"ამბობენ, სტალინის ამ საქციელმა მეორე დღეს თავად ლენინიც გააოგნაო" - როგორ მოხვდა თურქეთის მხარეს უძველესი ქართული სოფელი: შვიდკომლიანი თათალეთის ისტორია?

"ეს თურ­ქე­თის მხა­რეს დარ­ჩე­ნი­ლი სო­ფე­ლი თა­თა­ლე­თია, რო­მე­ლიც გურ­ჯის­ტა­ნის ვი­ლა­ე­თის დიდი დავთრის შედ­გე­ნის დროს ახალ­ქა­ლა­ქის ლი­ვის, ნი­ა­ლის­ყუ­რის ნა­ჰი­ე­ში შე­მა­ვა­ლი შვიდ­კომ­ლი­ა­ნი სო­ფე­ლი ყო­ფი­ლა.

თა­ვის დრო­ზე ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვილს თა­თა­ლეთ­ში ორი ეკ­ლე­სია აქვს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი... ბა­ტონ­მა კახა ას­პა­ნი­ძემ მოგ­ვა­წო­და თა­თა­ლეთ­ში მცხოვ­რე­ბი თა­ვი­სი თურ­ქი მე­გობ­რის ფა­ტიჰ აკჩა­ის მიერ გად­მოგ­ზავ­ნი­ლი თა­თა­ლე­თის ერთი ეკ­ლე­სი­ის (ეტყო­ბა მე­ო­რე ეკ­ლე­სია მთლი­ა­ნა­დაა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი) და თა­თა­ლე­თი­დან სამ­ხრე­თით, კი­ლო­მეტრ ნა­ხე­ვარ­ში მდე­ბა­რე ნა­მო­სახ­ლა­რის და ნა­ტაძ­რა­ლის ფო­ტო­ე­ბი" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პუბ­ლი­ცის­ტი, მკვლე­ვა­რი კუ­კუ­რი მეტ­რე­ვე­ლი...

უძ­ვე­ლე­სი სოფ­ლის შე­სა­ხებ კუ­კუ­რი მეტ­რე­ვე­ლი ის­ტო­რი­ულ ცნო­ბებს გვაწ­ვდის...

- პირ­ვე­ლად თა­თა­ლე­თი
მე-16 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს ოს­მა­ლე­თის სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ბა­ტო­ნე­ბის შემ­დეგ და­ი­კარ­გა. მეს­ხე­თის უამ­რა­ვი სოფ­ლის მსგავ­სად ისიც ოს­მა­ლე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. რო­დე­საც 1595 წელს ოს­მა­ლებ­მა გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდელ­თა და მო­ცუ­ლო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით მეს­ხე­თის და­პყრო­ბილ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და­სახ­ლე­ბე­ბის, სახ­ნავ-სა­თე­სი მი­წე­ბის და სხვა სა­ვარ­გუ­ლე­ბის კომ­პლექ­სუ­რი აღ­წე­რა ჩა­ა­ტა­რეს, თა­თა­ლე­თი მა­შინ შვიდ­კომ­ლი­ა­ნი სო­ფე­ლი ყო­ფი­ლა...

- ანუ ძა­ლი­ან პა­ტა­რა...

- დიახ.. გა­მოღ­მა სო­ფელ ქარ­ზა­მეთ­ში (ახლა ნა­სოფ­ლა­რია) მა­შინ 45 კომლს უცხოვ­რია. თუმ­ცა ეს პი­რო­ბი­თია, რად­გან მა­შინ­დე­ლი კომ­ლე­ბი სულ ცოტა 10-15 სუ­ლის­გან მა­ინც შედ­გე­ბო­და. ძმე­ბი, ძმა­თა შვი­ლე­ბი... ოჯა­ხე­ბით ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ. იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ერთი კომ­ლი 30-მდე სუ­ლის­გა­ნაც შედ­გე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა უნდა ჩავ­თვა­ლოთ, რომ იმ­ხა­ნად თა­თა­ლე­თი მა­ინც პა­ტა­რა, საკ­მა­ოდ დაც­ლი­ლი სო­ფე­ლი ყო­ფი­ლა.


- სო­ფე­ლი ორ­ჯერ და­ი­კარ­გა...

- არა, თა­თა­ლე­თი ორ­ჯერ კი არა, სამ­ჯერ და­ი­კარ­გა! პირ­ვე­ლად რო­გორც უკვე გი­თხა­რით მე-16 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს, სრუ­ლი­ად მეს­ხე­თის ოს­მა­ლე­თის მიერ და­პყრო­ბის შე­დე­გად...მარ­თა­ლია 1828 წელს რუ­სეთ-თურ­ქე­თის ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ან­დრი­ა­პო­ლი­სის ზა­ვით მეს­ხე­თის ნა­წი­ლი (24 სან­ჯა­ყი­დან მხო­ლოდ 10, რაც ის­ტო­რი­უ­ლი თო­რის, სამ­ცხის და ჯა­ვა­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ნა­წილს უდ­რი­და) ოს­მა­ლე­თის თით­ქმის სამ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ბა­ტო­ნო­ბის­გან გან­თა­ვი­სუფ­ლდა და რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გად­მო­ვი­და.,მაგ­რამ- თა­თა­ლე­თი მა­ინც იქით მხა­რეს დარ­ჩა. იმ დროს რუ­სეთ-თურ­ქე­თის სა­ზღვა­რი ზედ ამ სო­ფელ­ზე გა­დი­ო­და. განაგრძეთ კითხვა

კომენტარები

... 2023-09-05 12:26
ზურა ბატონო, სტალინი 1921 წელს სწორედაც რომ ძალიან გავლენი იყო. იმდენად გავლენიანი, რომ 1 წლის შემდეგმ 1922 წელს ის უკვე გახდა ცეკას გენერალური მდივანი. 1921 წელს იგი უკვე იყო წამყვანი ფიგურა სამხედრო და ეკონომიკურ საკითხებში, თან ისეთი რომ ტროცკისაც კი ჩრდილავადა უკვე. რისი გამოვლინებაც შემდეგ წლებში უკვე ნათლად მოხდა... ასე რომ სტალინს ღორი მიაკვდეს სულში, მაგას საქართველოსთვის კაი არასოდეს არაფრი არ გაუკეთებია....
ზურა 2023-08-22 23:34
სტალინს თავისი ცოდვებიც ეყოფა. მაგრამ რუსეთ-თურქეთის 1921 წლის ხელშეკრულებით საზღვრის გატარება, ნამდვილად მას არ გადაუწყვეტია. მაშინ ის ჯერ არ იყო იმ დონის ფიგურა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მიეღო. ეს ლენინის და ტროცკის საქმე იყო. ასე, რომ "ლენინის გაოგნება" მოგონილი ზღაპარია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები