მცენარეები, რომლებიც შეგიძლიათ დათესოთ მაისში პირდაპირ გრუნტში

მათთვის, ვისაც არ უყვარს ბაღში დიდი დროის მუშაობაში გატარება, შევარჩიეთ ისეთი ყვავილები, რომელიც შეუძლიათ დათესონ მაისში პირდაპირ გრუნტში, ბევრი წვალების გარეშე.

ამარანტი
ეფექტური ერთწლოვანი მცენარეა, რომელიც თავისი ნარინჯისფერ-მოწითალო ყვავილებით დაამშვენებს თქვენს ბაღს. ბაღის ამარანტი სიმაღლეში 40-70 სმ-ს აღწევს.

ნასტურცია

ძალიან უპრეტენზიო მცენარეა, რომელიც სწრაფად იზრდება და ამასთანავე მისი საკვებად გამოყენებაც არის შესაძლებელი. დაუმატეთ საზაფხულო სალათებს და შესანიშნავი არომატი გარანტირებული გექნებათ. ამ ყვავილის სიგრძე 2 მ-ს აღწევს.

ყაყაჩო
ყველასათვის კარგად ნაცნობი ყვავილი. ყაყაჩო ხომ ზაფხულის სიმბოლოა. გაითვალისწინეთ, რომ ყაყაჩო ძალიან სწრაფად
ვრცელდება.

სიმინდის ყვავილები

ეს მინდვრის ყვავილი ყაყაჩოსთან ერთად ძალიან ეფექტურად გამოიყურება. სიმინდის ყვავილები ხორციანი კერძების სანელებლადაც გამოიყენება და მას საუცხოო გემოს ანიჭებს. დაახლოებით რომ აღიქვათ მისი სურნელი, წარმოიდგინეთ ერთად მიხაკის, პიტნისა და ლიმონის სუნი. გარდა ამისა, ამ მცენარეს შარდმდენი ეფექტის აქვს და ფიტოთერაპიაშიც გამოიყენება.

დელფინიუმი

დელფინიუმი ნამდვილი ბაღის მშვენებაა. ყვავის ივლისში და სექტემბრის ბოლომდე დაგიმშვენებთ ეზოს.

კალენდულა

ლამაზი და სასარგებლო. მის სამკურნალო თვისებებზე აღარაფერს ვიტყვით, ეს ისედაც ყველამ კარგად იცის. ყვავის უფრო ზაფხულის ბოლოსკენ.

პეტუნია

ამ ულამაზეს ყვავილს მებაღეები 200 წელზე მეტია ახარებენ. მისი მრავალი სახეობა არსებობს.

ნიგელა

ბევრ ქვეყანაში მას სარეველად მიიჩნევენ, თუმცა ასე არ არის. ეს ულამაზესი მცენარე ნამდვილად გაალამაზებს თქვენს ბაღს. სხვათა შორის, მისი თესლი იჭმევა კიდეც. აღმოსავლურ სამზარეულოში მას ცხობის დროს და სალათებში ხმარობენ.

კომენტარები

does augmentin conti 2025-05-07 11:30
com 20 E2 AD 90 20La 20Viagra 20Aumenta 20La 20Presion 20Arterial 20 20Viagra 20In 20Tanzania viagra in tanzania Seoul s Ministry of Unification said the two sub committee meetings will focus on enhancing communications and travel, as well as rights governing South Koreans who stay in the North for extended periods of time aumegtin

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები