ნარი ლატარია პროფესიით ინგლისური ენის პედაგოგია, თუმცა ბოლო პერიოდში ბაღის დიზაინით დაინტერესდა და წარმატებითაც დაეუფლა ამ ერთობ საინტერესო და საპასუხისმგებლო პროფესიას. 2017 წელს დაამთავრა საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივ კოლეჯი. ამჟამად ბაღის დიზაინერი და დეკორატიული მცენარეების მაღაზია-სალონის მფლობელია.
- პროფესიის შეცვლა იმ ასაკში დაგავწყვიტე, როდესაც კარგად იცნობ შენს შესაძლებლობებს, ზუსტად იცი რა გინდა, რისი კეთება გსიამოვნებს. არ მიყვარს ერთფეროვნება, მიყვარს სიახლეები, გამოწვევები, მოგზაურობა და ბუნება. ეს საქმიანობა ჩემს ყველა ამ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს და გაერთიანებულია მასში. ასე რომ, ჩემთვის ეს არის
საქმიანობაც და ამავდროულად გატაცებაც. საქმე, რომელიც ყოველთვის არის საინტერესო, განსხვავებული, შემოქმედებითი და მრავალფეროვანი.
დავიბადე და გავიზარდე სამეგრელოში, ფლორით მდიდარ მხარეში. იქ, სადაც ეზოს გამწვანების კულტურა ოდითგანვე არსებობდა და ლამაზი ეზო ყოველთვის ითვლებოდა საამაყოდ და აუცილებლადაც კი. დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორც ბაღის დიზაინერი რომ ვაფასებ ბებიაჩემის ეზოს, ვხვდები, რამდენად სწორად იყო დაგეგმარებული: ეზოს კარიდან სახლამდე განიერ გზას მიუყვებოდა გრძელი მიქსბორდერი მრავალფეროვანი ბუჩქებითა და ყვავილებით, რომელთაგან ყველაზე მეტად ბებიას კამელიები უყვარდა, ჩაის ვარდს ეძახდა. და ბევრი სხვა საოცარი სანახაობა იშლებოდა იმ ეზოში...
2015 წელს, როცა მივედი საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივ კოლეჯში, ბაღის დიზაინის პროგრამის შესასწავლად, ჩემი პირველი პროფესია ძალიან დამეხმარა ახალი პროფესიის მარტივად ათვისებაში, რადგან ინგლისურენოვანი ლიტერატურისა და ინტერნეტმასალების დახმარებით მოკლე დროში შევძელი დავუფლებოდი ყველა იმ უნარ-ჩვევას და ცოდნას, რაც ბაღის დიზაინერს სჭირდება.
- ბევრი პროექტი გაქვთ განხორციელებული. საინტერესოა ბოლო დროის რომელ პროექტს გამოარჩევდით?
- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჯერ სულ რამდენიმე წელია ამ სფეროში ვსაქმიანობ, მართლაც ბევრი პროექტი მაქვს გაკეთებული. ალბათ რამდენიმე ათეული, მაგრამ მთავარი რაოდენობა არ არის. ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ ჩემი შექნილი ბაღებით კმაყოფილები არიან თავად მეპატრონეები. უმეტეს შემთხვევაში ჩვენი ურთიერთობა გასცდა დამკვეთისა და შემსრულებლის სტანდარტულ ურთიერთობას და მეგობრობაში გადაიზარდა. იციან, რომ ყოველთვის მზად ვარ დავეხმარო მათ მაქსიმალურად.
ბოლო პროექტებიდან გამოვარჩევდი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღში აფხაზეთის სამინისტროს დაკვეთით და ენდემური მცენარეების გამოყენებით შესრულებულ თემატურ პროექტს, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს. ეს პროექტი იმითაც იყო გამორჩეული, რომ აქ მქონდა წინასწარ დადგენილი მცენარეების სია და მისთვის უნდა მომერგო ფორმა, ანუ დიზაინი. ზოგადად პირიქით ხდება ხოლმე. ჯერ ვეძებ ფორმას, სილუეტებს და მას ვარგებ მცენარეებს მისი ჰაბიტუსის მიხედვით. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ეს პროფესია არის უსაზღვროდ საინტერესო და გამოწვევებით სავსე და საქმე, რომელიც არასდოს გბეზრდება, რადგან წინა პროექტი არასდროს ჰგავს მომავალს და პირიქით.
- როგორ ხდება ბაღის გაშენება, როგორ იწყება ყველაფერი და რა ეტაპებს გადიხართ?
- ბაღის გასაშენებლად აუცილებელია გვქონდეს პროექტი. პროექტამდე კი გრძელი გზაა გასავლელი. პოტენციურ კლიენტთან ძირითადი გასაუბრების და დეტალებს დავლის შემდეგ, გულდასმით ვათვალიერებ ობიექტს, ვაკეთებ აზომვით ნახაზს. ეს ყველაფერი მოგვიანებით გადამაქვს კომპიუტერულ პროგრამაში და ვიწყებ ფიქრს იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე ყველაფრის გათვალისწინებით. ასე ჩნდება ესკიზების რამდენიმე ვარიანტი, რომლის დახმარებითაც საშუალება ეძლევა ბაღის მომავალ მფლობელს, აირჩიოს მისთვის სასურველი დიზაინი. ამ ეტაპების გავლის მერე კეთდება გენგეგმა და დენდროგეგმა. და ბოლოს დგება ყველაზე ამაღელვებელი მომენტი - პროექტის რეალიზება! ეს არის შეუდარებლად სასიამოვნო განცდა, რაც კი შეიძლება შემოქმედმა ადამიანმა განიცადოს. შენი ნაფიქრი და განცდილი, ქაღალდზე დაბადებული რეალობა ხდება და ხორციელდება. ეს ერთგვარად სასწაულიცაა!
- რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს, რომელ სეზონზე სჯობს ბაღის გაშენება და პირველი რა სამუშაოებია ჩასატარებელი?
- ასე თუ ისე, ყველამ იცის, რომ ბაღის გასაშენებლად გაზაფხული და შემოდგომა საუკეთესო დროა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მცენარეს იღებთ ღია გრუნტიდან, მაგრამ თუ მცენარე დახურული ფესვთა სისტემითაა, ანუ ქოთანშია ჩარგული, მისი ჩარგვა თავისუფლად შეიძლება ზაფხულშიც კი, სანამ მწველი სიცხეები დაიწყება. ასე რომ, დარგვის სეზონი უკვე დაწყებულია, გაგრძელდება ივლისის შუა რიცხვებამდე და სექტემბრიდან განახლდება. საშემოდგომო დარგვები კი დეკემბრის შუა რიცხვებამდე, პირველ ყინვებამდე გასტანს. თუმცა მებაღეების რჩევით, თუ აგროტექნიკურ ნორმებს სწორად დაიცავთ, დაქოთნილი მცენარის გადატანა ღია გრუნტში ნებისმიერ დროს შეიძლება, ზამთარშიც კი.
სანამ მცენარეების დარგვას დაიწყებთ, მანამ მთელი რიგი სამუშაოა ჩასატარებელი: უნდა დასუფთავდეს დასარგავი ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებისგან, სარეველებისგან. ჩატარდეს გეგმის მიხედვით გათვალისწინებული მიწის სამუშაოები: დამუშავდეს რელიეფი, გაკეთდეს საყრდენი კედლები, დაიგოს ბილიკები, თუმცა მანამდე უნდა გაიყვანოთ წყლის მილები სარწყავი სისტემისთვის და შემოიტანოთ ნიადაგი. ასევე მინდა გირჩიოთ, თუ ოდესმე რამის აშენებას და დამონტაჟებას ფიქრობთ თქვენს ეზოში, როგორიცაა ფანჩატური, ფარდული, აუზი და ა.შ., სასურველია ეს გააკეთოთ მანამ, სანამ ნარგაობებზე გადახვალთ, რათა სამშენებლო სამუშაოების დროს არ დაზიანდეს თქვენი ნაზარდი და ნალოლიავები მცენარეები.
განსაკუთრებით მშვენიერია ის ბაღი, რომელიც გულდასმით დაიგეგმება და გაშენდება თანმიმდევრულად.
- რის მიხედვით არჩევთ ეზოში მცენარეებს, ყვავილებს?
- სანამ მცენარეებს ავარჩევ, უამრავი ფაქტორი უნდა გავითვალისწინო, უპირველეს ყოვლისა აბიოტური: ტემპერატურა, ტენიანობა, სინათლე და ა.შ. ამის მიხედვით ვარჩევ მზისა და ჩრდილის მოყვარულ მცენარეებს, შემდეგ ვითვალისწინებ დამკვეთის გემოვნებას, საპროექტო ტერიტორიის ადგილმდებარეობას, სახლის არქიტექტურულ სტილს, ბიუჯეტს და პროექტის კონცეფციას. მეტი ეფექტისთვის მცენარეებს ვარჩევ ფორმის, ზომის, ფერისა და ფაქტურის მიხედვითაც.
- იქნებ დაგვიკონკრეტოთ და რამდენიმე მაგალითი მოგვიყვანოთ, რომელი ყვავილებია ჩრდილის მოყვარული და რომელ ყვავილებს რგავთ იქ, სადაც უმეტესად მზეა?
- ზოგი ბაღი მზიანია, ზოგი - ჩრდილიანი, ან ნაკლებად მზიანი. ექსპოზიცია ნამდვილად გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მცენარეების გახარების კუთხით. სწორად შერჩეული მცენარე, ჯანსაღი და ლამაზი ბაღის საწინდარია. ასე მაგალითად, ჩრდილში კარგად ხარობს: ჰეუხერა, ჰოსტა, ბრუნერა, ასტილბა, ხარისძირა და სხვა. მზის მოყვარულია: ტიტა, ასტრანცია, გვირილა, ფლოქსი, კალუნა, კატაბალახა, ვარდი და ა.შ. თუ ამ მცენარეებს არასწორ ადგილას დარგავთ, ვერ გაიხარებს, დაავადებებიც მეტად შეაწუხებს, ნაკლებად იყვავილებს და საბოლოოდ გახმება.
- ახლა რა სამუშაოები იწყება ბაღში? ვგულისხმობ უკვე გაშენებულ და დასრულებულ ბაღს. ამასთან, გაზაფხულზე ძირითადად რა პრობლემებმა შეიძლება იჩინოს თავი?
- ყველა დამეთანხმება იმაში, რომ ბაღს მუდმივი მოვლა და ზრუნვა სჭირდება, განსაკუთრებით გაზაფხულზე, როდესაც მცენარეები იღვიძებენ და იწყება აქტიური ვეგეტაციის პერიოდი. ბაღი უნდა დაათვალიეროთ საგულდაგულოდ და ნახოთ, ხომ არაფერი დაუზიანა მას ზამთარმა, ყინვამ, თოვლმა და ქარმა. გაასუფთავეთ თარგები სარეველებისგან და ნარჩენებისგან, გამხმარი ტოტები მოაჭერით ნარგაობებს, გასხალით ხეები და ბუჩქები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეწამლოთ მცენარეები დაავადებებისა და მავნებლების საწინააღმდეგო პრეპარატებით, რადგან გაზაფხული მცენარეებთან ერთად მათი გაღვიძების დროც არის და ჯობია ეს გააკეთოთ ადრე გაზაფხულზე, სანამ კვირტები გამოინასკვება.
- როგორ უნდა მოვუაროთ ბალახს, რომ ჯანსაღი, ლამაზი და ხასხასა იყოს? თქვენ რა საშუალებებს მიმართავთ?
- მე ბაღის დიზაინერი ვარ და ბალახის მოვლის საკითხში ნაკლებად კომპეტენტური, თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაზე მტკივნეული ნაწილია როგორც ბაღის მეპატრონისთვის, ასევე პირველ რიგში მებაღისთვის, რადგან ბალახის გახარება, მოვლა და მისი იდეალურ მდგომარეობაში შენარჩუნება ყველაზე შრომატევადია ბაღის სამუშაოთა შორის. ბალახი რომ იყოს ხასხასა, ჯანსაღი, ლამაზი და ეფექტური, რეგულარულად უნდა იკრიჭებოდეს, სუფთავდებოდეს სარეველებისგან, ირწყვებოდეს, იკვებებოდეს. განსაკუთრებით ზიანდება იგი ზამთარში. ადგილ-ადგილ თოვლი და ყინვა აფუჭებს მას და საჭირო ხდება მისი რესტავრაცია ანუ ახლით ჩანაცვლება. დროგამოშვებით გაზონს სჭირდება აირაციაც, რაც გულისხმობს მისი ღრმა ფენებიდან ბალახის მკვდარი, გამხმარი ნაწილების ამოღებას და ფესვების ჟანგბადით მომარაგებას, რაც თავისთავად სტიმულს აძლევს ახალ ნაზარდს, აუმჯობესებს წყლის შეწოვას ნიადაგში და მცენარის ფესვებში.
- უმნიშვნელოვანესია ნიადაგი. როგორ ანოყიერებთ მას?
- ნიადაგი ერთმანეთისგან განსხვავდება შემადგენლობისა და სტრუქტურის მიხედვით. არსებობს ქვიშნარი, თიხნარი, ტორფნარი, კირიანი და ა.შ. ნიადაგები. მათ წყლის შეკავების უნარიც განსხვავებული აქვთ და ბიო-ქიმიური შემადგენლობაც. აქედან გამომდინარე ნიადაგი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს გასაშენებელი ბაღის მცენარეების ასორტიმენტზე, თუმცა იგი შეიძლება გამოიცვალოს, ან გამდიდრდეს მისი სტრუქტურა და ხარისხი ნოყიერი ნიადაგისა და ორგანული სასუქების, გადამწვარი ნაკელის, შეტანის გზით. ეს ყოველივე დამატებით ხარჯებს და ფიზიკურ შრომას მოითხოვს, ამიტომ სანამ გადაწყვეტთ რა დარგოთ ბაღში, სასურველია ნიადაგის ტიპი გაითვალისწინოთ და დარგოთ ის მცენარეები, რომლებიც კარგად ხარობენ მოცემულ ტერიტორიაზე.
- რამდენად აქტუალურია დღეს ბაღებში მარადმწვანე მცენარეები და როგორ ხდება მოვლა, რა მკვებავები და მოვლის პირობები სჭირდება მათ?
- ჩემი გამოცდილებით, კლიენტთა უმრავლესობას მოსწონს მარადმწვანე, უფრო მეტად წიწვოვნების ბაღი. ამის მიზეზი მარტივია - მარადმწვანე ხეებსა და ბუჩქებს არც გასხვლა სჭირდება და არც ფოთლები სცვივა, თან მთელი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ეფექტურ იერს, არის სტატიკურ მდგომარეობაში და არც განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. თუმცა, მათაც სჭირდებათ ინტენსიური კვება ორგანული და არაორგანული სასუქებით, შეწამვლა და გამარგვლა. მარადმწვანე მცენარეებით შექმნილი ბაღი იმათთვისაა, ვისაც ცოტა დრო აქვს და ფიქრობს, ბაღს საკუთარი ძალებით მოუაროს.
- არსებობს ოქროს რჩევა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს, ვისაც ბაღი აქვს?
- ვისაც ბაღი გაქვთ ან ფიქრობთ, რომ გქონდეთ, უნდა გახსოვდეთ, რომ მცენარე არის ცოცხალი ორგანიზმი და თქვენგან მოითხოვს ყურადღებას და ზრუნვას. სანამ ბაღის სტილს შეარჩევთ, გირჩევთ რეალურად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები, რა დროის დათმობას აპირებთ ბაღის მოვლისთვის, რადგან ყველა ბაღი იმსახურებს გამოიყურებოდეს ლამაზად, გაპრანჭულად და მოვლილად. და კიდევ ერთი რამ მინდა, გირჩიოთ, ნუ გადმოაკოპირებთ სხვის ბაღს თქვენს ეზოში, რადგან ის დაგეგმარება და მცენარეთა ასორტიმენტი რაც სხვასთან ნახეთ, შეიძლება საერთოდ არ შეესაბამებოდეს თქვენი და თქვენი ოჯახის ცხოვრების წესს და პრაქტიკული თვალსაზრისით სრულიად გამოუსადეგარი გახდეს თქვენთვის. ბაღი ხომ ის ადგილია, სადაც ყველაზე კომფორტულად უნდა იგრძნოთ თავი, დაივიწყოთ ყველანაირი პრობლემა, განეწყოთ დადებითად და დატკბეთ ცხოვრებით.
მერი ბლიაძე

კომენტარები