გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ სარკის გარეშე ცხოვრება ისევე წარმოუდგენელია, როგორც, მაგალითად, ხელების გარეშე ცხოვრება. და თუ სარკე გატყდა... ეს ნამდვილი ტრაგედიაა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ახლის ყიდვა მოგიწვეთ და არცთუ იაფი დაგიჯდებათ, არამედ იმიტომ, რომ ცრურწმენების თანახმად, სარკე მისტიკური საგანია. ფენ შუისაც ძალიან სათუთი დამოკიდებულება აქვს ამ საგნის მიმართ, მკაცრად აქვს განსაზღვრული რეგლამენტით, სად შეიძლება სახლში მისი დაკიდება და სად არა.
სამი ადგილი სახლში, სადაც კატეგორიულად არ შეიძლება სარკის დაკიდება
გატეხილი სარკე ყოველთვის უბედურებასთან ასოცირდება, ერთგვარი ავისმომასწავებელია. ძველად
ადამიანები მიიჩნევდნენ, სარკე ადამიანის არა მხოლოდ სხეულსა და სახეს ირეკლავდა, არამედ მის სულსაც. სწორედ ამიტომ ეშინოდათ ასე ძალიან მისი გატეხის. ისინი მიიჩნევდნენ, რომ სარკის გატეხის დროს ენერგიის წყარო ნადგურდებოდა და სწორედ ეს იწვევდა ტრაგედიას. ნგლისში, მაგალითად, ითვლება, რომ სარკის გატეხვა ყველაზე ახლობელი ადამიანის დაკარგვის ნიშანია. ამ უბედურების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია გატეხილი სარკის ყველა ნამსხვრევის მდინარეში გადაყრა. ბრიტანელები ამ წესს დღესაც ემორჩილებიან.
ამერიკელები კი, როგორც მერკანტილური რეპუტაციის მქონე ნაციის წარმომადგენლები, მოახლოებული უბედურების თავიდან აცილებას ოქროს მეშვეობით ცდილობდნენ - სარკის გატეხის შემთხვევაში ჯიბიდან ოქროს მონეტას იღებდნენ და პირჯვარს იწერდნენ. დღესდღეობით ოქროს მონეტა აღარ არსებობს და ის ერთდოლარიანმა კუპიურამ ჩაანაცვლა.
თუ პატარა ზომის სარკე გაგიტყდათ, პრობლემა არ არის, ურნაში გადააგდებთ და მორჩა. აი, სახლში თუ გატყდა სარკე და თან დიდი, მაშინ საქმე უფრო სერიოზულად არის. ამბობენ, არაფრით არ შეიძლება გაბზარულ სარკეში ჩახედვა, ასევე სარკის ნამსხვრევებში ჩახედვა, გატეხილი სარკის ნამსხვრევების სახლში დატოვება - ის აუცილებლად უნდა გადაიყაროს და უმჯობესია არავის უთხრათ იმის შესახებ, რომ სახლში სარკე გაგიტყდათ.
გატეხილი სარკის ნამსხვრევები ისე უნდა შეაგროვოთ, რომ მასში არ ჩაიხედოთ. დიდი ზომის სარკის ნამსხვრევს, გამდინარე წყალში ავლებენ ხოლმე და ისე ყრიან ქუჩის ბუნკერში. ითვლება, რომ წყალი ჩამორეცხავს ნამსხვრევიდან უარყოფით ენერგიას.