ძალიან კარგი იდეები აგარაკის მოსაწყობად

აგარაკის საკუთარი ხელით მოწყობა საკმაოდ აზარტული პროცესია. შეზღუდული ბიუჯეტის თუ გაქვთ, მაინც რეალურია თქვენი აგარაკის სამოთხედ გადაქცევა. ახალ-ახალი იდეებით ჩვენ დაგეხმარებით. 


1. ფერადი ცეცხლი
აგარაკი ცეცხლის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა ცეცხლის დანთების პროცესი ხშირ შემთხვევაში გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენ კი გირჩევთ აი, ასეთი კოცონის გაკეთებას, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა და ამავე დროს ძალიან პრაქტიკული და მოსახერხებელი, რომ აღარაფერი ვთქვათ მის ვიზუალურ მხარეზე.



2. მოსასვენებელი ადგილი
შუა გაზონზე ან სადმე ხის ქვეშ მდგარი სკამი შესაძლოა სულაც არ იყოს მოსახერხებელი დასასვენებლად. მიდგით სკამი ზურგით ღობესთან,

აქეთ-იქიდან დაურგეთ ხეები ან ბუჩქები, ასე მოსასვენებელი ადგილი ბევრად მყუდრო იქნება.



3. სამზარეულოდან აგარაკზე
მაგიდა, რომელზეც ყავისა და ტკბილეულის ნაცვლად ქოთნის ყვავილებია განლაგებული, ძალიან ლამაზი სანახავია.



4. ფუნქციონალური და ლამაზი ღობე
არასწორად შერჩეულმა ღობემ შესაძლოა მთელი აგარაკის იერსახე დაამახინჯოს. ჩვენ კი გეტყვით, რომ შესაძლოა ღობე იყოს ლამაზი და ამავე დროს ფუნქციონალურად დატვირთული, თუ მას სათავსოდაც გამოვიყენებთ. ეს ნამდვილად ორიგინალური გადაწყვეტილებ იქნება.



5. იმისათვის რომ ბავშვებმა აგარაკზე თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ, საჭიროა მათ საკუთარი სათამაშო ზონა შევუქმნათ. აგარაკზე ბავშვს ლამაზად გაუფორმეთ ეს კონკრეტული ზონა, ქვიშითა და მცენარეებით მოუწყვეთ და თქვენი შვილის დადებით ემოციებს ვეღარაფერი დაემუქრება.



6. შესასვლელი ზღაპარში
ჭიშკარი არის ის მთავარი ფაქტორი, რომლის მეშვეობითაც გვექმნება პირველი შთაბეჭდილება. ზღაპრული ჭიშკრისთვის დაგჭირდებათ ხის კარი და ბევრი ქვა.ამ ნატურალური პროდუქტის ტანდემი ყოველთვის საინტერესოდ და ეფექტურად გამოიყურება.



7. მორჯულებული სტიქია
წარმოგიდგენიათ აგარაკი მწვადის გარეშე? ამ კერის მოსამზადებლად გირჩევთ გააკეთოთ სპეციალური ჩაღრმავებული ადგილი, გააფორმოთ ის ქვებით და გექნებათ მშვენიერი მწვადის შესაწვავი.



8. მინიატურული ბაღი
მინიატურული ლანდშაფტების შექმნის იაპონური ხელოვნება მრავალი საუკუნის წინ გაჩნდა. ხელოვნების ეს სფერო დღესდღეობითაც ძალიან ფასობს. ის ადამიანზე ძალიან დადებითად მოქმედებს. ასეთი ნიმუშის შექმნა რთული სულაც არ არის, ძირითადად და მთავარი ამ შემთხვევაში ჭურჭელია, ნიადაგი, პატარა ზომის მცენარეები და საოცრებაც მზად არის. მისი დადგმა ვერანდაზე ან ნებისმიერ სხვა ადგილზე არის შესაძლებელი.



9. თუ ნაკადული არ გაქვთ
თეთრი გედი ხისგან არის დამზადებული, წყლის ეფექტს კი ეს ლურჯი ყვავილები იძლევა. გედის დამზადება ასევე შეიძლება ძველი საბურავებით და ბევრი სხვა რამით.



10. მრავალდონიანი ყვავილების კომპოზიცია
ეს გახლავთ ერთ სივრცეში მოთავსებული სხვადასხვა ფორმისა და ზომის ყვავილების ქოთნები. მართლაც მშვენიერი სანახავია.



11. ჩიტების ჭიკჭიკი
ჩიტების ჭიკჭიკი ადამიანზე ძალიან დადებითად მოქმედებს.ფრინველების მოსაზიდად კი აი, ასეთი საკენკების გაკეთებაა შესაძლებელი.



12. სიმეტრიული ნათესები
როგორც წესი, ნარგავები ქაოსურად გამოიყურება. ჩვენ კი აი, ასეთ ვერსიას გთავაზობთ.



13. ქვები და ყვავილები
დაალაგეთ ქვები ერთმანეთთან ახლო, შუა ადგილებში კი ყვავილები დათესეთ. აი, შედეგიც მშვენიერია.



14. ორიგინალური გაზონი
თუ მთელი აგარაკის გადამწვანება არ გნებავთ, გაზონი ასეთი ფორმით შეგიძლიათ დააგოთ.



15. მხიარული საქანელა
ჩვეულებრივი პალეტებისგან კი აი, ასეთი ლამაზი საქანელას გაკეთებაა შესაძლებელი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები