სიმართლე რომ გითხრათ, ერთი სული მაქვს, როდის დადგება „შინ“-ის მორიგი ნომრისთვის მზადების დრო, რომ სხვადასხვა, არაჩვეულებრივ სახლს ვესტუმრო და შემდეგ შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ. ჩემი რესპონდენტი მომღერალი ნათია დუმბაძეა, რომელსაც ირაკლი გამრეკელის ქუჩაზე მდებარე სახლში ვესტუმრეთ. სანამ დათვალიერებას დავიწყებდი, მანამდე ვიგრძენი ის სიმყუდროვე, რაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს სახლს და სხვათა შორის, მომღერალზე ის სიახლე გავიგე, რომელიც აქამდე ფართო საზოგადოებისთვის არ ყოფილა ცნობილი – ნათია ხატავს, თან არაჩვეულებრივად. მის ნამუშევრებს ფოტომასალაშიც შეხვდებით. ფერების შეხამება, გარდაქმნა, საკუთარი ხედვები არა მხოლოდ მის ნახატებში იგრძნობა, არამედ
მთლიანად სახლშიც.
ამ სახლის მოწყობაში ნათია და მისი ქმარი აქტიურად იყვნენ ჩართულები და ყველა წვრილმან დეტალს თავად აგვარებდნენ. მომღერალმა ისიც გაგვიმხილა, როგორ გადააკრა სავარძლის ნაჭერი მისაღებში განთავსებულ სკამებს, რათა ფერები არ დარღვეულიყო და როგორ გაათანამედროვა დედამთილის ნაჩუქარი ძველი, პატარა კარადა, რომელიც ფანტასტიკურად გამოიყურება.
ამჟამად მისი მეუღლე ბაჩო ბატატუნაშვილი ამერიკაშია და მომღერალს ჯერ არ გადაუწყვეტია, დარჩება ამ არაჩვეულებრივ სახლში თუ წავა ამერიკაში. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ნათია თავად გვეტყვის დანარჩენ დეტალებს მის მიერ გარდაქმნილ სახლზე.
– ვცხოვრობ კერძო სახლების უბანში, ირაკლი გამრეკელის ქუჩაზე. გათხოვების დღიდან, უკვე მეცამეტე წელია აქ ვარ, არასდროს შემიცვლია საცხოვრებელი და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. მარტივად შევეჩვიე აქაურობას, რადგან არ მიყვარს ხმაური. ადრე შარტავას ქუჩაზე ვცხოვრობდი და ყოველთვის მაწუხებდა ხმაური, რაც აქ გადმოვედი, სიჩუმე და სიმშვიდე სუფევს.
– რას ნიშნავს თქვენთვის სახლი?
– სიმშვიდეს, სიწყნარეს და ბედნიერებას. თუმცა თითქმის არასდროს ვარ სახლში.
– სახლის ერთი კუთხე, სადაც კომფორტულად გრძნობთ თავს...
– მისაღები ოთახი მიყვარს, მაგრამ ასევე მიყვარს საძინებელი, სადაც ჩემი პირადი სივრცეა და უფრო კომფორტულად ვარ. ზოგადად, ჩემი პირადი სივრცე ყველაფერში მიყვარს. ჩემი შვილების საყვარელი კუთხე კი სამზარეულოა.
– რა წვლილი მიგიძღვით ინტერიერის დაგეგმვაში?
– თითქმის ყველაფერი ჩემმა მეუღლემ, ბაჩომ გააკეთა, მაგრამ ნივთები და ავეჯი მე შევუკვეთე. განსაკუთრებით, დეკორაციების შექმნაში მივიღე მონაწილეობა, რომელიც, ძირითადად, სხვა ქვეყნებიდან მაქვს ჩამოტანილი.
– მოდის ტენდენციები გაითვალისწინეთ?
– არა, ამაში ვერ ვერკვევი, მაგრამ ჩემი საყვარელი ფერი რაც არის, ის ჭარბობს კიდეც.
– დიდ ოჯახს და წარმატებულ კარიერას ერთმანეთს როგორ ათავსებთ?
– ხელშემწყობი ადამიანების დამსახურებით. ძალიან მიყვარს სახლი, მაგრამ სერიოზული დეფიციტი მაქვს შინ ყოფნის, სულ სადღაც დავრბივარ. მეგობრების მიღებაც მიყვარს, მაგრამ მაინც ძირითადად გარეთ ვხვდებით ერთმანეთს. ხანდახან ვფიქრობ, ისე გადის ეს ცხოვრება, ხშირად ვერ ვიკრიბებით სახლში, ვერაფერს ვასწრებთ. მინდება ხოლმე სხვადასხვა კერძის მომზადება, გამოცხობა, მაგრამ ვერ ვახერხებ, სულ გადარბენები მაქვს.
– გეხერხებათ სამზარეულოში ფუსფუსი?
– კი, ვაცხობ არაჩვეულებრივ ვაშლს ქიშმიშით, დარიჩინითა და ნიგვზით, უგემრიელეს ბლინებს და მჭადებს. ამერიკაში რომ ჩავდივარ, ჩემი მეუღლე მაშინვე ბლინებს მაცხობინებს.
– ცოტა ხანს ამერიკაშიც მოგიწიათ ცხოვრებამ, სად უფრო კარგად გრძნობდით თავს, საქართველოში თუ იქ?
– საქართველოში ვარ ძალიან კარგად, იმიტომ, რომ ყველაფერი აწყობილი მაქვს, ყველა აქ მყავს – ოჯახი, მეგობრები. ამერიკაში უფრო მომხიბლა სუფთა ჰაერმა. ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთაა, უამრავი ხე და მცენარეა, ყველგან სიმწვანეა. ყველაზე ცუდ უბნებშიც კი, ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთაა, მაგრამ ჩემს გულს მაინც საქართველოში ყოფნა ურჩევნია.
– თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?
– ახლახან გადავიღე ორი კლიპი, ველოდები მეორე სიმღერის გაჰიტებას, პირველის მსგავსად. ორივე დუეტია, რეპერ მასტერთან ერთად ჩაწერილი. გაზაფხულზე ვაპირებ სოლოსიმღერის კლიპის გადაღებას, რომელიც უკვე ჩაწერილია და დიდი იმედი მაქვს, მსმენელს ისიც შეუყვარდება.
ნინი აბრამიშვილი

კომენტარები