუნკერი კოლორადოში
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ბუნკერი - კოლორადოში მდებარეობს, აშშ-ში. თავშესაფრის ღირებულება იქ 3 მილიონ დოლარამდე აღწევს. "სტუმრებს" (ტევადობა - 75 ადამიანი) აქვთ წვდომა ტირზე, წყლის პარკზე, ბიბლიოთეკაზე, თეატრზე, ბარზე, ფიტნეს ცენტრზე, საავადმყოფოსა და ბაღების ორ სართულზე ახალი ბოსტნეულისა და ხილის მოსავლისთვის. იქ საკვებისა და წყლის მარაგი საკმარისი იქნება 5 წლის განმავლობაში.
ბუნკერი ჩეხეთში
მილიარდერების კიდევ ერთი უდიდესი თავშესაფარი ჩეხეთში მდებარეობს, პრაღის მახლობლად. ის 1990-იან წლებში აშენდა, 50-მდე ადამიანს იტევს და უზრუნველყოფს ავტონომიურ ცხოვრებას 10 წლის განმავლობაში. ორდონიან ბუნკერს აქვს სპა, საცურაო აუზი, ბაღი სიმულირებული ბუნებრივი განათებით, კინოთეატრი, ღვინის მარანი და საავადმყოფო სტომატოლოგიური კაბინეტით.
ბუნკერი კანზასში
შეერთებულ შტატებში ყველაზე მეტად ეშინიათ მსოფლიოს დასასრულის - სწორედ ამ ქვეყანაში შენდება ყველაზე მეტი ბუნკერი. კანზასში მდებარე ბუნკერი 70-მდე ადამიანს იტევს. აქ მოხვედრილ ადამიანებს ექნებათ წვდომა პლაზმურ ტელევიზორებზე, საცურაო აუზებზე, თეატრებზე, სპორტული დარბაზებზე, სკოლებზე, ბიბლიოთეკებზე და რამდენიმე სამედიცინო და ქირურგიული ოთახზე. გარდა ამისა, აქ არის ბაღი და თევზის ფერმაც, მაგრამ ისინი უფრო მეტად საჭიროა გასართობად, რადგან თავშესაფრის ცალკე უზარმაზარი ნაწილი საკვების მომარაგებისთვისაა გამოყოფილი.
ბუნკერი "არწივის ბუდე" 2026 წლისთვის დასრულდება. ეს კი პროექტის ფოტოებია.