რუსეთის პატრიარქის დაუჯერებელი ფუფუნება - სასახლეები, იახტები და ოქროში ჩასმული ნივთები (+ფოტოები)

რუსეთის პატრიარქ კირილის წარმოუდგენელი ფუფუნების შესახებ არაერთხელ დაწერილა რუსულ მედიაში. ამჯერად მისმა ახალმა ფოტომ მიიპყრო ყურადღება  და სოციალური ქსელის განხილვის თემადაც იქცა.
ამ ფოტოზე აღბეჭდილია პატრიარქი კირილი, რომელიც საკუთარ კაბინეტში, ძვირფას საწერ მაგიდასთან ზის. კედელზე იესო ქრისტეს ხატი კიდია, გვერდით კი თავად პატრიარქის ფოტო, რომლიც ოქროს ჩარჩოშია ჩასმული. ბლოგერების მტკიცებით, ეს ძალიან ძვირად ღირებული მაგიდაა. კირილს საერთოდაც არ უკვირს ძვირად ღირებული ნივთები და ხალხი ხშირად საუბრობს იმაზე, თუ რა საჭიროა სასულიერო პირებისთვის ასეთი ფუფუნება, სად არის ასკეტიზმი და ა.შ.

ადამიანები არა მხოლოდ ოთახის ინტერიერმა აალაპარაკა, განსჯის თემა გახდა პატრიარქის ოქროს ჩარჩოში მოთავსებული ფოტოც.

ისევ ამოტივტივდა პატრიარქის დიდძალი ქონების ამბავი, რომელზეც თავის დროზე დიდი აჟიოტაჟი ატყდა. ზოგიერთი მონაცემებით, ის 4 მილიარდ დოლარამდე ქონების მფლობელია. და საკმაოდ მდიდარი იყო მანამდეც, სანამ პატრიარქი გახდებოდა.

ხშირად ახსენებენ ძვირად ღირებულ "კადილაკს", კირილის კუთვნილ 4 მილიონ დოლარად ღირებულ იახტა "პალადას", რომელზეც თავად ხშირად ისვენებს, პირად თვითმფრინავს, 30 ათას ევროდ ღირებულ ოქროს საათს, სასახლეებს დერედელკინოში და ასევე ნაკრძალის ტერიტორიაზე გელენჯიკში, პირად ავტოპარკს, პენტჰაუსს მოსკოვში და ვილას შვეიცარიაში - სანამ პატრიარქი გახდებოდა, ძალიან უყვარდა თხილამურებით სრიალი და შვეიცარიის მთები მისი საყვარელი ადგილებია.


პატრიარქი აოგნებს საზოგადოებას კორტეჟებით, რომლებისაც პრეზიდენტებსაც კი შეშურდებათ. მოსკოვური რეზიდენციით, რომელიც იტალიური ლუქს-ავეჯით არის სავსე და ოქროში ჩასმული ნივთებით.

კომენტარები

ედო 2017-12-28 10:33
ეგ საკუთრება არ არის. მეორეც, რომის პაპის მერე სულ არ არის გასაკვირი
iiza 2017-06-26 13:56
ramdeni matxovari da ataki yavt
ana 2016-10-07 10:46
iesoc aset fufunebashi cxovrobda?
.... 2016-07-03 03:13
ინგას და კიდე სხვებს... გერმანიაში იმიტომ დადის პატრიარქი სამკურნალოდ რომ როცა მოწამლეს 2005ში და ძლივს გადაჩა მას მერე სჭირდება და რაც სჰეეხება ჩვენი პატრიარქის სიმდიდრეს, რაში იყენებს??
ნინო 2016-06-30 13:28
ძალიან გვანან იესო ქრისტეს ვისაც უნდა ბაზავდნენ, მას ტავის დასადები ადგილიც კი არ ქონდაო ბიბლია ამბობს, ეგენი არიან ზუსტად მგლები ცხვრის ტყავში გადაცმულები. მალე ღმერთი გამოააშკარავებს ყველას ვინც ღვთის სახელს თავის ჯიბისთვის იყენებს და ხალხსაც არასწორი გზით ატარებენ . მაგათ ყველაზე მეტი მოეკითხებათ.ცოდვები არიან რადგან მარტო ამ ქვეყნიერებაში ცხოვრება სურთ და არ უნდათ მარადიული ბედნიერება

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები