თინა ნაყეური-დათაშვილი უკვე 30 წელია, უანგაროდ ემსახურება ხალხური რეწვის მივიწყებული დარგების აღდგენის საქმეს. ტრადიციული რეწვითაა დაინტერესებული, ულამაზეს ფშაურ ქსოვილებს ამზადებს. როგორც თავად ამბობს, ხელსაქმე მის ოჯახს თაობებია მოსდევს. 23 წელია, რაც თავის გამოცდილებას სხვებსაც უზიარებს, რითაც ტრადიციებსაც ინარჩუნებს და ფშაური რეწვის მეთოდებსაც აღადგენს. ამ საშვილიშვილო საქმეში ქალბატონი თინას ყველაზე დიდი გულშემატკივარი და გვერდში მდგომი მისი მეუღლე, გივი დათაშვილია.
2007 წელს საკუთარი საწარმო დააარსა და რამდენიმე ქალი დაასაქმა. მათ ტრადიციული ორნამენტების ქსოვას და ფერებთან მუშაობას ასწავლის. ძაფებს ბუნებრივი საღებავებით ღებავს და
მართლაც საოცარ ფერებს იღებს.
ამის შესახებ წაიკითხავთ წიგნში "მცენარეული საღებავები ფშაურ ტრადიციულ რეწვაში", რომელიც პირველად 16 სექტემბერს წარუდგინა დაინტერესებულ ადამიანებს. ამ დღეს არაგვის ფშავში, სოფელ მაღაროსკარში ეთნო-ფოლკლორული ცენტრი "ფშაური სახლი" გახსნა, რომლის სულისჩამდგმელიც სწორედ ქალბატონი თინა გახლავთ.
- პროფესიით ინჟინერი ვარ, მაგრამ ძირითადად ტრადიციულ რეწვას მივდევ, ტრადიციული რეწვის ასოციაციის სრული წევრი ვარ. ფშავში დავიბადე და გავიზარდე. ოჯახის თითქმის ყველა წევრი ხელსაქმის ოსტატი მყავდა - დედა, ბებიები, მამიდები. რთული პირობების გამო, იქ ისე ვერ იცხოვრებდი, ხელსაქმე რომ არ გცოდნოდა. ამიტომ იცოდა იქ ყველამ ქარგვა-ქსოვა. დედამ, ქეთევან ჭამაურმა მაღაროსკარის სკოლაში ხელსაქმის პირველი სკოლა დააარსა, ძალიან კარგ ნაქარგებს აკეთებდა. თუ ვინმემ კარგად იცის ხელთათმნის ან წინდის ქსოვა, დედამ ასწავლა. იტყვიან ხოლმე, ქეთო მასწავლებელს რომ არ ესწავლებინა, ასე კარგად არ გვეცოდინებაო. არადა, ქიმია-ბიოლოგიური აქვს დამთავრებული, სკოლიდან 3 წლის წინ წამოვიდა. ამჟამად 87 წლისაა, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და ასეთი მშრომელია დღესაც.
გასაკვირი არ არის, რომ ამ საქმიანობით მეც ბავშვობიდანვე დავინტერესდი. პირველი წინდა 5 წლისამ მოვქსოვე. ძაფებს თითებზე ვიხვევდი და ვითომ ვქსოვდი. ერთხელ ბებომ მითხრა, - მოდი აქ, გოგო და დაიჭირე ეს ჩხირებიო. მართალია, ხან თვალი ჩამივარდა, ხან რაღაცას ისე ვერ ვაკეთებდი, როგორც საჭირო იყო, მაგრამ ვისწავლე. ახლა უკვე თვალდახუჭულსაც შემიძლია ქსოვა. ჩემმა ქმარ-შვილმა გადამიღო ორჯერ, როგორ ჩამეძინა და თან გამწარებული ვქსოვ. მერე შეამოწმეს და ერთი თვალიც არ მქონდა ჩავარდნილი. გული მწყდება, რომ თანდათან უფრო ნაკლები დრო მრჩება ხელსაქმისთვის, რადგან გამოყენებითი ხელოვნების სკოლაშიც ვასწავლი.
- რას აღმოაჩენენ ახალს ხელსაქმით დაინტერესებულები თქვენს წიგნში "მცენარეული საღებავები ფშაურ ტრადიციულ რეწვაში"?
- ფშავში რეწვა განვითარებული მეცხვარეობის მდიდარი ტრადიციების ნაწილია. ეს საკმაოდ გრძელი პროცესია, მატყლის გარეცხვიდან დაწყებული, მოქსოვით დამთავრებული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი კი ბუნებრივი საღებავების მიღებაა. სწორედ ეს ფერები განსაზღვრავს ფშაური ხელსაქმის ხარისხსა და სილამაზეს. უნდა ვიცოდეთ, რომ საღებავი მცენარეები გროვდება ივლისიდან ყინვების დაწყებამდე. დიდი მნიშვნელობა აქვს ნედლეულის შეგროვების, შრობისა და შენახვის ტექნოლოგიას. მცენარე ინახება 1-3 წელი, შემდეგ ფერის ინტენსივობა იკლებს. საუკეთესო შედეგი მიიღება ახალმოკრეფილი ნედლეულის შეღებვით. გრძელია იმ მცენარეების სია, რომლითაც შალი, აბრეშუმი და მატყლი იღებება. მაგალითად, ანწლი, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ხარობს, ღებავს ლურჯად და რუხად, ბროწეული - შავად, გვირილა - ღია ყვითლად, დეკა - ჟანგისფრად. ენდრო - წითლად, ვირისტერფა - ღია მწვანედ, კაკალი - ყავისფრად, ყაყაჩო - რუხად, ჭინჭარი - მწვანედ და ა.შ. ვისაც აინტერესებს, ჩემს წიგნში ნახავს ყველა რეცეპტს და ინფორმაციას, თუ რა რაოდენობით უნდა გამოვიყენოთ.
წიგნის დაწერა ფშავის, ქართული ტრადიციებისა და კულტურის სიყვარულმა განაპირობა. მთავარი მიზანი მომავალი თაობებისთვის ქართული რეწვის იმ საამაყო გამოცდილების შენარჩუნება იყო, რომელსაც ფშავი ინახავს. რეწვისა და ბუნებრივი საღებავების შესახებ მასალების მოძიება დავიწყე, ყველა უხუცესი ადამიანი მოვინახულე და რაც ახსოვდათ, ყველაფერი ჩავწერე. მამასთან, მიხეილ ნაყეურთან ერთად ხანგრძლივი ექსპერიმენტის შედეგად მივიწყებული რეცეპტები თითქმის აღვადგინე. განაგრძეთ კითხვა

კომენტარები