უსახლკაროდ დარჩენილმა მარტოხელა დედამ ბორბლებიანი სახლი ნამდვილ სავანედ აქცია


საკუთარი სახლის, რაც არ უნდა პატარა იყოს, მშენებლობა ნამდვილად დიდი გამოწვევა ადამიანებისთვის. მით უმეტეს, როცა ისედაც რთული ცხოვრება გაქვს, სახლის მშენებლობა ათმაგად რთული და შრომატევადია. სწორედ ასეთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა ორი შვილის მარტოხელა დედა, რომელიც სახლ-კარის გარეშე დარჩა. ანგარიშზე მხოლოდ ხუთი დოლარი ჰქონდა, თავშესაფარი კი აუცილებლად უნდა ეპოვა. ავსტრალიელი ქალის შეუპოვრობისა და გამბედაობის წყალობით, დღეს ოჯახი ძალიან ლამაზ ბორბლებიან სახლში ცხოვრობს და ტკბება თითოეული დღით.

12 და 6 წლის ბავშვების დედას სხვა გზა არ ჰქონდა, ნაქირავებ ბინაში არსებული ოდესღაც საკუთარი
თანხებით შეძენილი ავეჯი და ტექნიკა გაყიდა და არსებული თანხით შელახული ბორბლებიანი ავტოსახლი იყიდა 2 000 დოლარად. დროთა განმავლობაში მცირე დანაზოგის გაკეთებაც მოახერხა და 8 წლიანი დაუღალავი შრომის შემდეგ, როგორც იქნა, საკუთარი პაწაწინა, თუმცა ძალიან საყვარელი სახლის მესაკუთრეც გახდა.

სხვადასხვა ვარიანტებიდან ქალბატონმა არჩევანი ერთსართულიან, საკმაოდ მაღალჭერიან პროექტზე შეაჩერა, რადგან თავადაც ძალიან მაღალია, 1,9 მ. იმისათვის, რომ გადაადგილება ადვილად ყოფილიყო შესაძლებელი, გასათვალისწინებელი იყო სახლის გაბარიტებიც.

ქალბატონის მობილური სახლის სამხიდიან მისაბმელზეა განთავსებული. გარე ფასადი თეთრი მეტალის არის, რაც მას ელეგანტურობას სძენს.

რაც შეეხება ინტერიერს, აქ ღია სივრცეები კარგად გამოიყენა. ფანჯრები სახლს ყველა მხარეს აქვს. იმისათვის რომ საცხოვრებელი მაქსიმალურად ფუნქციონალური გამოსულიყო, მცირე გაბარიტების გათვალისწინებით, ქალმა ყველაფერი საგულდაგულოდ გათვალა. ყველა საცხოვრებელი ზონა სამზარეულოს ირგვლივ არის განთავსებული, რომელიც სტრუქტურის ცენტრში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ სახლის გული სამზარეულოა, მას არც ძალიან მყუდროდ მოწყობილი მისაღები ჩამოუვარდება.

ძალიან ლამაზად გამოიყურება საძინებელიც, რომელიც საკურორტო სტილშია გაფორმებული. გარდა მთავარი დეტალისა, საწოლის,ა აქ სხვა ბევრი საინტერესო ნივთიც მოთავსდა.


დანარჩენ ზონებს არც აბაზანა ჩამოუვარდება სიმყუდროვითა და დახვეწილობით. აქ ყველაფერი ძალიან ლამაზად და ფუნქციონალურად არის მოწყობილი.

ეს დახვეწილი ბორბლებიანი სახლი ნათელი მაგალითია იმისა, რომ თუ ადამიანს აქვს სურვილი, ოცნება რეალობად აქციოს, ამის გაკეთება შესაძლებელია და ამისთვის ზოგჯერ მხოლოდ მონდომებაა საჭირო.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები