ადვოკატი ვახტანგ მაჭავარიანი სოციალურ ქსელში, ტიკ-ტოკის გვერდზე, განმარტავს, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეზობლები ხმაურობენ და ეს ხმაური ხელს განსაკუთრებით ხელს გვიშლის:
- ხმაურიანი მეზობლების პრობლემა მჭიდრო დასახლებებში ყოველთვის აქტუალური დარჩება. სამშენებლო ან სატრანსპორტო ხმაურს კიდევ აიტანს კაცი, მაგრამ თუ მეზობლები ყოველ ღამე გუგუნებენ და სამსახურში სულ გამოუძინებელი მიდიხარ, შეიძლება, ემოციურ აფეთქებამდე მიხვიდე. უბრალო გაუგებლობა კი სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს. როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში, არის თუ არა გამოსავალი?
ყველა სახის გ
ანგრძობადი ხასიათის არასასიამოვნო, ხელისშემშლელი ბგერები, დრეკადი რხევები თუ ტალღები, რომლებიც ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ქმედებების შედეგად მომდინარეობს და დისკომფორტს ქმნის, შეიძლება და პირის ჯანმრთელობის ან მის სოციალური მდგომარეობისთვის უარყოფითი ზეგავლენის მქონეა აკუსტიკური ხმაურია. აკუსტიკური ხმაურის დონის გაზომვა ხმაურმზომის საშუალებით ხორციელდება და დეციბელების მიხედვით იზომება. ასე, რომ ხმაურის საზომი ერთეულიც ვიცით და შემოწმების საშუალებაც გაგვაჩნია. ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე პრიმა მუხლი არსებობს, სადაც გაწერილია, როგორ ისჯება აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება. ამავე მუხლის სპეციალური რეგლამენტითაა განსაზღვრული, რამდენ დეციბელს არ უნდა სცდებოდეს ხმაურის ზომა დღე-ღამის განმავლობაში. მნიშვნელობა აქვს, რა ტიპის განაშენიანებაში გიწევთ ცხოვრება. თუ სარკინიგზო მაგისტრალთან ან ეკლესიასთან ცხოვრობთ, ვერც მატარებლის მოძრაობას შეაჩერებთ და ვერც ზარების რეკვას შეწყვეტთ. მაგრამ, თუ მშენებელმა დღე-ღამის რეჟიმი დაარღვია, ან გვერდით მდებარე რესტორანმა დეციბელებს მიუმატა, შეგიძლიათ, აკუსტიკური ხმაურის კონტროლის განყოფილებას მიმართოთ. ეს მერიას დაქვემდებარებული სუბიექტია და მათ ხმაურმზომები აქვს. თბილისის მერიის ცხელ ხაზზე დარეკვის შემთხვევაში, საკმაოდ მალე მოვლენ, ბინაში ხმაურმზომს შემოიტანენ და თქვენი სადგომის შიდა პერიმეტრიდან შემოწმებას განახორციელებენ. თუ დარღვევა აღმოაჩინეს, პირველ შემთხვევაზე გააფრთხილებენ. გაფრთხილებიდან ერთი წლის განმავლობაში თუ იმავეს ჩაიდენს, ფიზიკური პირი 150 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული - 1500 ლარით. თუ 1 წელიწადში კვლავ იხმაურებენ, ფიზიკური პირი 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 5000 ლარით დაჯარიმდება. პატრულს ხმაურის გაზომვა არ შეუძლია. შესაბამისად, მათ ჯარიმის გამოწერის საშუალებაც არ აქვთ. თუ ვინმე ხულიგნობს და მთელ უბანს არ გაძინებთ, შეგიძლიათ, პატრულს გამოუძახოთ. მაგრამ, თუ მეზობელი ბინას არემონტებს, გაჩუმებას ვერ მოითხოვთ, ვინაიდან დილის 8 საათიდან საღამოს 11 საათამდე დღის საათებად ითვლება და ამ დროს მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება. ბოლოს, ვფიქრობ, ყოველთვის ჯობს, ჯერ დაველაპარაკოთ ხმაურიან მეზობელს, სანამ ვინმეს გამოვიძახებთ. იქნებ, მოგვარდეს. ხომ გაგიგიათ, მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო.
იხილეთ ვიდეო
- ხმაურიანი მეზობლების პრობლემა მჭიდრო დასახლებებში ყოველთვის აქტუალური დარჩება. სამშენებლო ან სატრანსპორტო ხმაურს კიდევ აიტანს კაცი, მაგრამ თუ მეზობლები ყოველ ღამე გუგუნებენ და სამსახურში სულ გამოუძინებელი მიდიხარ, შეიძლება, ემოციურ აფეთქებამდე მიხვიდე. უბრალო გაუგებლობა კი სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს. როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში, არის თუ არა გამოსავალი?
ყველა სახის გ
იხილეთ ვიდეო