ზაფხული დასვენების გარეშე წარმოუდეგენლია. აგარაკი კი ყველაზე კომფორტული ადგილია, სადაც შესაძლებელია ადამიანი თბილისის სიცხეს დაემალოს. დღეს რამდენიმე სელებრითის აგარაკს გადავავლებთ თვალს.
მსახიობი დუტა სხირტლაძე და მისი მეუღლე, დიზაინერ-იუველირი მარინა ნაცვლიშვილი ზაფხულის ცხელ დღეებს მცხეთის აგარაკზე ატარებენ ხოლმე. ეს სახლი ქალბატონ მარინას მემკვიდრეობით ბაბუისგან ერგო. შემოქმედი წყვილის სახლის ინტერიერი, ექსტერიერი, ეზო ფერადოვანი და მიმზიდველია, ცოტა იდუმალიც. ბებიის მიერ დანატოვარი ავეჯი ქალბატონმა მარინამ საკუთარი ხელით განაახლა, შეღება და ახალი სიცოცხლე აჩუქა. ამბობს, რომ თითოეულ ნივთს თავისი ისტორია აქვს და ძალიან ძვირფასია მისთვის,
ამიტომ ყველაფერს სათუთად უფრთხილდება.
მარინა:
- ფერები მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში. ეს სახლსაც ეტყობა. თითქოს ცოტა მაროკოულ სტილშია გაკეთებული. ადრე სხვანაირად იყო. არ მიყვარს ერთფეროვნება. ხშირად ვცვლი ინტერიერს, ფერებს, დეტალებს, ნივთებს. ეს დარაბებიც წელს თავიდან შევღებე. შესაძლოა, მომავალ წელსაც შევცვალო. ინტერიერის დიზაინერის მომსახურებით არასოდეს მისარგებლია. ყველაფერი ჩემი გემოვნებით არის გაკეთებული. მხოლოდ აივნებია სოფო გონგლიაშვილის მოფიქრებული და მისი დიზაინით შექმნილი. დუტაც ბოლომდე იყო ჩართული სარემონტო სამუშაოებში. ძალიან ბევრი რამ საკუთარი ხელით გააკეთა. ფაქტობრივად, ერთობლივი ძალებით გავაკეთეთ ყველაფერი. საბედნიეროდ, ჩვენი გემოვნება ემთხვევა ერთმანეთს.
იხილეთ მეტი ფოტო - დუტა სხირტლაძისა და მარინა ნაცვლიშვილის აგარაკი მცხეთაში - შემოქმედებითი სავანე
დიზაინერ ლაკო ბუკიას აგარაკი წყნეთში აქვს. ტყეში ჩაფლული სახლი, ყოფილი პარლამნეტარის, გოდერძი ბუკიას ოჯახს, უკვე აშენებულ, გარემონტებულ მდგომარეობაში შეუძენია... ცხელ სეზონზე მთელი ოჯახი ერთად სწორედ ამ სახლში იკრიბება.
ლაკო:
- დაახლოებით 10 წელია, რაც წყნეთში აგარაკი გვაქვს. როცა შევიძინეთ, თითქმის მთლიანად გაკეთებული იყო, მოწყობაზე კი უკვე დედამ იზრუნა. როგორც ჩანს, ძალიან გემოვნებიანმა ადამიანმა გააკეთა და მერე გაყიდვა მოუწია. წყნეთთან კარგი მოგონებები მაკავშირებს. ჯერ მარტო იმიტომ მიყვარს იქ ასვლა, რომ მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებით, ერთად ვცხოვრობთ, გვაქვს აუზი, ხშირად მოდიან მეგობრები, მხიარულებაა. საერთოდ, ძალიან მიყვარს ზაფხული, დათვივით ვარ, შემიძლია ზამთარში დავიძინო და ზაფხულში გავიღვიძო, შეიძლება ითქვას, ამ სეზონზე ვცოცხლდები, წყნეთიც ზაფხულთან ასოცირდება და განსაკუთრებული ემოციები მაქვს.
ნახეთ მეტი ფოტო - ცნობილი დიზაინერის თბილისური სახლი და აგარაკი წყნეთში
იმედა კახიანის დიდ ოჯახს აგარაკი მცხეთაში აქვს. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ აქ დაიზარდნენ ნინი ბადურაშვილი და მისი დები, ახლა კი ნინის ელენეც მცხეთაში ატარებს ზაფხულის დიდ ნაწილს.
ორსართულიანი სახლი, დაახლოებით 25 წლის წინ იმედა კახიანმა ააშენა, ძალიან უნდოდა მცხეთაში აგარაკი ჰქონოდა, შემთხვევით გაიგო, რომ ახალგაზრდა ოჯახი, სახლს ყიდდა, ან თბილისში ერთოთახიან ბინაში ცვლიდა და სანახავად წავიდა. ადგილზე მისულს, სახლი კი არა ქოხი დახვდა, სასწრაფოდ მოძებნა ბინა თბილისში და მცხეთის სახლის სანაცვლოდ ახალგაზრდა ოჯახს უყიდა.
ამჟამად იმ ადგილას, სადაც მაშინ ქოხი იყო 2 სართულიანი სახლი დგას, „ პირველ სართულზეა მისაღები, სასადილო, ერთი პატარა საძინებელი და სველი წერტილი... მეორე სართულზე ძირითადად საძინებლებია. პატარა სახლი გვაქვს, ირგვლივ უზარმაზარ სახლებს ვხედავ და ღმერთმა ბევრი მისცეთ. ჩვენ შედარებით დიდი ვერანდა გვაქვს და ოჯახის წევრები თუ სტუმრად მოსულები, მთელი დღე ვერანდაზე ყოფნას არჩევენ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ სახლის სიდიდე კი არ არის გადამწყვეტი, არამედ ისეთი ააშენო, რომელსაც სასიამოვნოდ გამოიყენებ! რაც საჭირო და აუცილებელია, ის უნდა გქონდეს, თორემ მარტო მეზობლის გულის გასახეთქად იფიქრო, ამით რას მიიღებ?!“
ეზო ხეხილითაა სავსე - „აქ მაინც ყველაფერი იხარებს, ნერგი თავდაყირაც რომ ჩარგო!... ეზოში უამრავი ხეხილია და ყველა ჩემი ხელით არის დარგული... ახლა მალე ბალი შემოვა, შემდეგ ატამიც... გვაქვს ბევრი და ძალიან კარგი ჯიშის კარალიოკები... ძალიან ბევრი ყვავილი გაქვს. ყვავილებს ძირითადად ჩემი მეუღლე – ფლორა და ეკა არჩევენ. უფრო მეტად ფლორა, სახელიც ისეთი აქვს, არ შეიძლება ბუნებაზე არ ზრუნავდეს... ნინიმ მოინდომა ერთი კუთხე სულ ვარდების იყოს და ვარდების ბაღი დავარქვათო. ყვავილები ეზოშიც გვაქვს და სახლშიც. ქოთნის ყვავილების ზაფხულში ეზოში გვაქვს და ზამთარში სახლში. მარანი გვაქვს და გვეწვიეთ, კარგ ღვინოს მოგართმევთ!“ - აღნიშნა ბატონმა იმედამ „შინ“-თან საუბრისას.
ნახეთ მეტი ფოტო - იმედა კახიანის მიერ შექმნილი ოაზისი: "სახლი კი არა, ქოხი იყო, ბალახიც არ ხარობდა"
მსახიობ ონისე ონიანს ამქვეყნიური სამოთხე რაჭაში, სოფელ სადმელში აქვს მოწყობილი. ძალიან უყვარს რაჭა და ცდილობს ყველა სეზონზე ცოტა ხნით მაინც ჩავიდეს, ზაფხულობით კი ნამდვილ არდადაგეგებს იწყობს.
ონისე:
- ვერ გეტყვით რომ აქ რაღაც ფეშენებელური სახლი მაქვს. ბებიას დატოვებული უძველესი სახლია, ნახევარი ხის და ნახევარი აგურის... ვიდრე ყველა შევიკრიბებით წინასწარ ჩამოვდივარ, რადგან სახლს ცოტა ხელის შევლება ყოველთვის ჭირდება... ჩვენს გემოზე ვაწყობთ. გვსურს ისეთი ინტერიერი იყოს, რომელიც სოფელსაც შეეფერება და ხელოვნებასთანაც ახლოს იყოს... ეზოში ადრე გვქონდა მარანი, სადაც არაჩვეულებრივი ხვანჭკარა იწურებოდა. იქ უამარავი რამ ინახებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში აღარავინ დარჩა აქ ღვინო რომ დაგვეწურა, ან რაღაც და ეს მარანი გაუქმდა. ახლა იქ დიდი ოთახი გვაქვს და როდესაც გარეთ ძალიან ცხელა, იქ საოცარი სიგრილეა...იმ ოთახში ვხდებით, ვსაუბრობთ, სუფრებსაც ვშლით, მოსასვენებელი ადგილიც არის... ზაფხულში მოგეხსენებათ სახლში არავინ შედის და იქ არაჩვეულებრივი ადგილია სიცხეს დაემალო. ზამთარში თუ ჩამოსვლას ვახერხებთ, სიამოვნებით მივუსხდებით ბუხარს და კარგ დროს ვატარებთ... საშუალება რომ მქონდეს აქ წელიწადის ნახევარს მაინც გავატრებდი, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დაკავებული ვარ. მაინც ვახერხებ წელიწადში სამი თვით აქ ყოფნას. ძირათადად ზაფხულში, მაგრამ ისე ვანაწილებ, რომ ცოტა ხნით გაზაფხულზეც ვიყო რაჭაში და შემოდგომაზეც. რა სჯობს იმის ყურებას, რაჭაში რომ ბუნება იღვიძებს. შემოდგომაზეც საოცარი სილამაზეა... ჩემთვის აქ ყველაზე მშვიდი ადგილია და ისეთია, ადამიანი რომ მოინატრებს, ნეტავ ახლა სადმე წავიდე და ჩემთვის მშვიდად განვმატოვდეო... მოდიხარ ქალაქის ქაოსიდან და აქ ყველაზე კარგად ისვენებ.
იხილეთ მეტი ფოტო - ონისე ონიანის ამქვეყნიური სამოთხე რაჭაში
ციცი ომანიძე

კომენტარები