როგორ ცხოვრობს მანქანის ფურგონში გადასახლებული წყვილი, რომელმაც უარი თქვა სამსახურსა და იპოთეკაზე


კლერ უოკერი და ჯონ ალეტი 2005 წელს გახდნენ ცნობილები მთელ მსოფლიოში. წყვილმა პრესას განუცხადა, რომ გადაწყვიტა დაეტოვებინა სამსახური, გაეყიდათ დიდი ბინა და აქტიურად დაეწყოთ მოგზაურობა. მხოლოდ არა ჩვეულებრივი გზით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასტუმროდან სასტუმრომდე გადაადგილებით, არამედ საკუთარი მანქანით.

სპეციალურად ამ მიზნით წყვილმა შეიძინა პატარა ფურგონი, რომელსაც სახელიც კი დაარქვეს - "ბეტი". მცირე საცხოვრებელი ფართი და მომთაბარე ცხოვრების წესი წყვილს საერთოდ არ აშინებდა, პირიქით, იზიდავდა. ცვლილების წყურვილი ძალიან ძლიერი იყო. კლერმა და ჯონმა დიდი სერიოზულობით შეარჩიეს ფურგონი. მათ მისი მინიმალური კეთილმოწყობა
სურდათ. მანქანას ჰქონდა დასაკეცი ორადგილიანი საწოლი, სავარძლები ტუალეტი და შხაპი. იმ წლებში ეს სიამოვნება წყვილს 28 000 ფუნტი დაუჯდა.

20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოგზაურობისას კლერი და ჯონი ეწვივნენ სხვადასხვა ქვეყნებს, მაგრამ ყველაზე მეტად მათ ესპანეთი მოეწონთ. წყვილმა იმოგზაურა ყველაზე შორეულ ადგილებში, ცივ სეზონზე დიდ ბრიტანეთში დაბრუნებას ამჯობინებდა.

მათ გეგმებში შედის წიგნის დაწერა. წყვილს სურს მსოფლიოს უამბოს ბორბლებზე გატარებული ცხოვრების შესახებ. კლერი და ჯონი ვარაუდობენ, რომ ეს წიგნი  ლიტერატურის სამყაროში თავის სიტყვას იტყვის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები