103 წლის მებაღე ქალბატონის საოცარი სასახლე, ბაღები და უჩვეულო სიყვარულის ამბავი - ის ჟაკლინ კენედის ბაღის დიზაინერი და ვერსალის ბაღის რესტავრატორი იყო

რეიჩელ (ბანი) მელონი ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალბატონი იყო, რომელმაც 103 წელი იცოცხლა (1910-2014 წწ), ლანდშაფტი დიზაინერი იყო და მებაღეობით გახლდათ დაკავებული. მის ცნობილ ნამუშევრებს შორის არის ბაღი თეთრ სახლში, ჟაკლინ კენედის ბაღი, იუბერ ჟივანშის ბაღი, კენედის მუზეუმის პარკი, ვერსალის სასახლის ბაღის რესტავრაცია და ა.შ. გარდა ამისა, ქველმოქმედებაშიც ხარჯავდა დიდ ფულს. მეუღლესთან, პოლ მელონთან ერთად ვაშინგტონში ეროვნულ გალერეას 1000-ზე მეტი ნახატი გადასცა პირადი კოლექციიდან - მათ შორის იყო ვან გოგის, დეგას, პიკასოს, მონეს და სხვათა ტილოები.

მეუღლესთან - პოლთან ერთად 

რეიჩელი ცნობილი იყო
იმითაც, რომ ბაღში სპეციალური კოტიუმებით მუშაობდა, რომელთაც მისთვის ცნობილი დიზაინერი და მისი მეგობარი იუბერ ჟივანში ქმნიდა. 

რეიჩელი 1910 წელს მდიდარ ოჯახში დაიბადა. ბაბუამისი, ჯორდან ლამბერტი ანტისეპტკ ლისტერინის გამომგონებელი იყო, მამამისმა კი ამ საშუალების წარმოებაზე დააგროვა დიდი ქონება.
1932 წელს გოგონა წარმატებით გაათხოვეს და ორი შვილიც გააჩინა. მერე კი მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, რომლის დროსაც რეიჩელის ქმარი, ოფიცერი, ლონდონში გადიოდა სამსახურს. ლონდონში მათთან ერთად იმავე სახლში იყო მდგმურად კიდევ ერთი ამერიკელი ოფიცერი, ცოლით და ორი შვილით - პოლ მელონი, მილიარდერის ვაჟი და მისი ქონების ერთადერთი მემკვიდრე.
ორივე ქორწინება კრიზისს განიცდიდა და არავინ იცის, რით დასრულდებოდა ყველაფერი, რომ არა ტრაგედია პოლის ოჯახში. 1946 წელს ასთმურ შეტევას მისი ცოლი ემსხვერპლა. რეიჩელმა მაშინვე შესთავაზა მას დახმარება შვილების აღზრდაში. მერე კი ქმარს გაშორდა და 1948 წელს პოლზე იქორწინა. მის ახალ ქმარს, ბიზნესი არ აინტერესებდა, თუმცა უყვარდა ხელოვნება და ცხენებით იყო გატაცებული. ფული აძლევდათ საშუალებას, თავიანთ გატაცებებს ჩაღრმავებოდნენ. რეიჩელი თავით გადაეშვა მებაღეობაში, რომელიც ბავშვობის სიყვარული იყო. 5-6 წლისა მშობლები ბაღში ყვავილებს რგავდა და ეს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. 11 წლისას ბაბუამ აჩუქა მებაღეობაზე წიგნი და რეიჩელმა სერიოზული ბიბლიოთეკა დააგროვა ლანდშაფტის დიზაინის თემაზე, რომელიც წლების შემდეგ ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარეს.

რეიჩელისა და პოლის მამული ოაკ სპრინგში


რეიჩელის კოლექცია - ბოსტნეულის ფორმის ჭურჭელი





ოაკ სპრინგში მისი სასახლე ბაღით, ორანჟერეით და ორიგინალური ინტერიერით ხშირად მასპინძლობს ტურისტებს.

ეს კი აუზია რეიჩელისა და პოლის საზაფხულო რეზიდენციაში, ანტიგუაში


ერთ-ერთი უძვირფასესი ყელსაბამი რეიჩელის მდიდრული კოლექციიდან



სწორედ ოაკ სპრინგის მამულში გარდაიცვალა რეიჩელი 2014 წელს, შვილებითა და შვილთაშვილებით გარშემორტყმული, 103 წლის ასაკში. მანამდე პოლთან ერთად გაყიდა ნახატების და ძვირფასეულობის კოლექცია და მიღებული ფულის დიდი ნაწილი საქველმოქმედო ფონდს გადასცა.



სულ ცოტა ხნის წინ გამოიტანეს გასაყიდად მისი ერთ-ერთი სახლი, რომელიც შვილს უყიდა 400 ათას დოლარად, დაუმშვენა და ბაღიც თავად მოუწყო. Oyster Harbors 2012 წელს მილიარდერმა უილიამ კოხმა იყიდა, ახლა კი კვლავ იყიდება, ამჯერად 19,8 მლნ დოლარად.







კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები