ცნობილ დიზაინერს თათა ვარდანაშვილს ბოლო რამდენიმე წელია, რიგი მიზეზების გამო შემოქმედებით ცხოვრებაში ტაიმ-აუტი აქვს აღებული. ამჯერად მასთან სამეურნე გამოცდილებასა და სოფელთან ურთიერთობაზე ვისაუბრებთ. თბილისში დაბადებულსა და გაზრდილ თათას მეურნეობის კუთხით არც ისე მცირე გამოცდილება აქვს. ჰყავს თხები, უვლის ვენახს, აყენებს ღვინოს და უზომოდ უყვარს მამაპაპისეული სოეფელი ართანა. ეს ყველაფერი კი მისი პაპა-ბებიის იქ დაწყებული საქმის გაგრძელებაა...
- არა მარტო მე ვარ თბილისში დაბადებული და გაზრდილი, დედის მხრიდან მეცხრე და მამის მხრიდან მეშვიდე თაობის თბილისელი ვარ. მიუხედავად ამისა, სოფელთან მჭიდრო კავშირი ყოველთვის
გვქონდა. არც მამის მხარე და არც დედის, თავის წარმომავლობას არ კარგავდნენ. მუდმივად ინარჩუნებდნენ მამაპაპისეულ კარ-მიდამოს და სოფელთან კავშირს. ამიტომ ზაფხულში ტრადიციულად ჯერ საგარეჯოში ჩავდიოდით, სადაც დედაჩემის დედას მამაპაპისეული კერა ჰქონდა - უძველესი რიკულებიანი სახლი. ბავშვობაში იქ საზაფხულო არდადეგების ნახევარს ვატარებდი.
15 წლის რომ ვიყავი, მამამ თელავის რაიონში, თავის სოფელ ართანაში, სადაც პაპას ძირძველი მიწა-წყალია, ძველი სახლი შეიძინა. იქ სამკვიდრო მიწა გვაქვს. სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარა. მალე ბებიას (მამის დედა) მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა, არანაირ იმედს არ გვაძლევდნენ, რომ გადარჩებოდა. 80-იანი წლები იყო და ექიმ ბებიას ასევე ექიმებმა დარჩენილი დროის გატარება, კრისტალურად სუფთა ჰაერზე ურჩიეს. მათი თქმით, რადგან სამი დღის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, გადაწყვიტა, მამაჩემს სოფელში, სუფთა ჰაერზე გადაეყვანა. იქ პაპას ნათესავები ჰყავდა. ართანა მაშინ საკმაოდ გამართული სოფელი იყო, წყალი ჰქონდა და ნორმალური საცხოვრებელი პირობები. მოკლედ, 17 წლის რომ გავხდი, იქ იყო უკვე გამართული სახლი და ბებიას ჰქონდა კარგი მეურნეობა. ის გადარჩა და იცოცხლა იმდენ ხანს, რომ დემეტრე გამაზრდევინა.
- რა ხდება ახლა ართანაში, თქვენს მამულში?
- სახლს რეაბილიტაცია ჩავუტარე, შევიძინე ჯიშიანი თხები და გადავწყვიტე, საოჯახო მეურნეობა მომეწყო. ვენახი გვაქვს და ბებიის გარდაცვალების შემდეგ მასთან კავშირი არ შეგვიწყვეტია. ვუვლით, მოგვყავს მოსავალი, ნაწილს ოჯახისთვის მოვიხმართ, ვწურავ, საერთოდ ღვინოს ყოველთვის ვაყენებდით. დანარჩენ მოსავალს ქარხანაში ვაბარებდით. იმ თანხით კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენს ვამატებდით. გვაქვს მარანი, სადაც ძირძველი ქვევრებია. მიწა 800 კვადრატული მეტრია.
- მოკლედ, თხებითაც დაინტერესდი?
- კი, მაგრამ ამჟამად ისინი ართანაში აღარ არიან. ალპური თხები, ზანური და რუსული ჯიშებია, რომლებსაც ლაქტაციის მაღალი ხარისხის აქვთ. მინდოდა და კიდევ მაქვს სურვილი, რომ მქონდეს დიდი მეურნეობა. არსებობს თხის ჯიში, წალენჯიხური, რომელიც ოდითგანვე გამორჩეულია რძით. მისი ფორმულა გამოკვლეულია და ყველაზე ახლო დგას დედის რძესთან. მოკლედ მყავს ასეთი თხა, სახელად მოლი, რომელიც წალენჯიხიდან ჩამოვიყვანე. ზანურ თხასთან მინდა, შევაჯვარო ისე, რომ არ დავკარგო რძის ხარისხი. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ინტერვიუ სრულად

კომენტარები
მორჩით რა სირცხვილია.