გაინტერესებთ რა ღირს? არც მეტი, არც ნაკლები 29 მლნ დოლარი.
ყოველთვის ყველაფერი ისე როდი გამოიყურება, როგორც მიჩვეულები ვართ. მაგალითად თუნდაც ეს სახლი ავიღოთ ნიუ-იორკში. ერთი შეხედვით გაგიკვირდებათ, ამ სახლში 29 მილიონი დოლარი ვინ და როგორ უნდა გადაიხადოსო. თუმცა, დავიწყოთ იმით, რომ საამისოდ არსებობს სულ ცოტა, 2 მნიშვნელოვანი ნიუანსი -ერთი, რომ სახლი მდებარეობს ცენტრში, East Side-ში, ეს კი ყველაზე ფეშენებელური და ძვირად ღირებული რაიონია და მეორე, ამ სახლს აქვს ორადგილიანი ავტფორეხი, რაც საკმაოდ დიდ პრიორიტეტად ითვლება, რამეთუ ცენტრში პარკირების საკითხი ძალიან მწვავედ
და ეს ყველაფერი როდია, დავუბრუნდეთ სახლის იერსახეს და გავიხსენოთ ძველი ბრძნული გამონათქვამი, ყველაფერი რაც ბრწყინავს, ოქრო როდიაო. ამ შემთხვევაში კი პირიქითაა. ვეცდებით, ამაში დაგარწმუნოთ და ისიც გაითვალისწინეთ, რომ ეს სახლი ერთ ოჯახზეა გათვლილი.
ეს გახლავთ სასტუმრო ოთახი და ოჯახის კონოთეატრი ერთდროულად. აქვეა განთავსებული ტელევიზორი.
ეს სასადილოა. მართალია, სპარტანულად გამოიყურება, მაგრამ ძალიან ორიგინალურია.
სამზარეულო უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი.
ეს ერთ-ერთი საძინებელია.
ეს მეორე საძინებელია ბუხრითა და უზარმაზარი ტანსაცმლის კარადით.
დახურული აუზი, რატომაც არა, სახლი თუ 29 მილიონი ღირს?
სართულები ერთმანეთს კიბით უკავშირდება, თუმცა არის ლიფტიც, ბოლოსდაბოლოს, 6 სართულს ხომ არ ეხუმრებით.
აქვეა სპა და სპორტული დარბაზი.
კომენტარები