არ გადაიტანოთ ეს ნივთები თქვენს ახალ ბინაში

ახალ ბინაში გადასვლა შესანიშნავი შესაძლებლობაა თქვენი ნივთების საფუძვლიანი გადახედვისთვის. გვერწმუნეთ, არსებობს ისეთი ნივთებიც ჩვენს ცხოვრებაში, რომლებიც აუცილებლად წარსულში უნდა დარჩეს.
ახალ სახლში გადასვლისას ბევრ ადამიანს ექმნება პრობლემა ზედმეტ ნივთებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ რაც უფრო ნაკლები გაქვთ, მით უფრო ადვილია ახალ ადგილთან ადაპტაცია და მყუდრო გარემოს შექმნა.

უპირველეს ყოვლისა, მოიშორეთ თავიდან ის, რაც წლებია არ გამოგიყენებიათ და სავარაუდოდ არც გამოიყენებთ. ეს შეიძლება იყოს ძველი ქაღალდები, გამოუსადეგარი ქილები და სხვა წვრილმანი. ასევე არ არის საჭირო გატეხილი ნივთების და დამტვრეული ჭურჭლის ტრანსპორტირება
- ისინი მხოლოდ ადგილს დაიკავებენ და ხელს შეგიშლიან და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ გამოიყენებთ. ამიტომ უმჯობესია მსგავსი ნივთები თავიდან მოიშოროთ.
ახალ სახლში არც ძველი ტანსაცმელი უნდა გადაიტანოთ, რომელიც დიდი ხანია არ გცმიათ. გახსოვდეთ, რომ ის იკავებს ადგილს, რომელიც შეიძლება უფრო ეფექტურად გამოიყენოთ სხვა, უფრო საჭირო ნივთების შესანახად. გადაადგილებამდე ჯობია კარგად გადახედოთ თქვნ გარდერობს და ძველი ტანსაცმელი ორად დაახარისხოთ, ნივთები, რომელთაც გადაყრით და ნივთები, რომელთაც გააჩუქებთ.

შესაძლოა ნივთი ახალი იყოს, ან კარგად შენახული, მაგრამ ის თქვენ არ გჭირდებოდეთ, ამ შემთხვევაში ძალიან კარგი იქნება მსგავსი ტიპის ნივთები ან გააჩუქოთ ან უბრალოდ გაყიდოთ, ამით ბიუჯეტსაც კი გაზრდით.
აუცილებლად მოიშორეთ თავიდან ის ნივთები, რომლებიც ცუდ მოგონებებთან არის დაკავშირებული. დაიმახსოვრეთ, რომ ახალი ადგილი ცხოვრებაში ახალი ეტაპის სიმბოლო უნდა იყოს, ამიტომ ნეგატიური ემოციები და მოგონებები თან არ გაიყოლოთ.
მთავარია, სანამ შეფუთვას დაიწყებდეთ, შეადგინეთ დეტალური გეგმა, რისი შენარჩუნება გსურთ და რისი მოშორება ჯობია. ეცადეთ იყოთ ობიექტური და არ მიეჯაჭვოთ არასაჭირო ნივთებს. გახსოვდეთ, რომ თქვენი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა არის შესაძლებლობა დაიწყოთ ნულიდან და შექმნათ ახალი, მყუდრო სახლი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები