მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ბინები - დაათვალიერეთ!

ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში შემოვიდა მოდაში ნიუიორკულ საზოგადოებაში, რომ ცათამბჯენის ბოლო სართულზე ცხოვრება უცილობელი წარმატების მანიშნებელი იყო. მართლაც, დღესაც მსგავსი ბინები მთელ მსოფლიოში ითვლება ყველაზე ძვირად ღირებულ აპარტამენტებად. ზოგიერთ პენტჰაუსს ათასობით კვადრატული მეტრიც კი უჭირავს, პირადი ლიფტები, ტერასები და საკუთარი აუზებიც კი აქვს. ფასებიც შესაბამისია - მფლობელს ასეთი ბინა ასობით მილიონი დოლარი უჯდება.

თქვენ წინაშე მსოფლიოს 5 ყველაზე ძვირად ღირებული ბინაა, თავისი ფასებით.

One57 Penthouse

ნიუ-იორკში მდებარეობს, მანჰეტენზე და მისი ფასი 100,5 მილიონი დოლარია. 2014 წელს პენტჰაუსი უცნობმა ადამიანმა შეიძინა.

ბინის ფართი 1000 კვადრატული მეტრია. ექვსი საძინებლისა და ცენტრალურ პარკზე შესანიშნავი ხედის გარდა, იქ არის შუშის ბაღი და აუზი, სადაც ქალაქის ხმაურისგან ისვენებენ მფლობელები.

City Spire Penthouse

ესეც ნიუ-იორკშია და 100 მილიონი დოლარი ღირს. პენტჰაუსს 75-სართულუან შენობაში ბოლო სამი სართული უკავია. საკუთარი ლიფტი აქვს, ექვსი საძინებელი, ცხრა სააბაზანო, 20-ადგილიანი სასადილო ოთახი, საკონფერენციო დარბაზი, მედიაცენტრი და გალერეებიც კი.


Pierre Hotel Penthouse

ნიუ-იორკშია ეს ბინაც და 125 მილიონი დოლარი ღირს. ეს პენტჰაუსი სასტუმროს ბოლო სართულებს იკავებს და ფუფუნებაში დაცურავს. სამი სართული თანამედროვე დიზაინით არის გაკეთებული, 16 საძინებლით, ექვსი სააბაზანოთი, ოთხი სამზარეულოთი და ოთხი ბუხრით. აქ ადამიანი ნამდვილ არისტოკრატად იგრძნობს თავს.


One Hide Park Penthouse

ეს ბინა ლონდონშია და 200 მილიონი დოლარი ღირს. ამგვარი პენტჰაუსი კომპლექსიის ოთხ ცათამბჯენშია და ოთხივეს ფართობი 1600 კვადრატული მეტრია. ბინაშია საკუთარი სპორტული დარბაზი, ხუთი საძინებელი, მოახლეები, ოთახები ღვინის დეგუსტაციისთვის.

Sky Penthouse

387 მილიონ დოლარად ღირებული ეს პენტჰაუსი მონაკოშია. ფანრჯიდან ლარვოტოს პლაჟი იშლება და მთელი მონაკო ხელისგულივით ჩანს. პენტჰაუსში ექვსი საძინებელია, თითქმის უჩინარი, გამჭვირვალე აუზი, ცათამბჯენის თავზე დაკიდებული. და კიდევ - 3000 კვადრატული მეტრი მარმარილოში, ბრინჯაოსა და ხეში ჩასმული.

კომენტარის დამატება