ყველა ჩვენგანს აქვს სახლში ადგილი, სადაც ფულს ვინახავთ ხოლმე. საკითხავი ის არის, რამდენად უსაფრთხოა ეს ადგილი. ვეცდებით შემოგთავაზოთ რამდენიმე ვარიანტი, მათ უსაფრთხოებაზე მსჯელობა კი თქვენთვის მოგვინდვია.
1. სავარცხელი
მოხსენით სავარცხელს რეზინი, დარწმუნდებით, რომ შიგნით საკმარისი ადგილია გარკვეული რაოდენობის თანხის შესანახად.
2. ქამრის ბალთა
ყველა ქამარს ერთნაირი ბალთა როდი აქვს, თუმცა, თუ ფოტოზე აღბეჭდილ ქამარს დააკვირდებით და თქვენს აქსესუარებში ასეთივეს მოიძიებთ, ფულის შესანახად ძალიან კარგ ადგილსაც მიაგნებთ.
3. დისკის ჩასადები
დღევანდელ დღეს ტექნიკა იმდენად დაიხვეწა, რომ დისკით სარგებლობა იშვიათად გვიწევს, სამაგიეროდ,
4. ფარდის კარნიზი
იმისათვის, რომ სამალავი კარნიზში მოვათავსოთ, საკმარისია გვერდი მოვხსნათ, ფული შიგნით ჩავდოთ და შემდეგ სამაგრი ისევ თავის ადგილას დავამაგროთ.
5. კარები
ხელმარჯვე ადამიანებისთვის სამალავის კარებში გაკეთება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.
6. პლინტუსი
მოხსენით იატაკის პლინტუსს გვერდითი სამაგრი, ჩამალეთ პლინტუსში თქვენი ფული და სამაგრი თავის ადგილზე დაამაგრეთ. მშვენიერი სამალავია.
7. კედელი
ასეთი მინის სეიფის შესაქმნელად აუცილებლად ხელოსანი დაგჭირდებათ, თუმცა, დაგვეთანხმებით, ძალიან უსაფრთხო სამალავი გექნებათ. მისი მიგნება ადვილი სულაც არ არის.
აი, ის ადგილები, სადაც ყველაზე ხშირად ეძებენ ფულს ქურდები: მაცივარი, ნაგვის ურნა, ბურღულეულის ქილები, ჩაიდანი, სერვიზები, გაზქურა, ტანსაცმლის ჯიბეები, თეთრეულის უჯრა, წიგნები, ბალიში, მატრასი, ფეხსაცმელების კარადა.
კომენტარები