ნუთუ ასე ცხოვრება შესაძლებელია - იაპონური სახლების უნიკალურობა

იაპონური სახლები გამოირჩევია მცირე ზომით, წარმოუდგენელი ფუნქციონალურობით და ნათელი ფერების ნაკლებობით. კიდევ რამ შეიძლება გააკვირვოს გამოუცდელი ადამიანი ნამდვილი იაპონელის საცხოვრებელში?
იაპონიაში საშუალო ბინის ფართობი 15კვმ-ია! ეს არ არის ნორმა, თუმცა დიდ ქალაქებში, როგორც წესი, სწორედ ამ ფართობში უწვეთ ცხოვრება.
ასეთი ზომის საცხოვრებელი ნორმაა მარტოხელა ადამიანებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბინის ფართობი მეტისმეტად მოკრძალებულია, განლაგება მაქსიმალურად კომფორტული და ფუნქციურია, ხოლო სივრცე საგულდაგულოდ გააზრებული. იაპონელები ხერხებენ ტიხრების გამოყენებას რამდენიმე "ოთახის" შესაქმნელად.

თუ ჩვენ არ ვსაუბრობთ მეტროპოლიაზე, არამედ გარეუბანზე ან პატარა ქალაქზე, მაშინ ტრადიციული
იაპონური ოჯახი ჩვეულებრივ ცხოვრობს კერძო ხის სახლში, რომლის ფართობიც 80-დან 120 კვადრატულ მეტრამდეა.

საინტერესო ფაქტია ის, რომ იაპონიაში ერთ ადამიანზე საცხოვრებელი კვადრატული მეტრის რაოდენობა დამოკიდებულია ოჯახურ მდგომარეობაზე. სტუდიები განკუთვნილია მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მარტო ცხოვრობენ, მაგრამ ოჯახები განლაგებული არიან კოტეჯებში ან სამოთახიან ბინებში.
იაპონური ბინების მცირე ზომების გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ მათში მინიმალიზმი სუფევს: ავეჯის რაოდენობა ძალიან შეზღუდულია და დეკორის საკითხიც კი არ დგას. წესები მარტივია - ავეჯის ყველა ნაწილი უნდა იყოს ფუნქციური, შენახვის სისტემები კი მაქსიმალურად დახურული. ჩაშენებული კარადები, უჯრები საწოლების ქვეშ, საცავი კუთხეებში და ნიშებში - იაპონელები ცდილობენ დაფიქრდნენ ყველა წვრილმანზე. თუმცა, ისინი არ არიან ყოვლისშემძლე - ბინებში ჯერ კიდევ არის დიდი რაოდენობით წვრილმანი, რომელიც საჭიროებს ორგანიზებას. ალბათ ამიტომაა, რომ ნებისმიერი იაპონელი ქალის ყველაზე სასურველი შენაძენი არის წვრილმანი ნივთების ორგანაიზერი – ეს ხელს უწყობს მრავალფეროვანი ნივთების ფონზე წესრიგში შენარჩუნებას.

იმისათვის, რომ სივრცე არ გადაიტვირთოს, ის უნდა იყოს მსუბუქი და ჰაეროვანი. მარტივი, ლაკონური, ნეიტრალური ფერები გარანტიაა იმისა, რომ პაწაწინა ზომებითაც კი, იაპონური ბინები არ ჰგავს ვიწრო კარადებს.
იაპონელებისთვსი დამახასიათებელი კიდევ ერთი ატრიბუტი არის ტატამის არსებობა, რომელიც გამოიყენება კომფორტული სივრცის შესაქმნელად და ბინისთვის სიმყუდროვის შესამატებლად. იაპონელები ყველაფერს ტატამზე აკეთებენ: სადილობენ, მუშაობენ, ისვენებენ. ღამით კარადიდან იაპონურ ფუტონის ლეიბს იღებენ და ტატამის თავზე დებენ. კომფორტული საძილე ადგილი გამოდის.
საინტერესოა, რომ იაპონურ მცირე ზომის აპარტამენტებში ერთი და იგივე ოთახი შეიძლება ემსახურებოდეს სრულიად განსხვავებულ ფუნქციებს: იყოს ჩაის ოთახი, ოფისი, საძინებელი, საკითხავი ადგილი და ა.შ.

იაპონიაში არსებობს ადგილი, რომელსაც გენკანს უწოდებენ. ეს არის სადარბაზოსა და ვერანდის ერთგვარი კომბინაცია, მაგრამ ეს არ არის მთავარი მახასიათებელი - გენკანი გამოყოფილია პატარა ზღურბლით, რაც გარე და შინაგან სამყაროს შორის კავშირის სიმბოლოს წარმოადგენს. აქ იაპონელები იხდიან ქუჩის ფეხსაცმელს, იცვამენ სახლის ჩუსტებს და მხოლოდ ამის შემდეგ შედიან ახლის მთავარ ნაწილში.
ასეთი ზონა აქვს ყველა ბინას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის მდებარეობს დერეფანში, კარის პირდაპირ, იატაკის დონეზე 10 სანტიმეტრით დაბლა. გენკანს აქვს პრაქტიკული ფუნქციაც: იატაკის დონეებს შორის განსხვავების წყალობით, მტვერი და ჭუჭყი ქუჩიდან შემოსასვლელში რჩება და სხვა ოთახებში არ შედის.

იაპონურ სახლებს ახასიათებს დახურული კარადების და უჯრების დიდი რაოდენობა. შიდა სივრცის მაქსიმალურად ორგანიზების მიზნით დიასახლისები იყენებენ ყველა სახის გამყოფებს, კონტეინერებს, სტენდებს და სხვადასხვა ფორმისა და ზომის ჭურჭელს. თუ კარადები არ ჯდება პატარა ადგილას, გამოიყენება ბორბლები, ღია წიგნების თაროები და მრავალდონიანი თაროები, რაც საშუალებას იძლევა არა მხოლოდ გაათავისუფლონ სამუშაო ზედაპირები, არამედ მაქსიმალურად გამოიყენონ ვერტიკალური საცავი.
საკვების მოსამზადებლად იყენებენ გაზის ან ელექტრო ქურებს, პატარა მიკროტალღურ ღუმელს და ღუმელს. შესაძლოა, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ასეთი შეზღუდული რაოდენობა გამოწვეულია იმით, რომ იაპონელები იშვიათად ჭამენ სახლში, ამიტომ ძალიან ცოტა საჭმელს ამზადებენ.
იაპონელები ძალიან მკაცრად იცავენ ჰიგიენას. იმისდა მიუხედავად, რომ აქ კომუნალური მომსახურების ღირებულება საკმაოდ მაღალია, ისინი შხაპს დღეში სამჯერ მაინც იღებენ: დილით გაღვიძების შემდეგ, სამსახურიდან სახლში მისვლის შემდეგ და ძილის წინ.
რაც შეეხება აბაზანის ინტერიერს და ორგანიზებას, ის დაყოფილია სამ ზონად: შესასვლელში არის ნიჟარა, შემდეგ არის ფართობი საშხაპეთი და აბანოთი, ცალკე განთავსებულია ტუალეტი ბიდეთი. ეს ძალიან მოსახერხებელი და პრაქტიკულია.
 
საინტერესოა, რომ რაც არ უნდა პატარა იყოს იაპონური ბინა, აბაზანა და ტუალეტი აუცილებლად ცალკე იქნება. მაშინაც კი, თუ საცხოვრებელი განკუთვნილია ერთი ადამიანისთვის, ხოლო აბაზანა იმდენად პატარაა, რომ ტუალეტზე ჯდომისას თავი და მუხლები კედელს ეყრდნობა. ამ მიდგომას ლოგიკური ახსნა აქვს – იაპონელებისთვის აბაზანა არის ყველაზე სუფთა ადგილი სახლში, ოთახი დასვენებისთვის, ამიტომ მისი შეთავსება ტუალეტთან ნამდვილი მკრეხელობაა.

ჩვენ შეჩვეულები ვართ, რომ საცხოვრებელ კორპუსებს შორის არის ბილიკები, ავტოსადგომები, პატარა მოედნები, სათამაშო მოედნები და სხვა "შენობები". თუმცა, იაპონიაში მსგავსს ვერ ნახავთ. აქ შენობები ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან და უმეტესობა დაბალსართულიანია. თუ სტანდარტულ საცხოვრებელ უბნებზეა საუბარი, ეს გახლავთ ტიპიური ნაცრისფერი სახლები, ელექტრო ბოძებით გადატვირთული ქუჩები, ერთმანეთთან ახლოს გაჩერებული უამრავი მანქანა, ნაგვის ურნები, ველოსიპედები - ასე გამოიყურება ქუჩები იაპონიაში.

გამწვანების დეფიციტის, დიდი რაოდენობით ბეტონისა და ასფალტის გამო, ყველაფერი პირქუში და მოსაწყენი ჩანს. მაგრამ ყველაზე მეტად, სურათს აფუჭებს ელექტროსადენები. როგორც ხედავთ, მყუდრო ექსტერიერზე საუბარი არ არის. მაგრამ არის რამდენიმე უპირატესობა: იაპონიაში ნაკლებად არის მტვერი, არის ძალიან სუფთა გზები და ბევრი ელექტრო მანქანა, რომელიც არ აბინძურებს გარემოს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი: იაპონელები ნარჩენების განადგურებას ძალიან სერიოზულად ეკიდებიან. აუცილებლად ახარისხებენ ნაგავს კატეგორიებად და ყრიან მხოლოდ კვირის დანიშნულ დღეებში. წესების დაარღვევი შემთხვევაში სოლიდური ჯარიმების გადახდა უწევთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები