ტერასიანი სააგარაკო სახლი, რომელიც ნებისმიერ კოტეჯს დაჩრდილავს

როდესაც ალტერნატიული სახლის მშენებლობის დროს ყველაზე პოპულარული ტენდენციებია გამოყენებული, შედეგი აუცილებლად შთამბეჭდავი დადგება. ამის დასტურია ე.წ. კონტეინერული სახლის ახალი მოდელი, სადაც სივრცე მაქსიმალურად არის ათვისებული.



ოჯახურმა კომპანიამ, რომელიც ელეგანტური და დახვეწილი სახლების მშენებლობაზეა ორიენტირებული, შეიმუშავა ახალი მოდელი. კონტეინერში ყველაფერი ისეა ორგანიზებული, რომ პატარა კონტეინერში 6 ადამიანი თავისუფლად თავსდება.

სახლი დამზადებულია სატვირთო კონტეინერისგან, სიგრძე 12,2 მ, სიგანე 2,43 მ, სიმაღლე 2,59 მ. აღსანიშნავია, რომ ამ კონტეინერზე კიდევ ერთი კონტეინერია განთავსებული - სიგრზე 6, 06მ, სიგანე 2,44 მ, სიმაღლე 2,59მ. სიგრძეთა სხვაობის
ხარჯზე ამ სახლში შესაძლებელი გახდა ტერასის მოწყობა მეორე სართულზე, სადაც მოხვედრა შესაძლებელია როგორც სახლის შიგნიდან, ისე გარედან.

სახლი ექსტერიერი სოფლის ხის სახლის სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა სურვილის შემთხვევაში შესაძლოა მეტალის კარკასის გაკეთებაც.


რაც შეეხება სახლის ინტერიერს, ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთა მასალით არის დამზადებული.

სახლში არის ყველაფერი, რაც ადამიანს შეიძლება დასჭირდეს სრულყოფილი, კომფორტული ცხოვრებისათვის, ამიტომაც გახდა ის პოპულარული.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები