ნანუკა ვეკუა აფხაზეთიდან არის. გარკვეული პერიოდი ბანკში მუშაობდა, თუმცა ახლა დიასახლისია და ოთხ ვაჟს ზრდის. ძირითადად თბილისში ცხოვრობს, მაგრამ ეს მშვენიერი ბაღი აქვს ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში, რომელსაც მამამთილთან ერთად თავადაც უვლის.
- მეუღლეც აქ მუშაობს და ამის გამო ხშირად ვართ ზუგდიდის რაიონში, სოფელ კახათში. ჩემმა მამამთილმა ზურაბ ქუხილავამ 2000 წელს დაიწყო ამ ეზოს განაშენიანება. თავიდან ხეხილით იყო დატვირთული. სახლის აშენების შემდეგ გავაშენეთ საყვავილეები. ძირითადად უვლის ჩემი მამამთილი, მე მხოლოდ ვეხმარები.
ნანუკა შვილებთან ერთად
- თავად თუ ხართ დაინტერესებული დიზაინით, მცენარეებით?
- ძალიან დაინტერესებული ვარ დიზაინით და მიყვარს მცენარეები. განსაკუთრებით მომწონს
დიზაინი, ძველი ნივთებისგან ახალი რაღაცების შექმნა, მათთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება. მცენარეები ჩემი სულის საზრდოა. ჩემს გოგოებს ვეძახი ხოლმე, რადგან თავად 4 ბიჭი მყავს (იცინის).
- რომელი მცენარეები ხარობს თქვენს ეზოში? ეზოს დეკორზეც თქვენ იზრუნეთ?
- თითქმის ყველა სახის ხილი გვაქვს, ასევე მარადმწვანე მცენარეები და ერთწლიანი ყვავილები. დეკორზე და კომპოზიციაზე მე ვიზრუნე და ჯერ კიდევ იდეების განხორციელების პროცესში ვარ.
- მოვლის განსაკუთრებული მეთოდები თუ გაქვთ?
- დღის პირველ და მეორე მონაკვეთში დაკავებული ვართ ბაღის მოვლით. განსაკუთაღებული მეთოდები არ გვაქვს. თავის დროზე ვსხლავთ, ვწამლავთ და ვუფხვიერებთ მიწას.
- ამავდროულად, მრავალშვილიანი დედა ხართ. არც ისე იოლია დროის განაწილება, როცა სახლში ოთხი ბიჭი იზრდება. როგორ ახერხებთ?
- დროის სწორი განაწილებით ვახერხებ უფრო ალბათ, მეუღლეც ძალიან მეხმარება. როცა თბილისში ვართ და უფრო აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობთ, წინა დღეს ვგეგმავ მომდევნო დღის განრიგს. სახლის საქმეებiი აუცილებლად 1-ელ საათამდე უნდა მოვასწრო. დილით ბიჭებს სკოლასა და ბაღში რომ გავაცილებ, რიტუალი მაქვს - ერთი საათი მაინც იპოდრომზე გავდივარ და დავრბივარ. სახლში ვბრუნდები ორმაგი ენერგიით.
- გიფიქრიათ ოდესმე, რომ მრავალშვილიანი დედა იქნებოდით? რა არის ყველაზე რთული ამ დროს?
- როცა დავოჯახდით, ვიცოდით, რომ 4 შვილი გვინდოდა გვყოლოდა. ადვილი ნამდვილად არ არის. ყველაზე რთული ყურადღების განაწილებაა, იმიტომ, რომ ყველაზე პატარა ამის საშუალებას არ გვაძლევს. რაც შეეხება ენერგიას, ვცდილობ ნაყოფიერად დავხარჯო. ძნელია სულ დაღლილი ადამიანის ყურება. ბედნიერება წვრილმანებშია და მეც იმ ადამიანებს მივეკუთვნები, ვინც ასე ფიქრობს და გრძნობს.
- ეზოში გეხმარებიან ბავშვები?
- კი, იღებენ მონაწილეობას. წელს გავაშენე ბოსტანი და ძირითადად იქ მეხმარებოდნენ. ეს სახალისოც იყო და ნაყოფიერიც მათთვის.

კომენტარები