ეს მიტოვებული სახლი ჩაქვში ჩაის კულტურის სპეციალისტს, დიდგვაროვან ოჯახის შვილს ლაო ჯინ ჯაოს ეკუთვნოდა, რომელიც ჩინეთიდან იყო მოწვეული XIX ს-ის ბოლო - XX ს-ის დასაწყისიში 23 წლის ასაკში. "წესიერ ქვეყანაში აქ ჩაის მუზეუმი იქნებოდა თავისი კაფე-საჩაიეთიო" - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი სოციალურ ქსელში.
ლაო ჯინ ჯაოს პლანტაცია ფოტოებზე აღბეჭდა იმპერატორის კარის ფოტოგრაფმა სერგეი პროკუდინ-გორსკიმ. ფოტოები ამჟამად ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაშია შენახული. ჯინ ჯაოს სამართავად ჰქონდა გადაცემული რამდენიმე მამული: კაპრეშუმში – "ნაკრძალი", სალიბაურში – "სალაღობო", ჩაქვში - "საამო". საუფლისწულო მამულებში მუშაობის 10 წლის თავზე იგი მესამე
ხარისხის სტანისლავის ორდენით დააჯილდოვეს. 1911 წელს მან ბათუმის მახლობლად, ჩალთაში 1200 მანეთად 10 დესეტინა მიწა შეიძინა და საკუთარი მეურნეობა მოაწყო.
როგორც საარქივო წყაროები იუწყებიან: "ლაო ჯინ ჯაო 1893 წლის 4 ნოემბერს ჩამოსულა ბათუმში, ცხრა ჩინელ ჩაის სპეციალისტთან ერთად. თვითონ ლაო აღნიშნავს, რომ ერთი ამათგანი სამშობლოში დაბრუნებულა, მიზეზთა გამო, ხოლო დანარჩენი ბათუმში დაღუპულა მალარიით. ამ დროისათვის ლაოს ჩინეთიდან ჩამოუტანია რამდენიმე ათასი ჩაის ორიგინალური ნერგი და ასობით ფუთი ჩაის თესლი. ერთდროულად მუშაობა დაუწყია სამ მამულში და უკვე სამ წელიწადში ორასი ფუტი ჩაიც მოუწევია. ამის შემდეგ ჩქარი ტემპით წასულა საქმე წინ, თან წარმატებით, 1900 წელს პარიზის მსოფლიო გამოფენაზე ლაო ჯინ ჯაოს გამოყვანილ ჩაის ოქროს მედალი მოუპოვებია- "მსოფლიოში საუკეთესო კავკასიური კონსტანტინ პოპოვის ჩაისთვის".

კომენტარები