ცნობილი გიტარისტის – ხვიჩა მაღლაკელიძის ლამაზ და ჰარმონიულ ოჯახს მალე ორი ათეული წელი შეუსრულდება... მუსიკოსი გვიამბობს თუ როგორ შეიქმნა მისი ოჯახი და რა არის დღემდე მისთვის უმთავრესი...
- ჩვენი ოჯახი სულ მალე ორ ათეულ წელს შეასრულებს. 1999 წელს გავიცანით ერთმანეთი, 2000 წელს დავქორწინდით, 2001 წელს გაჩნდა პირველი ვაჟი – ირაკლი და 2010 წელს – ილიკო... მარი რომ დავინახე, იმ წამსვე შემიყვარდა, ჯერ კიდევ სანამ ხმას ამოიღებდა. მე 20 წლის ვიყავი და მარი - 16 წლის. უკვე თავი მომქონდა ბათუმში კარგ
ტიპად. გიტარისტი გახლდით, გრძელი თმებით... ზოგი ამბობდა რა თანამედროვეაო, ზოგიც - ბიძია, პატრონი არ გყავს, წადი მაგ თმები და წვერი გაიპარსეო. ერთ-ერთ ანსამბლში ლამის ბაღიდან ვიყავი და ცოტა მოჩიტული უკვე გიტარისტი გავხდი... ერთ დღესაც ჩვენმა ხელმძღვანელობამ კასტინგი გამოაცხადა. მარი კასტინგზე რომ დავინახე, მაშინვე თვალი დავადგი... თუმცა ერთი გამოჩნდა და მყისვე გაქრა, გოგოებს გაჰყვა, კასტინგში აღარც მიუღია მონაწილეობა. წარმოიდგინეთ, ადამიანის სახელი და გვარიც არ ვიცოდი და ისე ვეძებდი ქალაქში. ვიზუალურად ძალიან მომეწონა, ახლა ხომ კარგია და მაშინ სასწაული იყო.
ბათუმი პატარა ქალაქია, მაგრამ ყველგან დავბოდიალობდით მე და ჩემი მეგობრები, იქნებ სადმეს გადავეყაროთ-მეთქი... გაყინული სკუმბრიას თავლებით ვეძებდი ყველგან და სულაც რომ ენაბლუ და ყრუ-მუნჯი ყოფილიყო, არ ვჩიოდი. შემდეგ მომაფიქრდა, რომ როგორც თბილისშია დიდი შანსი ნაცნობი რუსთაველზე ნახო, ასევე ბათუმის ბულვარიც. ამიტომაც მეგობრებს ვუთხარი საღამოს ბულვარში გაგვესეირნა. პირველ არა და მეორე მცდელობაზე კი გადავეყარე ჩემს გულის სწორს... მას ხომ საერთოდ წარმოდგენაც არ ჰქონდა მე თუ ვეძებდი, ბავშვი თავისთვის მისეირნობდა. მე კიდევ დავეტაკე და ავყვირდი, რამდენი ხანია დაგეძებთ-მეთქი. გაგიჟდა ვინ ხარ, რა გინდაო... კასტინგზე რადგან იყო მოსული, ასე თუ ისე მუსიკის ნიჭი ხომ ექნებოდა და მივახალე, ვიცი რომ ძალიან კარგად მღერი და საკუთარ სიმღერას რომ აკომპანიმენტი გაუკეთო, ისეთი თითები გაქვს, აუცილებლად გიტარა უნდა ისწავლო, შენში ტალანტს ვხედავ-მეთქი...
დავიბარე სადაც რეპეტიციებს ვმართავდით და ერთი სერიოზული გაკვეთილი მართლაც ჩავუტარე. თავიდან არაფერს ვეუბნებოდი, უბრალოდ იმით ვტკბებოდი, რომ ჩემთან დადიოდა. ერთ დღეს ვუთხარი მეც შენი სახლისკენ მოვდივარ და მიგაცილებ-თქო, გავაცილე და წამოვედი ფეხით ფიქრებში ჩაძირული... როცა მივხვდი, რომ მეტის ატანა აღარ შემეძლო, სიყვარულში გამოვუტყდი... საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დაგვირგვინდა...
- ყოველთვის პოზიტივს აფრქვევთ და შორიდან ისე ჩანს თითქოს პრობლემა არასოდეს ჰქონიათ... თუ გქონიათ ოჯახში დაბრკოლებები, თუნდაც ფინანსური?
- მის მეტი რა გვინახავს, საქორწინო ბეჭდის ლომბარდში ჩაბარებიდან დაწყებული, ვალების აღებით დამთავრებული... ამ ყველაფრის ყველაზე დიდი გამნეიტრალებელი და მკურნალი იყო ის სიყვარული, რომელიც დღემდე გვაქვს. კრიზისული პერიოდები ყოფილა, მაგრამ არასოდეს ის კითხვა არ დასმულა, დღეს რა ვჭამოთო...
"რომ გადმოვედით, ეს სახლი ბოსელს ჰგავდა..." – როგორ აქციეს "ბოსელი" კომფორტულ ბინად მაღლაკელიძეებმა
ჩემი მაცივარი ყოველთვის სავსე იყო და ამისთვის ტყავს ვიძრობდი, იმდენს ვშრომობდი. ოჯახს რომ არ მოშივებოდა, დღე და რამე ვშრომობდი... ჩემი იარაღი ის არის, რომ პრობლემას დავცინი. შუქი რომ მიდის, სიცილით ვკვდები და რომ მოდის, ვბრაზდები, რამ მოგიყვანა-თქო... ბიძინა მახარაძეს აქვს კარგი პაროდია გურულ ქალზე, მზეს რომ უყვირის, აბა, ამოი ახლა, რაღას უცდიო... ვითომ არ ამოვა მზე, ამან რომ არ უთხრას... ასე განივთებული და გამატერიალებული მაქვს მოვლენები, ხასიათები... ვიყენებ სარკაზმს, ნიჰილიზმს და ამის გამო განმივითარდა ალბათ იუმორის გრძნობა.
- როგორი ხართ შვილების მიმართ? რამდენად მარტივად გაიარეთ გარდატეხის ასაკი?
- 16 წლის არის ირაკლი და იმდენად განათლებული და წიგნიერი ბავშვია, რომ თავის თავზე ძალიან კარგად მუშაობს, თუ კი რამ ასაკობრივი პრობლემა აქვს. როგორც მოზარდებს ჩვევიათ, უცებ გაფიცხდება ხოლმე, მაგრამ მალევე გადაუვლის...
მაგალითად, ვეუბნები წინდა მომიტანე-თქო და პერანგი მოაქვს. ამ დროს შეიძლება სიტყვაზე წამოვიკიდო. მისი განათლება შველის, ანალიზს უკეთებს თავის საქციელს... ძალიან კმაყოფილიო ვარ იმ სკოლის სადაც ჩემიო შვიილები სწავლობენ. ცხრა საათიდან ექვს საათამფდე სკოლაში არიან და ფაქტიურად იქაური გარემო ზრდით მაგათ, ჩვენ აღარაფერ შუაში ვართ.
სახლში იმდენად ვიწროდ ვართ, სამი მოსწავლე რომ მოდიოდა, ფაქტიურად, კორიდორში ვიჯექი. თუმცა ჩვენი სახლი ფოტოებში და ტელევიზორში ყველას დიდი ჰგონია, რაც ჩემი მეუღლის დამსახურებაა.
მისი ფანტაზიის წყალობით, ჩვენი ოროთახიანი ბინა ოთხოთახიანად გადაკეთდა... თავიდან ბოლომდე ბრმად ვარ მინდობილი სახლის მოწყობა იქნება, ავეჯის და შპალიერის შერჩევა თუ ისიც კი, როგორი ცოცხი ვიყიდოთ... ახლაც საახალწლოდ ისე ლამაზად მორთო სახლი, რომ უცხოური ფილმების დეკორაციაში მგონია თავი. ძალიან სტუმართმოყვარეა. დღეს ძლივს გავახილე თვალი, წუხელ ჩვენს სახლში ქეიფი გვქონდა და მითხრა, ვინმე ხო მარ დავპატიჟოთ ამ დილითო. გავგიჟდი, ცოტა ხანს დამასვენე-მეთქი... დასავლეთიდან – ბათუმიდან ვართ და შავი ზღვის იოდიანი მონაბერი ჰაერი უფრო თბილებს გვხდის.
- თქვენთვის კარიერა უფრო მნიშვნელოვანია თუ ოჯახი?
- იუმორით გეტყვით, რომ კარიერაა უფრო მნიშვნელოვანი, ძლიერი ოჯახი რომ მქონდეს! კარიერა და სამსახური რომ არ მქონდეს, ოჯახის შენახვა გაჭირდება... ჩემთვის პოლიტიკა არ არსებობს! ერთნაირად ვუკრავდი გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის, მარგველაშვილის დროს... ახალ ამბებსაც იმისთვის თუ ჩავრთავ, რომ ვნახო, ხალხი რა დონეზე არის გამამაძაღლებული. თუ როგორ გადააგვარა ფულმა და ძალაუფლებამ ბევრი.... ყველამ ჩვენმი საქმე ვაკეთოთ! ვიღაცამ სოციალურ ქსელში დაწერა და ძალიან მომეწონა: ყველამ რომ თავის ეზო გამოგავოს, დედამიწა უსუფთავესი იქნებაო...
მანანა გაბრიჭიძე