ჩვენ ბევრი საინტერესო მაგალითი გაგვიშუქებია იმის შესახებ, თუ როგორ გადაკეთდა ძველი ეკლესია, საწყობი, ქარხანა, ბეღელი, თავლა თუ ავტოფარეხი კომფორტულ საცხოვრებელ სახლად, მაგრამ როტერდამის უნივერსიტეტის ექსპერტები კიდევ უფრო შორს წავიდნენ - მათ გადაწყვიტეს, ოთხკაციანი ოჯახი, სათბურში დაესახლებინათ.![](/images/2025/February/2025-02-06/ss11.jpg)
როგორც ჩანს, როტერდამში სულაც არ არის საჭირო საცხოვრებელი სახლის ყიდვა, აქ საკმარისია თვალი ადევნოთ ადგილობრივ სიახლეებს და დროულად ჩაერთოთ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ექსპერიმენტში, რომლის მიზანიც არის ცხოვრება, არც მეტი, არც ნაკლები, უზარმაზარ სათბურში.
![](/images/2025/February/2025-02-06/ss2.jpg)
როგორც გაირკვა, უცნაურ ექსპერიმენტში მონაწილების სურვილი ბევრ ოჯახს ჰქონ
და, მაგრამ უნივერსიტეტის "ექსტრემალური და ინოვაციური კონცეფციის" ხელმძღვანელობამ დაქორწინებული წყვილი აირჩია ორი ქალიშვილით, რომლებსაც უჩვეულო სახლში მთელი სამი წელი უნდა ეცხოვრათ. ენთუზიასტების ოჯახს ძაღლთან, ორ კატასთან და ოთხ ოქროს თევზთან ერთად მოუწევს შუშის "რეზიდენციაში" ცხოვრება.
![](/images/2025/February/2025-02-06/ss3.jpg)
უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერიმენტული სახლი შეიძლება უფრო სათბურს ჰგავს, მაგრამ მას აქვს ყველაფერი უსაფრთხო და კომფორტული ცხოვრებისთვის, აქ არის კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ფართები, ცალკე საძინებლები და ბოსტანიც კი, თან ეს ყველაფერი სრულიად უფასოდ.
ეს ოჯახისთვის არც ისე იოლი გამოწვევაა, რადგან ქალაქის ყველა მცხოვრებმა როდი იცის მცენარეების სწორად მოვლა, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ არჩევანი სწორედ ელი შოლტენსა და მის ქმარზე, მარკ დე ლეუზე გააკეთეს, რადგან ქალი ბოტანიკოსია და ბევრი რამ იცის მცენარეების შესახებ.
![](/images/2025/February/2025-02-06/ss5.jpg)
ბუნებრივია, უნივერსიტეტი მომავლის საოჯახო სახლს სარგავი მასალით და ყველა საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფს. სპეციალისტებმა დანერგეს წყლის გათბობის ინოვაციური სისტემები. წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, გადაწყდა მზის კოლექტორის დაყენება, რომელიც შედგება ასობით მილისგან, რომლებიც წყალს ინახავს დიდ ბუფერულ ავზში.
![](/images/2025/February/2025-02-06/ss6.jpg)
რაც შეეხება საცხოვრებელი ფართის ორგანიზებას, ყველა საერთო ადგილი განლაგებულია სტრუქტურის შემინულ ნაწილში, რაც საშუალებას იძლევა დაზოგონ ელექტროენერგია, რადგან მოღრუბლულ ამინდშიც კი სითბო და სინათლეა დღის განმავლობაში მისაღებ ოთახში, სამზარეულოსა და სასადილო ოთახში. ამავდროულად, ზაფხულის სიცხეში სახლის ეს სექტორი არ გადაიქცევა საუნად, რადგან შემინვისას გამოიყენეს დაბალი ემისიების მინა.
![](/images/2025/February/2025-02-06/ss7.jpg)
დასასრულს, აღსანიშნავია, რომ ენთუზიასტები უკვე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდნენ უჩვეულო სახლში და ძალიან უხარიათ, რომ ისინი აირჩიეს მომავლის სახლის შესამოწმებლად. უნივერსიტეტის მკვლევარებმა მიიღეს პირველი დასტური, რომ მსგავსი ტიპის სახლში ცხოვრება მართლაც შესანიშნავია, მით უმეტეს, რომ მათ აქვთ უსაფრთხო გარემო ყველა თვალსაზრისით, ოჯახი ცხოვრობს კომფორტულად ეკოლოგიურად სუფთა პირობებში.
![](/images/2025/February/2025-02-06/ss8.jpg)
![](/images/2025/February/2025-02-06/ss9.jpg)
![](/images/2025/February/2025-02-06/ss10.jpg)
![](/images/2025/February/2025-02-06/ss12.jpg)
![](/images/2025/February/2025-02-06/ss13.jpg)
![](/images/2025/February/2025-02-06/ss15.jpg)
![](/images/2025/February/2025-02-06/ss11.jpg)