ნანა დათუნაშვილი დიასახლისია. პროფესიით ბიბლიოთეკარი გახლავთ. ყვავილები ბავშვობიდან უყვარდა და ადრეული ასაკიდან დაიწყო საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელება - ლამაზი და ფერად-ფერადი ყვავილების შეგროვება, გახარება. ქალბატონ ნანას დღეს ყვარლის რაიონში ულამაზესი ბაღი აქვს გაშენებული, სადაც 260 სახეობის მცენარეა თავმოყრილი. მისი თქმით, ამდენი მცენარის შეგროვება ადვილი არ იყო, თუმცა ყვავილების სიყვარულმა ეს შეაძლებინა.
- არ ვარ არც ბიოლოგი და არც ფლორისტი, ერთი დიდი ოჯახის დიასახლისი ვარ, პროფესიით ბიბლიოთეკარი გახლავართ. ბავშობიდან ძალიან მიყვარს ბუნება. ყვავილების მიმართ ინტერესი სულ მქონდა. მცენარეები მაბედნიერებს, ენერგიით მავსებს, მახალისებს მათთან
ურთიერთობა. რაღაც სხვა ემოციას იწვევენ ჩემში. როდესაც რაღაც მეწყინება, ან უხასიათოდ ვარ, პირველი რასაც ვაკეთებ, ეს არის ყვავილებთან ურთიერთობა. ზოგს ფოთოლს გავუსწორებ, ზოგს ადგილს შევუცვლი და ა.შ.
ჩემი ბაღი ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანში მდებარეობს. ტერიტორიულად ძალიან ცხელი ადგილია, ძლივს ვახერხებ მცენარეების მზისგან დაცვას. თავიდან პატარა ოთახის მოყვავილე მცენარეები მყავდა, ახლა უკვე უამრავი მცენარე მაქვს: მონსტერები, ფიკუსები, არმები და ა.შ. მინდა ყველა ჩამოვთვალო, მაგრამ მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. რაც მცენარეებს უკავშირდება, ყოველთვის ყველაფერს დიდი სიყვარულით ვაკეთებ და ეს ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენს.
- რა ეტაპები გაიარეთ? რთული იყო გზა სანამ აქამდე მოვიდოდა და ამ სახეს მიიღებდა თქვენი ბაღი?
- ძალიან დიდი შრომა ჩავდე ამ ეტაპამდე, რომ მივსულიყავი. ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ მარტივია, მაგრამ დამიჯერეთ ამდენი მცენარის მოვლა, გაშენება სირთულეებთან არის დაკავშირებული.
- რამდენი სახეობის მცენარეა თავმოყრილი თქვენს ბაღში?
- დაახლოებით 270 სახეობის მცენარე ალამაზებს ჩემს ბაღს. მაქვს როგორც ეზოს მცენარეები, ისე ქოთნის ყვავილები.
- ქოთნის მცენარეებს ზამთარში როგორ ინახავთ? ყინვებს როგორ ებრძვით?
- თითქმის ოქტომბრის ბოლომდე გარეთ მაქვს. სპეციალური სათბური არ მაქვს, რის გამოც ძალიან მიჭირს და ზამთარში ზოგი სახეობა მიფუჭდება. შემდეგ ადრე გაზაფხულზე ისევ ახლიდან ვიწყებ მათ გახარებას. სახლში სპეციალურად მაქვს გამოყოფილი ოთახი, სადაც ჩემი მცენარეები იზამთრებენ.
- ამ ყველაფერს მარტო ართმევთ თავს, თუ ოჯახის წევრებიც გეხმარებიან?
- ამ ბოლო დროს სუკულენტებით დავინტერესდი. უკვე მაქვს 15 სახეობა. რა თქმა უნდა, არ არის ადვილი ამდენი ყვავილის მოვლა. ამ ყველაფერში მეხმარება ჩემი მეუღლე. მასაც ძალიან შევაყვარე მცენარეები, ყვავილები.
- როგორ კვებავთ მცენარეებს?
- უპირატესობას ბუნებრივ საკვებს ვანიჭებ. როდესაც მცენარე ახალ ნამხრევს (გვერდიდან ამონაყარი) წამოიღებს, ვასხამ ბუნებრივ საკვებს, რომელსაც კახეთში „წუნწუხი“ ქვია. ამას ვაყენებ ორი კვირით ადრე, შემდეგ ვაზავებ წყალში და ვუსხამ ძირებში.
ჩემი დილა ყვავილებთან ურთიერთობით იწყება. ადრე ვიღვიძებ და პირველი რასაც ვაკეთებ ყვავილების მორწყვაა. ჩემს ყვავილებს ძალიან უყვართ წვიმის წყლით მორწყვა.ზოგს ძირში ვუსხამ წყალს, ზოგს მაღლიდან და ა.შ.
- ნიადაგს რა დროს და რამდენ ხანში ერთხელ უცვლით?
- ნიადაგის გამოცვლას გაზაფხულზე ვიწყებ. თითქმის ყველას ვუცვლი მიწას. ერთმანეთში ვურევ საქონლის გადამწვარ ნაკელს და მდინარის ქვიშას, ტორფს არ ვხმარობ.
- რა ურჩევთ დამწყებ მებაღეებს?
- დამწყებ მებაღეებს პირველ რიგში ყვავილების სიყვარული უნდა ჰქონდეთ. მცენარეებთან ურთიერთობა დიდ შრომასთან და მოთმინებასთან არის დაკავშირებული. არ დაიზარონ ძალისხმევა, ენერგია, იქონიონ მოთმინება და აუცილებლად ექნებათ ლამაზი ბაღი.
მერი ბლიაძე

კომენტარები