რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა

ორიოდ კვირის წინ რუსეთში დაპატიმრებული ცნობილი კანონიერი ქურდის, შაქრო კალაშოვის საქართველოში არსებული სახლების შესახებ ქართულ მედიაში წლების წინ ბევრს საუბრობდნენ, ამჯერად რუსულ პრესაში მისი რუსეთში მდებარე სახლის და ინტერიერის ფოტოები გამოჩნდა. დაპატიმრებისას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატორებმა საკმაოდ ვრცელი რეპორტაჟი გააკეთეს და ძვირფასი სახლის ფოტოები შემდეგ მედიაში მოხვდა.

სახლი საკმაოდ დიდ ფართს მოიცავს. ეზოში განთავსებულია რამდენიმე ნაგებობა, ისეთი მაგალითად, როგორიც არის დაცვის სახლი, მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი, ავტოფარეხი და საცხოვრებელი სახლი.

ავტოპარკი საუკეთესო უცხოური მანქანებით არის სავსე. სახლის გარეთა ფასადი არაფრით გამოირჩევა, საშუალო დონის

მაცხოვრებლის სახლს წააგავს, მასალებიც ისეთია გამოყენებეული, ნებისმიერ ბაზრობაზე რომ იყიდება. ასე რომ, ერთი შეხედვით ეს სახლი არანაირ ყურადღებას იპყრობს. ვერავინ წარმოიდგენს, რა შეიძლება იმალებოდეს ამ ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული სახლის მიღმა. თუ ამ სახლის არქიტექტორის მთავარი დავალება სახლის შენიღბვა იყო, მაშინ მას ეს დავალება მართლაც ხუთიანზე შეუსრულებია. 

ახლა კი შევიხედოთ სახლში. სამზარეულოს ინტერიერი ბუტაფორიულად გამოიყურება. უამრავი აქსესუარი და ელექტრო ტექნიკა სამუშაო ზედაპირზეა განლაგებული და თეატრალურ დეკორაციებს მოგაგონებთ. სამზარეულოს მომწყობი ადამიანი აშკარად საკმაოდ შორს არის დიზაინერებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ამდენ შეცდომას ერთად არ დაუშვებდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამზარეულო ძალიან გადატვირთულია, ისევე, როგორც სხვა ოთახები, სადაც უბრალოდ შეიძლება ითქვას, შექუჩებულია უამრავი ძვირფასი ნივთი. ეს სახლი ძვირფასი ნივთების საცავი უფროა, ვიდრე ინტერიერის დიზაინის რომელიმე სტილში მოქცეული სივრცე.


სასადილო მაგიდის სერვირებას დასაწუნი მართლაც არაფერი აქვს, ის უმაღლესი ხარისხის არის, რასაც ვერ ვიტყვით ინტერიერზე. ამ შემთხევაშიც ძალიან დიდი სურვილი იყო იმისა, ინტერიერი კლასიკურ სტილში გადაეწყვიტათ, თუმცა აშკარად გადაამლაშეს. აქ ყველაფერი ისეა გაკეთებული, რომ მართლაც ძვირფასი ნივთებიც კი დაკარგული და გაუბრალოებულია. მაგალითად, არაჩვეულებრივი ბუფეტი, რომელიც შესანიშნავად გამოდგებოდა კომპოზიციის ცენტრად. თუმცა ამ შემთხვევაში ის უბრალოდ არ ჩანს.


ლუდოვიკო მე-14-ის მოოქროვილი ხის ავეჯი თავისთავად ძალიან ლამაზი და ძვირფასია, თუმცა ოთახში ისეა განლაგებული, რომ თავი მეორადების ბაზრობაზე გეგონებათ. არა იმიტომ, რომ ნივთები ძველია, პირიქით, ისინი ძალიან ახალია, ბზინავენ, ისე, რომ თვალს ჭრიან, ეს კი გამაღიზიანებელია.
რაც შეეხება სპას, ის ბოლომდე დასრულებული არ არის.


სახლში არის სატრენაჟორო დარბაზიც, რომელიც ასევე ძალიან უგემოვნოდ არის მოწყობილი და არავითარი ხიბლი არ გააჩნია.
სარდაფში შეგხვდებათ ღვინის მარანი. ვერც მის გემოვნებიანობაზე დავდებთ თავს. 


ასეთ სახლში ჩვეულებრივი ადამიანები არ ცხოვრობენ. ფსიქოლოგიასა და არტ თერაპიაში არის ტერმინი ბიჟუ, ასე ხასიათდება ადამიანი, რომელიც ყველაფერ საუკეთესოს და ძვირფასს ერთდრულად იცვამს. ჰოდა, ეს სახლიც ასეთია. მის პატრონს აშკარად აქვს სურვილი, ხაზი გაუსვას საკუთარ ძალაუფლებასა და შესაძლებლობებს.

წყარო: life.ru

კომენტარები

Nato 2016-08-19 02:45
Aser saxlshi nervebi da eglijeba namdvilad ver davisveneb,sashinelebaaa
done 2016-08-18 20:50
roiali momewona dzaan :)))

"murkas" ukravs Gam- gamobit???
gdeyi maia murkaaa....
kusa 2016-08-18 10:15
avejis magazia
რუსო 2016-08-16 17:49
რა ქურთული გემოვნების სახლია, ზედმეტი დოზით არის ყველაფერი. ყველას თავის გემოვნებით გაუმარჯოს, მაგრამ ჩემთვის ეს არის კიჩი, არაკომფორტული ინტერიერი და ცხოვრების შნო, რომ არ ექნება ადამიანს, იმის სადგომი.
გიორგი 2016-08-16 12:53
სტუმრები როცა ყავს, ალბათ ყველა ნივთის ფასით ტრაბახობს, ამბობს:ეს ამდენ დოლარიანია ის ამდენ დოლარიანიო. ეს ტიპი არარაობაა და ვინც ამათ პატივს ცემს არარაობის პატივისმცემელია. მე ამათ აფთრების ხროვას ვადარებ, არცერთი დაპირისპირების დროს კაცურად არ იქცევიან, ერთმანეთის იმედით არან ყოველთვის. გამორიცხულია ერთიერთში დადგეს რომელიმე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები