გულნარა რომანაძე მეღვინე ქალბატონია. პროფესიით ეკონომისტია, თუმცა 2017 წელს თბილისიდან კახეთში, სოფელ ხაშმში გადავიდა და ოჯახთან ერთად, ღვინის წარმოება დაიწყო. წარმატებული ბრენდი შექმნა, როგორც თავად გვიყვება, ბევრი რამ შეისწავლა და ახლა მისი ღვინო საერთაშორისო მასშტაბითაც აღიარებულია. ღვინის წარმოების პარალელურად, შექმნა ლიქიორები, მურაბები, სხვადასხვა სოუსი და საწებელი და მისულ სტუმრებს ესეც ძალიან მოსწონთ. გულნარა რომანაძე საკუთარი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვიყვება:
- ქობულეთში დავიბადე, ბუნება, სუფთა ჰაერი, ჯანსაღი გარემო ყოველთვის ძალიან მიყვარდა. თბილისში გავთხოვდი, თუმცა ჩემს მეუღლეს სახლი კახეთშიც ჰქონდა.
2017 წელს გადავწყვიტეთ, რომ დამატებითი შემოსავლის გზა გვენახა. ჩვენი ოჯახი ღვინოს ყოველთვის აწარმოებდა. ჩემი მეუღლის სოფელი ხაშმშია, ხაშმის საფერავი კი თავისი გემოვნური თვისებებით განთქმული და გამორჩეულია. რადგან ვენახი, სახლი, ბაზა გვქონდა იმისათვის, რომ საქმიანობა დაგვეწყო, ღვინის წარმოება გადავწყვიტეთ. თუმცა, თავდაპირველად, ბრენდად ჩამოყალიბებაზე არ ვფიქრობდით და ეს იდეა მიუწვდომლად გვეჩვენებოდა. პირველსავე წელს ისეთი კარგი ღვინო გამოვიდა, რომ წითელი ღვინის მსოფლიოს საერთაშორისო კონკურსზე ვერცხლის მედალი აიღო. ეს გახდა სტიმული, რომ კიდევ უფრო მეტ განვითარებაზე გვეფიქრა. დღემდე ძიებასა და სწავლის პროცესში ვართ. სპეციალობით ეკონომისტი ვარ, თბილისში ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი, თუმცა თავისუფალი გრაფიკი მქონდა. ორი ბიჭი მყავს, საქმის პარალელურად, ძირითადად, მათი აღზრდით ვიყავი დაკავებული. 2017 წლის შემდეგ ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად შეიცვალა. ძალიან ვნანობ, რომ ეს საქმე უფრო ადრე არ დავიწყე...
კულინარია ძალიან მიყვარს. ამიტომ, დროთა განმავლობაში, გადავწყვიტე, რომ ლიქიორები დამემატებინა. 4 სახის ლიქიორი გავაკეთე, რომლებსაც ახლა უკვე დავბრენდავთ. თუმცა, დაბრენდვის გარეშეც მომხმარებელს ძალიან მოსწონს. ასევე, დავამატე მურაბები, სოუსები, აჯიკები, ტყემლები... ყველა პროდუქტი ქიმიური დანამატების გარეშეა. მცირე რაოდენობით ვაწარმოებთ და მაღაზიებში არ შეგვაქვს. როდესაც სტუმრები მოდიან, იქვე, ადგილზე, ყიდულობენ. ასევე, გამოფენებშიც ვმონაწილეობთ.
პანდემია რომ მთავრდებოდა, ერთმა ჩემმა ახლო მეგობარმა მითხრა, რომ ესპანეთიდან სტუმრები ჰყავდა და მთხოვა, დეგუსტაციისთვის მიმეღო. ძალიან შევშინდი, ვფიქრობდი, რომ სტუმრების მისაღებად მზად არ ვიყავი. თუმცა, მაინც დავთანხმდი. უცხოელი სტუმრები აღფრთოვანებულები დარჩნენ. ჩვენთან ძალიან სახლური სიტუაციაა, არაფერია პომპეზური და განსაკუთრებით გასაოცარი - ჩათვალეთ, რომ ახლო მეგობართან მიდიხართ სტუმრად. იმ ფაქტმა, რომ პირველივე შემთხვევის დროს ასეთი კარგი გამოხმაურება და შეფასება მოგვიტანა, მოგვცა ბიძგი, მარანში სტუმრების მიღება დაგვეწყო. ჯერ დეგუსტაციისთვის მოდიოდნენ, შემდეგ უკვე ღამით დარჩენაც სურდათ, ორი ოთახი გვქონდა და შევთავაზეთ, ახლა უკვე საქორწინო ცერემონიას მართავენ და ჩვენი სივრცე ძალიან უყვართ.
სახლი სოფლის ბოლოშია, ივრის ხეობასა და უჯარმის ციხეს გაჰყურებს. ჩემი ეზოს ქვეშ სარწყავი არხი გადიოდა. წყალი ჩემი სტიქიაა და ჩემმა მეუღლემ, ჩვენი სიყვარულის ნიშნად, არხი გადახადა და ჩემი სახლის ქვეშ, ეზოში, წყალი მოჩუხჩუხებს და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. სტუმრებს ბანაობა, დასვენება, განტვირთვა შეუძლიათ. ფაქტობრივად, ხაშმში გადავსახლდი. იქ უკვე შემოდგომის ფერებია. ქობულეთი ჯერ კიდევ სიმწვანეა, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი საქმიანობისთვის მანდარინების ტურები მიმება და ახლა იქ მყავს სტუმრები.
- ღვინის ბრენდის ჩამოყალიბების ისტორიაზეც მოგვიყევით...
- ჩვენს ღვინოს ,,პონგინო ვაინ“ ჰქვია. სახელის არჩევაზე მე და ჩემმა მეუღლემ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ. ძველი ქართული სიტყვების ძიება დავიწყეთ. პონგინო სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან აღებული სიტყვაა და სადაფის ქვას ნიშნავს. სადაფის ქვა კი ჩემი და ჩემი მეუღლის სიყვარულის თილისმაა. გამოდის, რომ სიყვარულის ღვინო გვაქვს... ზუსტად ვიცოდი, რომ აუცილებლად წარმატებული იქნებოდა. იდეურად ეს ჩვენთვის იმდენად მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყო, რომ ვგრძნობდით, წარმატებას მიაღწევდა. ყველა საქმეს, რასაც დიდი სიყვარულით აკეთებ, აუცილებლად წარმატებული იქნება. ზოგჯერ, ვფიქრობთ, რომ თუ შედეგი მაშინვე არ ჩანს, საქმე წარუმატებელია. სინამდვილეში, ყველაფერს დრო სჭირდება. 2018 წელს ღვინო რომ ჩამოვასხით და უკვე რომ მინდოდა, საზოგადოებისათვის წარმედგინა, არ ვიცოდი, ეს როგორ უნდა გამეკეთებინა. შემდეგ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. წარმატება უცებ არ მოვა. ამას წლები და ბევრი შრომა სჭირდება.
- პირველ ეტაპზე, როდესაც ღვინის წარმოება დაიწყეთ, რა სირთულეები შეგხვდათ?
- ყველაზე რთული იყო ის, ჯერ საკუთარი თავი დამერწმუნებინა, რომ მე ამას შევძლებდი. როცა შენი იდეის გჯერა, რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. პირველ წელს მეღვინე გვეხმარებოდა. სახლისთვის ღვინოს ყოველთვის ვაყენებდით, მაგრამ როცა მაღალ სეგმენტზე გინდა, გახვიდე და გსურს, კიდევ უფრო მაღალი კლასის ღვინო გქონდეს, განსხვავებული მიდგომაა საჭირო. ხარისხის დაცვა დღემდე ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მაგალითად, 2021 წლის მოსავალი არ დაგვიწურია, ყურძნად გავყიდეთ იმიტომ, რომ შესაბამისი ხარისხის არ იყო და ეს ჩვენს სტანდარტს დააზიანებდა. ამ საკითხს დიდი სიფრთხილით ვეკიდებით. არ ვიცოდით ტერმინოლოგია და ბევრი რამ ვისწავლეთ - ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ვართ. როცა ვნახეთ, რომ საფერავზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, პანდემიის დროს 1 ჰექტარზე ახალი ვაზი გავაშენეთ. ესეც დიდი სირთულე იყო. პროცესში მე, ჩემი მეუღლე და ჩემი ორი შვილი ვართ ჩართულნი.
- მთლიანად საოჯახო საქმიანობაა, თუ ვინმე კიდევ გეხმარებათ?
- როგორც გითხარით, საქმეში მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი ორი შვილი ვართ ჩართულნი. ჩვენთან ერთად ჩემი მეუღლის მშობლები ცხოვრობენ. მამამთილი 89 წლისაა და დღემდე მოქმედი პროფესორია, ლექციებს კითხულობს. როდესაც სტუმრები მოდიან და ხედავენ, რომ ამ ასაკის ადამიანიც ჩვენთან ერთადაა, კიდევ უფრო მეტი პატივისცემა და სიყვარული უჩნდებათ. ერთ დღეს მხოლოდ ერთ ჯგუფს ვიღებთ. არ აქვს მნიშვნელობა, 3 კაცი იქნება, თუ უფრო მეტი. ეს კი სტუმრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე მათ მარნის ისტორიას ვუყვები და ვაცნობ, როგორ მოვედით აქამდე. აბსოლუტურად გულწრფელი ვარ და ამას აფასებენ. თავიანთ შთაბეჭდილებებს მეგობრებს, ახლობლებს უზიარებენ და შემდეგ, მათივე რეკომენდაციით, ისინიც მოდიან. ჩემი მარანი ღვინის გზამკვლევშიც მოხვდა და სტუმრებს შეუძლიათ, ჩვენ შესახებ ინფორმაცია იქაც წაიკითხონ. ვმართავთ სოციალურ ქსელებს და სიახლეებს ვაქვეყნებთ.
2020 წელს 20 მეღვინე ქალბატონი გავერთიანდით. შარშან, კრაკოვში პირველი გამოფენა გვქონდა. იქიდან უკვე მეხუთე დღეს იმპორტიორი ჩამოვიდა და ღვინის გარკვეული რაოდენობა იყიდა. გასულ წელს 26 მაისი ლონდონში აღვნიშნეთ, არაჩვეულებრივი გამოფენა იყო და სამი კვირის შემდეგ ისევ მიგვიწვიეს. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ჩვენი ღვინო ინგლისში წაიღონ. ვემზადებით ამერიკაში წასასვლელად და დიდი გეგმები გვაქვს.
საქართველოში ერთგვარი სტერეოტიპია - ხშირად ამბობენ: "ქალის დაყენებული ღვინო როგორი იქნება?!“ მაგრამ, ჩვენ შევძელით, რომ ეს მოსაზრება დაგვემსხვრია. იმედია, მამაკაცები არ მიწყენენ, მაგრამ ქალებს უფრო განსხვავებული ხედვა, სხვა წარდგენა გვაქვს. გარდა ამისა, არასოდეს ვწყვეტ სწავლას, განვითარებას - თუკი სადმე რაიმე საინტერესო სემინარი, ტრენინგია აუცილებლად მივდივარ და ძალიან აქტიურად ვარ ჩართული.
- გყავთ შვილები, სხვადასხვა პროექტში ხართ ჩართული, უძღვებით საოჯახო ბიზნესს - როგორ ახერხებთ დროის გადანაწილებას?
- ჩემი ერთი შვილი უკვე მუშაობს, მეორე სტუდენტია, მაგრამ შვილებს დედა ყოველთვის სჭირდებათ. ყველაზე მეტად, რაც მაწუხებს, არის ის, რომ მათთვის ბევრი დრო აღარ მრჩება. ხაშმში უამრავი საქმე გვაქვს. როგორც კი თავისუფალი დრო მაქვს, მაშინვე მათთან გამოვრბივარ. მათაც, თავიანთ მეგობრებთან ერთად, ძალიან უყვართ ჩამოსვლა.
- ხშირად ამბობენ, რომ სოფელში შრომით ბევრი არაფერი მიიღწევა, რომ სოფლიდან ადამიანები ქალაქად გადადიან - რა შეგიძლიათ ამ ადამიანებს უთხრათ?
- ასეთ ადამიანებს მოვუწოდებ: თუ აქვთ შანსი და იმის შესაძლებლობა, რომ თავიანთ ოჯახთან ერთად სოფელში ცოტა უფრო მეტი დრო გაატარონ, ეს შანსი არ დაკარგონ. სოფელში აბსოლუტურად სხვა სითბო და სიყვარულია. მიწაზე რომ დადიხარ, ხეს რომ ეხები, ისიც კი სხვანაირია. დატკბით ბუნებით. ის სრულიად უანგაროდ ძალიან დიდ შესაძლებლობას გვაძლევს და გამოვიყენოთ. როგორც გითხარით, პანდემიის დროს არ შემეშინდა და 1 ჰექტარზე ვაზი გავაშენე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავისა და საქმის გჯეროდეს. თუკი ადამიანი მთელი გულით მოინდომებს, იშრომებს, შედეგს აუცილებლად დაინახავას. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მეღვინე გავხდებოდი. მაგრამ დავისახე მიზანი და ყველაფერი გავაკეთე, რომ წარმატებისთვის მიმეღწია.
- ახლა გაქვთ რაიმე დაბრკოლება, სირთულე, რომლის დაძლევაც გინდათ, ან ხელშეწყობას ისურვებდით?
- მცირე მეწარმეებს ხშირად ფინანსური პრობლემები აქვთ. რეკლამა რომ გააკეთო, ამას ძალიან დიდი თანხა სჭირდება. თუმცა, ჩემი რეკლამა ჩემთან მოსული სტუმარი და ხარისხიანი პროდუქციაა. ფინანსური მხარდაჭერა, სახელმწიფოსაგან ცოტა უფრო მეტი ყურადღება კარგი იქნებოდა. უცხოელები ძალიან ხშირად აღნიშნავენ, რომ აღარ სურთ პომპეზური ადგილები. მშვიდ სივრცეს ეძებენ, რომ დრო სასიამოვნოდ გაატარონ. გვაქვს ამის რესურსი, მაგრამ სტიმულის მიცემა, მხარდაჭერა, არაჩვეულებრივი იქნება. სოფლიდანაც აღარ წავლენ ადამიანები. ვიღაცისთვის თავადაც გავხდი შთაგონება. ადამიანი, რომელმაც არც ვაზის გაშენება იცოდა და არც ღვინის დაყენება. მე თუ შევძელი, ესე იგი, სხვასაც შეუძლია, იგივე გააკეთოს.

კომენტარები
მეამაყები
და ძალიან ბედნიერი ვარ რომ შენაირ ადამიანს ვიცნობ????????????