საუდის არაბეთის პრინცესის საიდუმლო ცხოვრება

საუდის არაბეთის 33 წლის პრინცესას, ამირა ალ ტავილის ცხოვრება ზღაპარს მოგაგონებთ. მის წარმატებულ და უზრუნველ ცხოვრებას ბევრი შენატრის. თუმცა ეს წარმატების გზა ყოველთვის ია-ვარდით მოფენილი როდი იყო. პრინცესას უამრავი სირთულის გადალხვა მოუხდა.

ამირა საუდის არაბეთის პრინცის ცოლი იყო, თუმცა, სამწუხაროდ, 2014 წელს მათი ქორწინება კრახით დასრულდა. როგორც მასობრივი საინფორმაციო საშუალებები იუწყებოდნენ, ალ ტავილი პრინცის მესამე და იმ მომენტისთვის ერთადერთი ცოლი იყო. წყვილს საერთო შვილი არ ჰყავდა, პრინცს კი პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავდა. საქორწინო კონტრაქტში სპეციალური პუნქტიც კი ყოფილა იმასთან დაკავშირებიღ,

რომ ამირას შვილების გაჩენა არ შეეძლო. შესაძლოა, სწორედ ეს იყო წყვილის დაშორების მიზეზი.


მიუხედავად ამისა, პრინცესა ამირა, როგორც პროგრესულად მოაზროვნე ქალბატონი, სასოწარკვეთას არ მისცემია. დღესდღეობით ის აქტიურადაა ჩაბმული საზოგადოებრივ საქმიანობაში, კერძოდ კი იბრძვის ქალების უფლებებისთვის, რომელიც საუდის არაბეთის მანდილოსნებს მისცემს განათლების მიღების, თანამედროვედ ჩაცმისა და ასევე ავტომობილის მართვის საშუალებას.

 

დაათვალიერეთ ასევე: ალადინის სასახლე - დაუჯერებელი ფუფუნების ბინა

 

ამირა ერთ-ერთი პირველია თავის სამშობლოში, რომელმაც უარი თქვა ტრადიციულ აბაიაზე და ელეგანტურ სამოსს მიანიჭა უპირატესობა. მან ძალიან გემოვნებიანად შეუხამა ერთმანეთს ევროპული ელეგენტურობა და აღმოსავლური ფუფუნება.


პრინცესა ძალიან განათლებულია. მან ამერიკაში ნიუ ჰეივენის კოლეჯში დაამთავრა და საზოგადოებრივი ადმინისტრირების დარგში ხარისხიც მიიღო, ეს ფაქტი კი არ შეიძლებოდა არ ასახულიყო მის მსოფლმხედველობაზე.


ამირა ალ ტავილი ერთ-ერთი საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციის ვიცე თავმჯდომარე გახლავთ. ეს ორგანიზაცია მხარს უჭერს სიღარიბესთან ბრძოლას, ასევე ქალების უფლებების დაცვას სხვადსხვა ქვეყნებში.

 

დაათვალიერეთ ასევე: არაბ შეიხთა ზღაპრული სასახლეები - ფოტოები მათი საცხოვრებელი ოთახებიდან

 


ამბობენ, რომ ამირა საუდის არაბეთის აქტივისტთან, მანალ ალ შარიფტანაც მეგობრობს., სწორედ ამ უკანასკნელმა ატვირთა იუთუბზე ვიდეო, სადაც ის ავტომობილს მართავს. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ამ ფაქტის გამო გოგონა ერთი კვირით დააპატიმრეს. ალ ტავილი საჯაროდ აღიარებს, რომ ალ შარიფს უშიშარ ქალად მიიჩნევს.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამირას მართვის საერთაშორისო მოწმობაც კი აქვს. ის თავად მართავს ავტომობილს და საკუთარი მანქანით სამოგზაუროდაც კი დადის.
ჭკვიანი და ლამაზი ქალბატონია, ვერაფერს იტყვით. სწორედ ამირასნაირი ქალბატონების წყალობით 21-ე საუკუნეში მაინც ქალები მოახერხებენ საკუთარი უფლებების დაცვას.

კომენტარები

ბორია 2016-07-21 18:09
კაი გასაჟი კია კია და ...
123 2016-07-15 16:08
საუდის არაბეთის პრინცზე კი არა გაღატაკებულ ქართველ ხალხზე ილაპარაკეტთ თუ ესველებათ რამე
ბროლა* 2016-07-09 21:21
ულამაზესი ქალბატონია - ნამდვილი აღმოსავლური ეშხი და სინატიფე!
abaaba 2016-07-07 21:22
მესამე ცოლობა და პროგრესულად აზროვნება შორსაა ერთმანეთისგან

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები