10 მთავარი ტრენდი 2021 წლის ინტერიერში

ეკლექტიკა
ტრენდულია ინტერიერში, ისევე, როგორც სამოსში, ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფრის ყველაფერთან შეხამება.
ტოტალური ეკლექტიკა და ფიუჟენი! ადამიანებს დღითი დღე სულ უფრო მეტად სურთ საკუთარი თავის გამოხატვა, რაშიც მათ მაქსიმალიზმი ეხმარებათ.

დადგა დრო, როცა შეიძლება ერთმანეთს შეერიოს ცუდი და კარგი გემოვნება, ძვირიანი და ბიუჯეტური ბრენდები, მიმართეთ ექსპერიმენტებს და ამით არაფერი დაშავდება. მთავარია ყველაფერს აერთიანებდეს თემა, ფერი, კონცეფცია და იდეა.

პირადი

ინტერიერი ძალიან პირად სივრცედ იქცა, განსაკუთრებით კარანტინის შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ ჩვენი სახლი მართლაც ჩენი ციხესიმაგრეა.
პირადი გემოვნების და მოთხოვნილების მიხედვით მოწყობილ
სივრცეში ცხოვრება ადამიანს ბედნიერებას ანიჭებს.

მგრძნობიარე

ყველაფერი, რაც ინტერიერში გველოდება, ჩვენს გრძნობებზეა დაფუძნებული. ჩვენ გვინდა ვხედავდეთ ლამაზ ნივთებს, ძვირფას ტექსტილს. ეს ყველაფერი ჩვენი კომფორტის ზონა და ხარისხია.

ნათელი

ახალგაზრდა თაობა ამსხვრევს სტერეოტიპებს და საკუთარ წესებს აყალიბებს. ეს წესები გახლავთ ეკონომიური, ეთიკური. მოდაში შემოდის ვეგანობა, ნატურალიზმი, ორგანული ტექსტურები.
სავარაუდოდ იკლებს მკვეთრი ფერები, აქცენტები გაკეთდება ხალიჩაზე, ფარდებზე და სხვადასხვა აქსესუარზე.

ცოცხალი

სივრცე იქნება ბუნებასთან მაქსიმალურად მიახლოებული. ამიტომ ძალიან ტრენდული იქნება მცენარეები და ბუნებრივი ნივთები.

არტი

იმისათვის, რომ ტრენდული ნათელი სივრცე ნივთების მინიმალური რაოდენობით გააჯეროთ, გამოგადგებათ არტი. ფერწერა, სხვადასხვა დიზაინის ნივთები, სკულპტურები, ვინტაჟური კოლექციაც კი.

მაღალი ტექნოლოგიები

თანამედროვე სამყაროში ყველაფერი დაპროგრამებულია, უსაფრთხოებით დაწყებული განათებით და კონდინცირებით დამთავრებული. აუცილებელი ნივთები იქნება ოჯახის კონოთეატრი, ნაგვის უტილიზაციის მოწყობილობა, ჰაერის წმენდის მექანიზმი.

კრაფტი

ტრენდული ინტერიერი აერთიანებს ღრმა აქცენტებსა და ხელნაკეთ ნივთებს, რაც სივრცეს განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ანიჭებს.

ნატურალური

თანამედროვე ინტერიერში ნებისმიერი მასალა, იქნება ეს ხე, ქვა თუ სხვა რამ დამუშავების გარეშე, ნატურალური სახით იქნება წარმოდგენილი.

ცვალებადი

პირველ რიგში ეს ზედაპირის ფერს ეხება. თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა ცოცხალი ფერის მიღების საშუალებას. ფერის არკვლით ის ყურადღებას იქცევს და ძალიან ეფექტურად გამოიყურება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები