აგარაკი ყველა ადამიანის ოცნებაა, ბევრს აქვს კიდეც და დიდი სიამოვნებასაც ანიწებს, თუმცა მას სჭირდება კარგი მოვლა. ერთ-ერთი საკმაოდ სერიოზული და მნიშვნელოვანი ელემენტი აგარაკისთვის არის განათება. სწორად გაკეთებული განათება ლამაზადაც გამოიყურება და ფუნქციონალურადაც ძალიან მოსახერხებელია. განათებაზე ფიქრის დროს პირველ რიგში კარგად უნდა გაარკვიოთ, როგორი განათების გაკეთება გსურთ, რამდენად ინტენსიური იქნება იგი.
ვისაც ნათელი გარემო მოსწონს, შესაძლოა არჩევანი აი, ასეთ განათებაზე შეაჩეროს.
ეს გახლავთ მოფენილი განათება. საამისოდ გამოდგება განათების ბოძები.
ვისაც უფრო თავშეკავებული განათება იზიდავს, შეუძლია იდუმალი გარემო შექმნას და საამისოდ შეიძლება
გამოიყენოს დიოდური ნათურები და მიწის სიმაღლეზე განლაგებული პატარა ზომის სანათები. ასევე შესაძლოა დასაკიდი აქსესუარების გაკეთება, თუმცა ფრთხილად იყავით, საბოლოოდ ზედმეტად იდუმალი, საშიში გარემო არ გამოგივიდეთ.
თუ ტერიტორია იძლევა ზონებიდ დაყოფის საშუალებას, ეცადეთ თითოეული ზონა ფუნქციის მიხედვით გაანათოთ.
კომბინირებული განათების სქემა ძალიან ეფექტურად გამოიყურება.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სახლში შესასვლელი კარის და ავტოფარეხის განათება.
ძალიან ლამაზად გამოიყურება დეკორატიული განათება, რომელიც გულისხმობს ჭიშკრისა და ბილიკების განათება-გალამაზებას. ასევე ძალიან უხდება დასასვენებელ ზონას.
მიუხედავად სქემისა, განათების ძირითადი ფუნქცია ტერიტორიის სინათლით უზრუნველყოფაა.
ამ დროს კარგად უნდა დაიცვათ უსაფრთხოების ყველა ნორმა და ელექტროსადენები სათანადოდ უნდა მოათავსოთ სპეციალურ მილებში.
გირჩევთ, განათების სქემის შედგენა პროფესიონალებს მიანდოთ. შესაძლოა ზუსატდ ისეთი სქემა არ გამოვიდეს, როგორიც წარმოგედგინათ, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი უსაფრთხოებაა, გირჩევთ ზედმიწევნით მისდიოთ პროფესიონალთა რეკომენდაციებს და დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები.