გინდათ, რომ თქვენს ბაღში ზაფხული არასდროს დამთავრდეს და მარადმწვანე ბუჩქებმა მთელი ზამთარი გაგიხალისონ? მაშინ თქვენი ეზოსთვის დეკორატიული მარადმწვანე ბუჩქები შეარჩიეთ. თუმცა, გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ შერჩევის დრის ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინება მოგიწევთ, მთავარი კი გახლავთ ზუსტად ჩამოყალიბდეთ, რა ფუნქცია უნდა შეასრულოს თქვენმა ბუჩქებმა - იქნება ეს დეკორატიული ღობე პატიოსთვის, ცოცხალი ზღუდე, რომელიც მეზობლის სახლისგან გამოგყოფთ თუ თქვენი ბაღის ბილიკის ან ლანდშაფტის გაფორმება.
შემოგთავაზბთ მარადმწვანე ბუჩქების ჩამონათვალს, რომელიც ბაღის გასალამაზებლად ნამდვილად გამოგადგებათ.
აუკუბა
ლამაზი და არც ისე ჭირვეული აუკუბა მთელი წლის განმავლობაში
ხემარწყვა
ეს მცენარე გამოირჩევა ნელი ზრდით, უგემური ნაყოფით, რომელიც დიდ მარწყვებს ჰგავს და არომატით. მეორე სახელი არბუტუსია. მთელი შემოდგომა ყვავის და სიმაღლით ორ მეტრამდე იზრდება.
კალისტემონი
საოცარი ბუსუსებიანი მცენარეა, რომელიც თავისის ლამაზი ფერებით მართლაც აღაფრთოვანებს ადამიანებს. ზაფხულში ძალიან ლამაზად ყვავის და მას ბენგალის სანთლებსაც უწოდებენ.
ბიქსუსი
შესანიშნავი საშუალებაა ლანდშაფტის დიზაინისთვის. ერთი პერიოდი თითქოს მიივიწყეს, თუმცა ბოლო დროს ისევ ძალიან დიდი აქტუალობით სარგებლობს ლანდშაფტის დიზაინერებში.
ბაძგი (მახვილფოთლა)
ბაძგი შობის ერთ-ერთი სიმბოლოა. იდეალური ტემპერატურა მისი ზრდისთვის პლუს ოცი გრდუსია. უძლებს ტემპერატურას და მალე იზრდება.
პალმა
პალმა საკამოდ კარგად ერგება ჩვენს კლიმატს და სიცივეში თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობს, თუმცა ცივი ქარები არც ისე უყვარს და უმჯობესია მოარიდოთ.
კამელია
ეს კი მოყვავილე ბუჩქია, რომელიც საუცხოოდ გამოიყურება მისი ყვავილობის დროს. უყვარს გაფანტული სინათლე და არ უყვარს ქარი.
შოიზია
ეს არის აკურატული, მარადმწვანე ბუჩქი, რომელსაც ახასიათებს ნაზი ციტრუსის სურნელი. მეორენაირად მას მექსიკურ ფორთოხალსაც უწოდებენ, თუმცა სიცივეს ვერც ისე კარგად იტანს.