ფერადი სახლები და მილიონერების სოფელი - როგორ გამოიყურება სოფლის სახლები სხვადასხვა ქვეყანაში

ყველა ქვეყანაში განსხვავებული სოფლებია და სახლებიც ხშირად სულ არ ჰგავს ერთმანეთს. ზოგიერთ ქვეყანაში სოფლის სახლებს ხელოვნების ნიმუშიც კი შეიძლება ეწოდოს. მოდით, ვირტუალურად დავათვალიეროთ საოცარი ადგილები და სახლები.

ალბერობელო, იტალია

ეს საყვარელი თეთრი სახლები ქვისგან არის ნაშენები. მსგავსი სახლების მშენებლობა აქ საუკუნეების წინ დაიწყეს და არ იყენებდნენ არანაირ სამშენებლო მასალას. კონუსისებრი სახურავი კი სახლებს განუმეორებელ ხიბლს ანიჭებს. ეს სახლები დღესაც აქტუალურია და მასში ადამიანები ჩვეულებრივად განაგრძობენ ცხოვრებას.

ტაიჩჟუნი, ტაივანი


აქ ერთმა ადამიანმა მთელი დასახლების ცხოვრება შეცვალა. 90 წლის მხატვარმა ომის შემდგომი სახლები
ნამდვილ შედევრად აქცია. ხელისუფლებას ამ დასახლების განადგურება უნდოდა, თუმცა სოფელში 37 წლის განმავლობაში მცხოვრებმა ვეტერენმა მისი გადარჩენა გადაწყვიტა და შენობების კედლები სხვადასხვა პერსონაჟებით მოხატა. შდეგად, ამ სოფელს ყველაზე მეტი მნახველი სტუმრობს და მისი სახელიც შორს გავარდა.




ჰიტხორნი, ნიდერლანდები

ეს ადგილ ცნობილია, როგორც ჩრდილოეთ ვენეცია. აქ სულ 2600 ადამიანი ცხოვრობს. ამ ადგილს უწოდებენ სოფელს გზების გარეშე. გზების მაგივრად აქ არხები გამოიყენება, რომლებიც ტორფის მოპოვების შედეგად წარმოიქმნა. დღესდღეობით აქ არსებობს მხოლოდ საველოსიპედო ბილიკი და არანაირი ტრანსპორტი. სახლებს შენარჩუნებული აქვთ პირვანდელი სახე, ფასადის შეცვლა არ შეიძლება. ეს გასაგებიც არის, საქმე ხომ სამუზეუმო ექსპონატებთან გვაქვს.


ტბა კონლესაპი, კამბოჯა

ამ ადგილის მკვიდრნი მთელ ცხოვრებას წყალზე ატარებენ. აქ ყველა შენობა ცურავს. სახლები, სკოლები, რესტორნები მთელი წლის განმავლობაში წყალზე მიგრირებენ. ხმელეთზე მხოლოდ ერთადერთი შენობა, ბუდას ტაძარია.
მოსახლეობას არ აქვს არც პასპორტი, არც მართვის მოწმობა, არც მოქალაქეობა და სხვა საბუთები, თუმცა მათ ბედნიერებას ეს არ აფერხებს. ეს ვიეტნამელი ლტოლვილები იმითაც ბედნიერები არიან, რომ თავი დააღწიეს ომს და მშვიდად ცხოვრების საშუალებს მიეცათ. ქხმერებმა მათ თავშესაფარი იმ პირობით მისცეს, რომ ხმელეთზე არასდროს იცხოვრებდნენ.


ბიბური, დიდი ბრიტანეთი

ამ საოცარი დასახლების ფოტო გაერთიანებული სამეფოს ყველა მოქალაქის პასპორტშია დაფიქსირებული. ბიბური ხომ ინგლისის ერთ-ერთ ულამაზეს დასახლებად მიიჩნევა.


ჰერემე და უჩხისარი, თურქეთი

გამოქვაბულის ეს დასახლება კაბადოკიაში საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. ცნობილია, რომ ადამიანებმა სახლების შენება აქ ჯერ კიდევ ჩვ.წ. აღ.-მდე 1 ათასწლეულში დაიწყეს. მიწისქვეშა ქალაქები თავისი ინფრასტრუქტურით პირდაპირ კლდეებში ჩნდებოდა. აქ დღემდე ცხოვრობს ხალხი, თუმცა მათ ყოფაში ცივილიზაცია შეიჭრა. ამ ადგილის მკვიდრნი ემსახურებიან ტურისტებს, რომელთაც უნდათ გამოსცადონ გამოქვაბულში ცხოვრება და იფრინინ საჰაერო ბუშტებით.


ჰუასი, ჩინეთი


ჩინეთის ყველაზე მდიდრულმა დასახლებამ საკუთარი ცათამბჯენი ააშენა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1960 წელს სოფლის თავმჯდომარემ გადაწყვიტა საკუთარი ხალხი სიღარიბისგან ეხნსა და მთავრობისგან ტექსტილის ქარხნის აშენების უფლება მოიპოვა. გლეხებს სამუშაო გამოუჩნდათ. დღესდღეობით კი ამ დასახლებაში ხალხს ძვირად ღირებული კოტეჯები და ელიტური მანქანები ყავთ. ამ ადგილს მილიონერების სოფელს უწოდებენ. ამ დასახლებულ პუნქტს ანალოგი ნამდვილად არ აქვს.



ჰალშტატი, ავსტრია

ეს ადგილი რთულად მისადგომ კლდეებში მდებარეობს ჰალშტატის ტბასთან. აქ 1000-მდე ადამიანი ცხოვრობს. სოფელი ულამაზესია. აქ მოხვედრა მხოლოდ ნავით ან მთის ბილიკებით არის შესაძლებელი.

ალბარასინი, ესპანეთი

ამ ადგილის არწივის ბუდეს უწოდებენ, როგორც მიხვდით, სიმაღლეზე მდებარეობის გამო. სპილენძისფერ ქალაქს უზარმაზარი გალავანი აქვს შემორტყმული, რაც მას მიუწვდომელს ხდის.


ტულუმადან ვალიადოლიდამდე, მექსიკა

ამ უბრალოდ ნაშენებ სახლებს თავისი ხიბლი აქვს და ტურისტები აღფრთოვანებში მოჰყავს.

უროსი, ბოლივია და პერუ

ეს იდუმალი მაღალმთიანი სოფელი ტბა ტიტიკაკასთან არის, რომელიც განთქმულია მცურავი კუნძულებით. აქ სულ რაღაც 2000-მდე ადამიანი ბინადრობს. ეს ულამაზესი ადგილი მრავალი ტურისტის ყურადღებას იპყრობს.


ფილიპინები

ადგილი, სადაც უსაზღვრო ზღვა ჰარმონიულად ერწყმის ცას, სადაც ულამაზესი ბუნებაა. ამ სამოთხეში ადამიანებს ბედნიერებისთვის მხოლოდ მზე და სითბო სჭირდებათ. აქ არავის არსად ეჩქრება. აქ ყველა ტკბება თითოეული დღით.

კომენტარები

paris 2021-06-16 10:10
saintereso statia iyo, madloba
buxuti 2021-06-15 10:17
ძლოურდანეთმა რა დააშავა.
giorgi 2021-06-14 11:04
ინგლისი, ესპანეთი, მექსიკა და ბოლო ორი ყველაზე ლამაზია

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები