როგორ მოვაწყოთ ტერასა, 10 საუკეთესო იდეა


ეზოიანი სახლისთვის ტერასა ძალიან კარგი ვარიანტია. ბოლო დროს ახალაშენებულ სახლებში ხშირად ითვალისწინებენ მას. ღია, დახურული, ტერასა პავილიონი, შემინული... როგორ ტერასა იქნება ყველაზე კომფორტული თქვენთვის. მშენებელ-დიზაინერი 10 ტერასის დადებით და უარყოფით მხარეებს აგვიხსნის.


1. ღია ტერასა საზღვრის გარეშე

ხის იატაკიანი სახლის გაგრძელებაა. თუმცა, შეგიძლიათ ხე ჩაანაცვლოს ფილით ან ქვით. თუ ხისას აირჩევთ. მზად უნდა იყოთ რეგულარული (წელიწადში ერთხელ) რემონტისთვის. მასზე მოქმედებს ტემპერატურისა და ამინდის ცვალებადობა.

დეკორისთვის გამოიყენეთ მინის, ხის და ბეტონის საგნები. აგრეთვე, მასიური ავეჯი, ფერადი ტექსტილი.




2. შემოზღუდული ღია ტერასა

საზაფხულო სახლის კლასიკური ნაწილია. მის დასამზადებლად საუკეთესო მასალაა დეკინკი (პოლიმერისა და ნახერხის ნაზავი). ლამაზიცაა და მოსახერხებელიც. არ ექვემდებარება ტემპერატრის ცვლილებას და არ იღუნება.

ტერასა მორთეთ სარწეველა სავარძლით, პლედებით, სანათებით.




3. გადახურული ტერასა

დეკორატიული სახურავი ვერ დაგიცავთ ქარისა და ნალექისგან. არ ქმნის ჩრდილს, მაგრამ ტრადიციული, ყველაფერ ზემოჩამოთვლილისგან გიცავთ. ტერასის გადასახურავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხე, მინა, ქსოვილი და პლასტიკატი.

გადახურულ ტერასას მოუხდება სარწეველა სკამები, რბილი დივნები. შეგიძლიათ სასადილო ზონა მოაწყოთ, - მრგვალი მაგიდითა და ვენური სკამებით.




4. მინის მიშენება

ინგლისში ასეთ მიშენებას ზამთრის ბაღს ეძახიან. მისი აშენებისას ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა უნდა გაითვალიწინოთ - განიავება. სხვა მხრივ იდეალურია, დაგიცავთ ამინდისგან, ცნობისმოყვარეებისგან.

შემინულ მიშენებაში შეგიძლიათ შემოქმედებითი იდეები განახორციელოთ. საზაფხულო სამზარეულო და საოჯახო სადილები მოაწყოთ, ყვავილები მოაშენოთ. ნებისმიერ ამინდში დატკბეთ კითხვით.




5. ტერასა სახურავზე

თანამედროვე ცხოვრებაში ამდაგვარი ტიპის ტერასებზე სულ უფრო მეტი მოთხოვნაა. თუ ტერასა გადახურვის გარეშე გსურთ, უნდა გაითვალისწინოთ 3 რამ: დაქანება, ჰიდროიზოლაციის სისტემა ნალექებისთვის და სახურავის დათბობა.

იატაკი შეგიძლიათ ნებისმიერი მატერიის იქონიოთ: ხე, ქვა, ფილა, ნატურალური გაზონიც კი. აუცილებლად გაითვალისწინეთ შემოღობვის სისტემა, რათა წვეულების დროს სტუმრები არ "დაკარგოთ".

დეკორისთვის გამოიყენეთ მინიმალური დეკორი, მეტად ბუნებრივი მცენარეები.




6. ტერასა აუზთან

თუ საკუთარ ეზოში, სახლთან აუზი გაქვთ, ტერასა აუცილებელია. ის შეიძლება იყოს მინიატიურული, დეკორატიული, მრავალფუნქციური, ბარით. დეკინგის, ქვის ან ფილის იატაკით.

დეკორისთვის გამოიყენეთ მოწნული ავეჯი, თუმცა, გახსოვდეთ, რომ მათ მზისგან სჭირდება დაცვა. აგრეთვე, მეტად ლამაზია ნებისმიერი სტილის განათება.




7. ტერასა საზაფხულო სამზარეულოთი

ორი დადებითი თვისება აქვს: ნებისმიერ ამინდში ხართ ჰაერზე და სადილის სუნი არ დგება შენობაში. აქ შეგიძლიათ მოაწყოთ ბუხარი, ბარბექიუ. ტერასის იატაკი უნდა იყოს ფილა ან ქვა, ხოლო სამზარეულოს ზონა - აგური ან ქვა.




8. ტერასა პავილიონი

მსხმოიარე მცენარეებით შემოღობილი ადგილი. ჩვენებურად ტალავერი. მისი მოწყობა-გაფორმება თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. მოაწყვეთ სასადილო ზონა - ხის მრგვალი მაგიდითა და სკამებით. ან მოსასვენებელი ზონა - რბილი ავეჯით.




9. ტერასა სახლის გარშემო

შალეს ტიპის სახლებისთვისაა დამახასიათებელი. ფუნქციურად რავალფეროვანია: ერთი მხრიდან ბარბექიუს მოაწყობთ, მეორედან - სასადილო ზონას, მესამეში ჰამაკს, საქანელებს ჩამოკიდებთ.




10. ტერასა აივანი

აივნის გაგრძელება, გადახურული სახურავით. ის შეგიძლიათ დაამზადოთ: რკინის, მინის ან ხის კონსტრუქციის, რომელიც მეტად მოუხდება თქვენს სახლს.

მოაწყვეთ დასასვენებელი ზონა, ქსოვილის ქოლგებით, რბილი ავეჯით, გააფორმეთ ქოთნის ყვავილებით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები