ამ აგარაკის მეპატრონეებმა მიწის ნაკვეთი 15 წლის წინ შეიძინეს. ააშენეს სახლი ტერასით. დროთა განმავლობაში სახლი კარგ მდგომარეობაში იყო, თუმცა ტერასა მოძველდა, შეილახა. მეპატრონემ დასახმარებლად პროფესიონალ არქტიტექტორებს მიმართა და მათაც პრობლემა მოუგვარეს.
სახლის სახურავი იძლეოდა საშუალებას შალეს სტილი შეერჩიათ.
ტერასის ადგილას იატაკი სულ გაასწორეს და თავიდან დააგეს. დეკორად მეტლახის ფილები გამოიყენეს, შექმნეს ხალიჩის ეფექტი. იგივე ფილები გამოიყენეს კიბეების ქვეშ. დანარჩენი ნაწილი კი მარმარილოს ნატეხებით არის მოპირკეთებული. ასე რომ, იატაკი გამოვიდა ძალიან მყარი, საიმედო და შალეს სტილის შესაბამისი.
მეტლახის საფარი კი სპეციალური საშუალებით
არის დამუშავებული, რომ ექსპლუატაციის შედეგად, გარკვეული დროის შემდეგ გაჩენილი ბზარები არ გამოჩნდეს.
იმისათვის, რომ ტერასა უამინდობისგან დაეცვათ, სახლის სახურავი მონოლითური პოლიკარბონატით დაფარეს.
ტერასა გაფორმებულია მეტალის სტელაჟით. თაროები თერმულად დამუშავებული ხის არის.
განათებად ორიგინალური სანათია გამოყენებული. კედლებზე ბრებია განთავსებული. ტერასის ორი მხარე პოლიესტერის ნახევრად გამჭირვალე ფარდით არის დამშვენებული.
ავეჯი ბაღის არის, მსუბუქი და ჰაეროვანი. მასალა ალუმინია, თუმცა ხეს წააგავს.
რა თქმა უნდა, ტერასა მცენარეების გარეშე წარმოუდგენელია.