ამ ფენომენის უჩვეულო მიზეზები არსებობს.
საკუთარი საცხოვრებელი ფართის ქონა ყოველთვის კარგია, თუმცა, ექსპერტები თვლიან, რომ ყველა ბინა არ შეიძლება იყოს კომფორტული საცხოვრებლად. მაგალითად, მცირეგბარიტიანმა საცხოვრებელმა, ექსპერტების აზრით, შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები.
როგორ შეიძლება ერთოთახიანმა ბინამ ზიანი მიაყენოს მის მფლობელს და კონკრეტულად, რას უნდა ვუფრთხილდეთ.
ფსიქიკის გამანადგურებლები
შეზღუდულ სივრცეში ყოფნა ბევრი ფაქტორის გამო შეიძლება იყოს არაკომფორტული - კლიმატიდან დაწყებული ინტერიერის დიზაინით დამთავრებული. ფსიქოლოგების აზრით, ერთოთახიანმა ბინამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ადამიანის როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ მდგომარეობაზე. შეზღუდულმა სივრცემ შეიძლება დათრგუნოს ადამიანის
ამერიკელის აზრით, შეზღუდული სივრცე ადამიანებში იწვევს ზედმეტ გაღიზიანებას, აგრესიას, ასევე მავნე ჩვევებისადმი ლტოლვას - ალკოჰოლს, მოწევას და სხვა დამოკიდებულებებს, რაც ასევე უარყოფითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, რაც თავისთავად ხდება ადამიანის სხვადასხვა ინფექციით დაავადების მიზეზიც.
რაც შეეხება ბავშვებს... ერთოთახიან ბინებში ცხოვრებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს არა მხოლოდ მოზრდილებზე, არამედ ბავშვებზეც. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ შეზღუდულ სივრცეში მცხოვრები ბავშვები უფრო ხშირად აცდენენ გაკვეთილებს, სწავლობენ ცუდად და ასევე მუდმივად ავადმყოფობენ. ასეთ ბავშვებს ასევე აქვთ დაბალი კონცენტრაცია, არიან იზოლირებულები და ვერ ურთიერთობენ თანატოლებთან.
რატომ ხდება ასე
საქმე ის გახლავთ, რომ შეზღუდულ სივრცეში ადამიანს არ აქვს პირადი სივრცე, რისკენაც ყველა ადამიანი ისწრაფვის. შედეგად, ინდივიდი იტანჯება საკუთარ თავთან განმარტოების შეუძლებლობის გამო.
გარდა ამისა, შეზღუდულ სივრცეში რესპირატორული დაავადებები ბევრად უფრო ადვილად გადადის. ჰაერის ცუდი ცირკულაცია და ბევრი ადამიანი ერთ სივრცეში ზრდის ინფექციების გავრცელების შესაძლებლობას.
ფრანგმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანი, რომელიც მარტო ცხოვრობს ოთახში, 8 წლით უფრო მეტხანსს ცოცხლობს, ვიდრე ის, ვინც სხვასთან თანაცხოვრობს.