ცნობილ მომღერალ ფრიდონ კიკილაშვილს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში, საკუთარ სახლში, არც მეტი არც ნაკლები, სამოთხის ბაღი აქვს გაშენებული. ხელოვნურ ტბასთან წყალმცენარეები ხარობს, მის გარშემო კი ულამაზესი და უამრავი ჯიშის ყვავილებისგან ცოცხალი ბუკეტები აქვს შექმნილი. ბატონმა ფრიდონმა ჯერ ბაღი დაგვათვალიერებინა, შემდეგ ჩვენს კითხვებზე გვიპასუხა, მოგვიანებით კი იქვე მოწყობილ ღია ფარდულში შეგვიყვანა, ბუხარში მწვადები ააშიშხინა და საკუთარი ხელით მომზადებული კერძებით გაგვიმასპინძლდა. ყვავილების სურნელში შეზავებული კახური მწვადი, ალაზნის ველზე მოწეული ყურძნისგან დაყენებული ღვინო, შოთის პური და ყველი
და ქიზიყური ფოლკლორი მადლიანად ერწყმოდა ერთმანეთს და გულს ესალბუნებოდა.
ფრიდონ კიკილაშვილი:
- სამშობიაროში არ დავბადებულვარ, ამ სახლის მეორე სართულზე დავიბადე და ბუნებრივია, ძალიან მიყვარს. სკოლა ჯუგაანში დავამთავრე. შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. პირველი კურსიდანვე გავხდი დიდი კაპელას წევრი. აქედან დაიწყო ჩემი მუსიკალური კარიერა. მერე სხვადასხვა ანსამბლში ვმღეროდი, თუმცა სოფელში ჩამოსასვლელად მაინც ვნახულობდი დროს. ხალხური სიმღერის შემდეგ, ესტრადაზეც ვცადე ბედი და იქაც წარმატებას მივაღწიე. ჰამლეტ გონაშვილი უმცროს მეგობრად მთვლიდა, ბევრჯერ გვიმღერია ერთად. გასტროლებით შემოვლილი მაქვს უამრავი ქვეყანა და მოწესრიგებული ეზოები და ბაღები ყველგან მხიბლავდა. თუმცა მცენარეები უფრო ადრიდან შევიყვარე. დედას რევმატიზმი ჰქონდა და გურჯაანის ბალნეოლოგიურ კლინიკაში - ახტალაზე მკურნალობდა. ამ კლინიკის ეზოში ულამაზეს ბაღDში პალმებმა გამაოცა. მას შემდეგ ოცნებად მექცა თავად გამეშენებინა ზღაპრული ეზო და როგორც ხედავთ, გვიან, მაგრამ სურვილი მაინც ავისრულე.
- ამ ბაღის ავტორი მხოლოდ თქვენ ხართ?
- ამ ბაღის ავტორად მაინც დედას მივიჩნევ, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. დედა დილით, 5 საათზე იწყებდა ყვავილების მოვლას. ქიზიყში მუდმივად იყო წყლის პრობლემა. დედას სოფლის წყაროდან ვედროებით, ბალონებით მოჰქონდა წყალი და ყვავილებს იმით რწყავდა. მერე სოფელში ჭაბურღილები გააკეთეს და ცოტა გამოსწორდა მდგომარეობა. ჩემს ბაღში ამჟამად უამრავი ყვავილი ხარობს, თუმცა აქამდე რომ მომეყვანა, წლები დამჭირდა.
ულამაზესი ბამბუკის ხეები ძალიან უხდება ბაღს. არადა, ერთი პატარა ბამბუკის ნერგი წლების წინ დავრგე. მერე ისე გამრავლდა, მეზობლის ბაღშიც გადავიდა. ბამბუკის ფესვი მიწაში იტოტება და შორს გადის, სადაც არ ელოდები, შეიძლება მოულოდნელად ამოყოს თავი. სტუდენტობის დროს ჩამოვიტანე და დავრგე პალმა, რომლის სიმაღლეც უკვე 10 მეტრამდეა.
ბაღის გასაშენებლად დიდი ტერიტორია არ მქონდა, ამიტომ მცენარეებს ერთმანეთთან ახლოს ვრგავდი. თუ დააკვირდებით ბაღს, არცერთი კუთხე ერთმანეთს არ ჰგავს. ბაღის სახელობითი კუთხეებიც მაქვს. სახლის ფანჯრის მიმდებარე ნაწილს "კორონა" ჰქვია. დედა რომ გარდაიცვალა, კორონავირუსი მძვინვარებდა. დედის არყოფნით გამოწვეული სტრესი და ვირუსის გამო კარჩაკეტილობა მიწასთან ურთიერთობამ ადვილად გადამატანინა. ამიტომ, ბაღის ამ ნაწილს ვირუსის სახელი "კორონა კუთხე" დავარქვი. საკუთარი ხელით ამოვაშენე პემზის ქვით, მიწა ჩავყარე და მცენარეები ჩავრგე. ბაღში მცენარეების გამოცვლა ხშირად რომ არ დამჭირდეს, ვცდილობ, ისეთი მცენარეები გავახარო, რომლებიც ქიზიყის კლიმატს ეგუებიან, ცხელ ჰავას ადვილად იტანს, ზამთარს ღია გრუნტში კარგად უძლებს. ერთწლიან ყვავილებს კი მათ შორის ვრგავ და ბაღის სიცოცხლეს, სიხასხასესა და სიმშვენიერეს ასე ვინარჩუნებ. ია ფარულავასთან ვმეგობრობ. კიბის ქვეშ, მისი პატივისცემის მიზნით ასო "ი" "დავხატე" და ლამაზი ყვავილები დავრგე. როცა ყველა მცენარე აყვავდა, ია მესტუმრა და "თავისი კუთხით" ძალიან მოიხიბლა. ჩემს ბაღში, საქართველოსთვის დამახასიათებელი თითქმის ყველა ენდემური მცენარე ხარობს, ფინიკის პალმის გარდა. ისე მომეძალა ფლორის სიყვარული, ლანდშაფტის დიზაინის შესწავლაც კი დავიწყე. განაგრძეთ კითხვა