"რასაც ახლა უყურებთ, ყველაფერი ჩემი და ჩემი მეუღლის გაკეთებულია..." - ახალგაზრდა ცოლ-ქმრის აგარაკი და საკუთარი ხელით შექმნილი სავანე

"ყოველი ადამიანი უფლის მოვლინებულია და ყველას ამ ცხოვრებაში თავისი მისია აკისრია, ჩემი მისიაც, ალბათ, ის იყო, რომ აქ ამოვსულიყავი და ეს შემექმნა" - გვეუბნება პანტომიმის მსახიობი თამუნა მდივანი. ის რომ ადამიანის ხელს, უამრავი რამის შექმნა შეუძლია, ამის გასაოცარი ნიმუში ახალგაზრდა ცოლ-ქმრის აგარაკია, რომელიც თბილისთან ახლოს, ულამაზეს ადგილას მდებარეობს, რომელსაც ვეჯინს უწოდებენ. როცა მათთან ინტერვიუს ჩასაწერად მივედი, ცოტა ხანს უხმოდ ვიდექი და ვუყურებდი საოცრებას, რომელიც ადამიანებმა თავიანთი ხელით შექმნეს.


გოჩა გელაშვილი: - აქ კინოსტუდიის აგარაკებზე ნაკვეთი 1988 წელს იყი
და ჩემმა ოჯახმა და 4-სართულიანი სახლი ავაშენეთ. რადან ხელოვანების ოჯახი გვაქვს, სახელოსნოც გავაკეთეთ. 90-იან წლებში, როდესაც არეულობა დაიწყო, აქაურობა გაიძარცვა და გაპარტახდა. მერე ისე წავიდა ყოფა, ვის ეცალა აქაურობისათვის. დროთა განმავლობაში აქ ტყე გაშენდა. "კოვიდის" დროს, როცა ყველა და ყველაფერი ჩაიკეტა, მეგობარმა მითხრა, ერთი ქოხი მაქვს გაკეთებული და ის ჩადგი ნაკვეთშიო. ეს ის ქოხია, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა, რუსთაველზე ამ პატარა სახლში თოვლის ბაბუა იჯდა და ბავშვებს იღებდა. ხომ წარმოგიდგენიათ, ამ პატარა ოთახში რამდენი დადებითი ენერგიაა.

გასაოცარი ისაა, რომ ჩემი ხელით ცხოვრებაში არაფერი დამიმზადებია, და რასაც ახლა უყურებთ, ყველაფერი ჩემი და ჩემი მეუღლის გაკეთებულია. მაგალითად, თავიდან სკამი არ მქონდა და ავაწყვე, წყალი არ მქონდა და მთიდან გადმოვიყვანეთ. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები