მართალია, ბუხარი ზამთართან და სიცივესთან ასოცირდება, მაგრამ ინტერიერში მის არსებობას სითბოს და სიმყუდროვის შეგრძნება შემოაქვს ნებისმიერ სეზონზე. წლების განმავლობაში ბუხრის ფორმა და დიზაინი იცვლებოდა, დღესდღეობით თანამედროვე ინტერიერში სხვადასხვაგვარ ბუხარს ვხვდებით - ის შეიძლება იყოს გამჭვირვალე მინის, ქვის, აგურის, ფილებით მოპირკეთებული და ელექტრონულიც კი.
ბუხრის გაკეთება მრავალსართულიან კორპუსში იოლი საქმე ნამდვილად არ არის, თუმცა ვისაც ამის დიდი სურვილი ჰქონდა, სირთულეებს არ შეუშინდა და მაინც მოახერხა ინტერიერში ბუხრის განთავსება.
მაგალითად, ნიკო გომელაურის მეუღლეს, ნინა ჩოდრიშვილს იმდენად უნდოდა ბუხარი ჰქონოდა, რომ მილი მეორე სართულიდან
მეათემდე აიყვანა და დიზაინი გუგა კოტეტიშვილს გააკეთებინა.
ნინა ჩოდრიშვილი:
- როცა სარემონტო სამუშაოებს შევუდექით, კორპუსის მშენებლობა ჯერ დამთავრებული არ იყო, ბოლო, მეათე სართულს აშენებდნენ. ნიკოს ვუთხარი, ბუხარი მინდა-მეთქი. გაგიჟდა, მე-2 სართულზე ბუხარი როგორ უნდა გააკეთოო, გავაკეთებ-მეთქი და მართლაც შევასრუ-ლე.… ბუხრის დიზაინი გუგა კოტეტიშვილს ეკუთვნის. გუგა ნიკოს დეიდაშვილია და შეჭ-მული მყავდა რემონტის დროს (იღიმის). დღეს, ნიკო რომ ჩვენთან ყოფილიყო და გეკითხათ, ბუხარი ვინ გააკეთაო, გამოგიყვანდათ აივანზე, გაჩვენებდათ ბუხრის იმ მილს, რომელიც მე-ორე სართულიდან სახლის ბოლომდე, მეათე სართულამდე ადის და გეტყოდათ, თქვენ არ იცნობთ ნინას, გაიცანით, ეს მილი არის ნინაო (იცინის).
იხილეთ ვრცლად - სახლი, სადაც ნიკო გომელაურმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა
კორპუსი, სადაც ცნობილი მხატვრები ქეთევან მატაბელი და გია გუგუშვილი, ცხოვრობენ ვერეს ხეობას გადაჰყურებს. ხელოვანების ბინა ბოლო სართულზე მდებარეობს, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი, რომ მისაღებ ოთახში ბუხარი გაკეთებინათ. როგორც გაირკვა, ბუხარი მათი ყოფილი და ამჟამინდელი სახლებისათვის აუცილებელი ატრიბუტი ყოფილა, ოჯახის დიასახლისმა აღნიშნა, ბუხარი ძველ სახლშიც გვქონდა და აქაც აუცილებლად უნდა გაგავეკთებინაო.
გია გუგუშვილი:
- საქართველოში ბუხარი კარგად მუშაობს (იღიმის). საერთოდ, ამ ბინაში ბევრი დიზაინერული მიგნება ჩემს ერთ-ერთ სტუდენტს, გოგიტას ეკუთვნის. მათ შორის ბუხარიც, რომელიც ნიჩბისის ქვისგან არის გაკეთებული. ჩვენი სახლის ფანჯრებიდან მოჩანს ფერდობი, ბუხრის ფერი და ლანდშაფტი ერთმანეთს კარგად ერწყმის.
იმოგზაურეთ სახლში, სადაც ორი ცნობილი მხატვარი ცხოვრობს - გია გუგუშვილისა და ქეთი მატაბელის ექსკლუზიური ნივთები
ფოტოგრაფი და კოლექციონერი მირიან გუჯაბიძე ვერაზე, მაღალსართულიანი სახლის დუპლექსში ცხოვრობს, სადაც გაგიკვრდებათ და მარანიც კი აქვს მოწყობილი. რემონტი რამდენიმე წლის წინ გააკეთა. კედლებზე უმთავრესად საქართველოს ხედებია გამოფენილი. ლამაზად მოპირკეთებული ბუხარი მეორე სართულზეა განთავსებული.
ზოგადად, ფოტოხელოვანის ინტერიერში ხის მასალა ჭარბობს „ხე ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარს. პატარა რომ ვიყავი, მამაჩემთან ერთად სახერხში დავდიოდი და ნახერხით ვავსებდით ხოლმე ტომრებს, შემდეგ კი მთელი ზამთარი ამ ნახერხით ღუმელს ვანთებდით. სუნით ვარჩევ ხის ჯიშებს. ეს სურნელი ჩემთვის დღესაც ოჯახთან და სითბოსთან ასოცირდება” - აღნიშნა ბატონმა ბიძინამ.
იხილეთ ვრცლად - მარანი კორპუსის ბინაში და... საქართველოს ხედებით გალამაზებული კედლები
სოლოლაკში, გიგა ლორთქიფანიძის სახლში, რომელიც მუზუემის ფუნქციასაც ითავსებს, ამჟამად მისი მეუღლე ქეთევან კიკნაძე და და ერთი ქალიშვილი - ნინო ცხოვრობენ. როცა ნანა და მაია შვილებთან თუ შვილიშვილებთან ერთად სტუმრობენ მამისეულ სახლს, ბუხრის ანთების იდეა და სურვილიც მაშინ ჩნდება. მათ სახლში ბუხარს ცალკე ოთახი აქვს დათმობილი, სადაც უძველესი ნივთებიცაა წარმოდგენილი. სვეტებიანი ბუხრის აგიზგიზება განსაკუთრებულ სიხარულს ოჯახის პატარ წევრებს ანიჭებთ
ნანა ლორთქიფანიძე:
- ჩემი შვილიშვილები აქ როგორც კი მოვლენ, მაშინვე კითხულობენ, მწვადს შევწვავთო?! როცა ყველა ერთად ვიკრიბებით, ბუხარს ვანთებთ, დედას არ ეზარება და უსრულებს სურვილს შვილიშვილებს და შვილთაშვილებს.
იხილეთ ვრცლად - გიგა ლორთქიფანიძის სახლი, რომელიც დროში გამოგზაურებთ...
მომღერალი ნინო ძოწენიძე მუსიკოს ქმართან - გიგა კუხიანიძესთან და შვილთან ერთად ასევე კორპუსის ბინაში ცხოვრობს. მის სახლს ხელნაკეთი ავეჯი და ორიგინალური ბუხარი გამოარჩევს.
ნინო ძოწენიძე:
- ამდენი ხნის შემდეგ გვეღირსა სახლი, რისთვისაც მადლობა უფალს და გიგას. მის ყიდვაში და გერემონტებაში მე არანაირი წვლილი არ მიმიძღვის. ყიდვა, რემონტი, დიზაინი ყველაფერი გიგამ აიღო საკუთარ თავზე. მხოლოდ ბუხარია ჩემი ინიციატივით გაკეთებული. უნდა გაუქმებულიყო ეს ტიხარი, ძალიან ვთხოვე, ამ ადგილას ბუხარი გაეკეთებინა, რადგან ყოველთვის მინდოდა ბუხარი გვქონოდა. სხვათა შორის, აქ უგემრიელესი მწვადები იწვება.
იხილეთ ვრცლად - უნიკალური ხელნაკეთი ავეჯი ნინო ძოწენიძისა და გიგა კუხიანიძის სახლში - დაათვალიერეთ
ციცი ომანიძე