ბუნების, მცენარეების სიყვარულმა ეკონომისტ ნატალია ღოღონაძეს ბავშვობიდან გაუჩინა სურვილი, ულამაზესი ბაღი გაეშენებინა. შემდეგ ეს ჩანაფიქრი, ოცნება რეალობად აქცია: დიდ დიღომში ნამდვილი ბაღნარი გააშენა და ოჯახისთვის სასიამოვნო დასასვენებელი მოაწყო. თუმცა, მოგეხსენებათ, მარტივად ვერასდროს მიიღებ იმ სილამაზეს, რაც შემდეგ დიდ სიამოვნებას განიჭებს.
- პროფესიით ეკონომისტი ვარ, თუმცა ამჟამად დიასახლისი გახლავართ. ვარ მეუღლე, დედა და ბებია. გატაცებული ვარ ყვავილების მოვლა-მოშენებით. ჩემი ბაღი მდებარეობს დიდ დიღომში და დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. სანამ ჩემი ბაღი ამ ეტაპამდე მოვიდოდა, ძალიან დიდი შრომა დასჭირდა. ბაღში არის
300 ძირი ვარდი, აგრეთვე მარადმწვანე მცენარეები და სხვადასხვა ყვავილი.
- რამდენი წლის შედეგია ის, რასაც ახლა ვხედავთ?
- ლამაზი ბაღის გაშენებაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ოცნება ზრდასრულ ასაკში ავისრულე. ბაღი დაახლოებით 5-6 წლისაა.
- ვინმე გეხმარებოდათ, თუ მარტომ გაართვით თავი?
- თავიდან მარტომ დავიწყე გაშენება, რადგან არ ვგეგმავდი ამდენი სახეობის მცენარის დარგვას, გახარებას. ყოველ წელს იზრდება და მრავალფეროვანი ხდება ჩემი ბაღი. სანერგეებს შემოაქვთ სულ ახალი ჯიშები და ამხელა მასშტაბის მოვლა უკვე მიჭირს, ამიტომ მეუღლეც მეხმარება, როცა დრო აქვს. მეუღლე ძალიან დაკავებულია, მაგრამ როგორც დროს გამონახავს, ჩემ გვერდით შრომობს და ეს შრომა მასაც სიამოვნებას ანიჭებს.
- ბაღის გაშენება უფრო შრომატევადი და რთულია, თუ მისთვის სილამაზის და პეწის შენარჩუნება?
- ბაღის გაშენება ბევრად უფრო იოლია, ვიდრე შენარჩუნება და მოვლა-პატრონობა. ბაღს სჭირდება გასხვლა, შეწამვლა, კვება, სარეველებისგან გასუფთავება. თითოეულ მცენარესთან დღეში რამდენჯერმე მივდივარ, ვეფერები, ველაპარაკები. თან ვხუმრობ, აბა რა გიჭირთ, ჩემო საყვარლებო? თქვენი ექიმი მოვიდა!
- ძალიან მრავალეფროვანია თქვენი ბაღი. უამრავი მცენარეა და ალბათ სარეველაც გამოერევა ხოლმე. როგორ ებრძვით მათ?
- სარეველებთან საბრძოლველად ყველაზე უკეთესი იარაღია ჩვენი მამ-პაპური, დალოცვილი თოხი. კიდევ კარგია მულჩი. გაზონის ბალახით ვმულჩავ და სარეველების ამოსვლას ხელს უშლის.
- მავნებლების წინააღმდეგ რა საშუალებებს იყენებთ?
- ძალიან ვცდილობ, მავნებლების წინააღმდეგ გამოვიყენო ბიო საშუალებები, რადგან ბაღში ჩემი შვილიშვილები დარბიან, თამაშობენ. თუმცა, როცა ბიო უძლურია, ქიმიურის გამოყენებაც მიწევს. ჭრაქს და ნაცარს ვერ მოვერიე და მომიწია ქიმიურით შეწამვლა.
- ზაფხულის პერიოდში რა სამუშაოებია ბაღში და ყოველდღიურად სჭირდება თუ არა მცენარეებს მოვლა?
- ზაფხულის პერიოდშიც და მთელი სეზონის განმავლობაში მცენარეებს სჭირდებათ მორწყვა, სარეველებისგან გაწმენდა, დაავადების შემთხვევაში შეწამვლა. თუ გვინდა, რომ ჩვენი ბაღი გამოიყურებოდეს ლამაზად, გვატკბობდეს ჩვენც და ჩვენ ირგვლივ მყოფებსაც, თითქმის ყოველდღიურ მზრუნველობას მოითხოვს. ჩემი მცენარეები გრძნობენ ჩემს სიყვარულს და დიდი სიყვარულითვე მპასუხობენ.
მერი ბლიაძე

კომენტარები