ყველამ კარგად იცით რომ დაფნა მარადმწვანე ხეშეშ–ფოთლოვანი პატარა ზომის ხეა ან ბუჩქი. დაფნის გვირგვინი და ტოტი ძველთაგანვე დიდებისა და გამარჯვების სიმბოლოდ ითვლება. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ხელოვნების მფარველი ღმერთის– აპოლონის აუცილებელი "ატრიბუტი" იყო, ხოლო დაფნის ტოტი კი უკვდავების, ტრიუმფის, ბრძოლების, ათლეტურ პაექრობაში გამარჯვების სიმბოლო იყო და არის. უძველეს კოლხეთში მედეას სამკურნალო მცენარეთა ბაღის ბინადარი იყო დაფნა, რომელსაც ის მრავალი დაავადების სამკურნალოდ იყენებდა. დაფნას სიმბოლური მნიშვნელობა დღესაც არ დაუკარგავს.
გარდა ამისა, დაფნა გამოიყენება სამზარეულოში სხვადასხვა მიზნებისთვის და ასევე გააჩნია ანთებისა და
ეპილეფსიის საწინააღმდეგო და დამაწყნარებელი მოქმედება; ასუფთავებს სასუნთქ გზებს; აქვს უნარი აკონტროლოს ქოლესტერინის დონე; ამცირებს სტრესს; მკურნალობს უძილობას და არეგულირებს ჰიპერტონიას (მაღალ არტერიულ წნევას). გარდა ამ ყველაფრისა კი დაფნის ნახარში გამოიყენება თმაზე სავლებად, ხოლო დაფნის ფოთლის ღეროების ნაკვერჩხლიანი ნამწვი კი მეჭეჭების მოსაწვავად.
იმისათვის, რომ დაფნის ეს უებარი ეფექტები მოახდინოთ ორგანიზმზე, დაასხით მის ფოთლებს მდუღარე, დააყოვნეთ რამოდენიმე წუთი და შემდეგ ეს ნაყენი ან გაურიეთ საკვებში, ან პირდაპირ ნაყენის სახით მიიღეთ.
ეს ყველაფერი კეთილი, თუმცა რასაც ეხლა წარმოგიდგენთ, დაფნის ფოთლებით მკურნალობის სრულიად განსხვავებული ვერსიაა. განსაკუთრებულ ეფექტს მოახდენს თქვენს ორგანიზმზე, თუ ოთახში დაწვავთ დაფნის ფოთლებს, რამოდენიმე წუთის შემდეგ კი ისუნთქავთ მის არომატს. დაფნის ფოთლებში შემავალი ეთერზეთები, რომელთა შემადგენლობაშია ასევე პინენი და ცინეოლი, რუტინი და C ვიტამინის დიდი რაოდენობა, წვის შემდეგ გამოყოფის შედეგად ადუნებს სხეულს, ამშვიდებს გონებას და ქმნის დასასვენებელ ატმოსფეროს.
გარდა ამ საოცარი ეფექტისა, დაფნის ფოთლების ნამწვის არომატი უარყოფითად მოქმედებს ტარაკნებსა და სხვა მწერებზე, რომლებიც თქვენს სახლში ბინადრობენ, შესაბამისად მის არომატზე ისინი გაიქცევიან თქვენი ბინიდან. (რაც მთავარია ის უსაფრთხოა თოთო ბავშვებისთვის და თქვენი შინაური ცხოველებისთვის)
შენიშვნა: იმისათვის, რომ ეფექტი მაქსიმალური იყოს, დასაწვავად გამოიყენეთ არა ნედლი, არამედ დაფნის გამხმარი ფოთლები.
მარინა ვაშაძე

კომენტარები