ძველი ჩინური სწავლების, ფენ შუის მიხედვით, ამ საყოფაცხოვრებო ნივთმა ადამიანს შესაძლოა მოუტანოს როგორც სარგებელი, ისე ზიანი.
აღმოჩნდა, რომ დეკორის ამ ელემენტის შერჩევას ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ და ადგილიც შესაფერისი უნდა მოვუძებნოთ, რათა თავიდან ავიცილოთ სახლში უარყოფითი ენერგიის დაგროვება და უსიამოვნებები.
სარკის ფორმას ყველა ადამიანი საკუთარი გემოვნებით ირჩევს, თუმცა უმჯობესია სარკე იყოს ოვალური. ადგილის შერჩევის დროს გირჩევთ დაექვემდებაროთ გარკვეულ წესებს.
ადგილები, სადაც არ ღირს სარკის დაკიდება
შესასვლელი კარის და ფანჯრის მოპირდაპირედ
ექსპერტები გვირჩევენ, არ დავკიდოთ სარკე შესასვლელი კარის და ფანჯრების
მოპირდაპირედ. ამან შესაძლოა სახლიდან დადებითი ენერგიის გადინება გამოიწვიოს, სამაგიეროდ შესაძლოა შემოიტანოს სახლში უარყოფითი ენერგია და ნეგატივი.
საძინებელში
ამ ოთახში სარკის დაკიდება კატეგორიულად მიზანშეუწონელია. ითვლება, რომ მძინარე ადამიანის სარკეში არეკვლა უბედურების მომასწავებელია. ამან შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ოჯახის კეთილდღეობაზე.
თუ თვლით, რომ საძინებელში სარკე აუცილებლად გჭირდებათ, ეცადეთ კარადის კარზე დაკიდოთ, შიდა მხრიდან, ასე წესების დაცვასაც მოახერხებთ და საკუთარი სურვილის დაკმაყოფილებასაც.
ქურასთან ან მის მოპირდაპირედ
არც ქურასთან გირჩევთ სარკის დაკიდებას, რათა თქვენი ენერგია არ წაიღოს. თუ ძალიან გინდათ სარკე სამზარეულოში, დაკიდეთ ის მაგიდის პირდაპირ.
სად არის სარკის ადგილი? ცალსახად გეტყვით, რომ სარკის ადგილი შემოსასვლელშია. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ნეგატიური ენერგია, სარკე რაც შეიძლება ხშირ-ხშირად უნდა გაწმინდოთ.
რატომ არ შეიძლება სარკესთან ძილი?
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ სარკე გაგვიტყდა: "ნამსხვრევების გადაყრის რიტუალს დიდი მნიშვნელობა აქვს"