შეკვეთილში სულ რამდენიმე დღის წინ გახსნილი მინიატურების ქალაქი უკვე აოცებს მნახველებს. პარკი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით შეიქმნა და მინიატურებშია წარმოდგენილი საქართველოს არქიტექტურული საგანძური.
პარკში წარმოდგენილია 44 არქიტექტურული ძეგლის მინიატურა, წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 5 ძეგლის მონტაჟი. 2017 წელს პარკს კიდევ რამდენიმე მინიატურა დაემატება. კომპლექსი მოიცავს: პარკს, თავად მინიატურებს, ინფრასტრუქტურას და ვიზიტორთა ცენტრს, რომელშიც განათავსებულია მინი ამფითეატრი, კაფე და სხვა ფუნქციური სივრცეები.
მინიატურების პარკის სახელმწიფოსთვის გადაცემის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
კომენტარები