"დიდხანს ვეძებდი ამ სახლს..." - სოფო შევარდნაძის ბინა მოსკოვში

ტელე და რადიოწამყვანი სოფიკო შევარდნაძე, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობს, თურმე ყოველთვის ოცნებობდა სასტუმროში ცხოვრებაზე. მისი ბინა ნამდვილად ჰგავს სასტუმროს და ამბობს, რომ ასეთიც უნდოდა. 
თბილისში დაბადებულმა ბავშვობა პარიზში გაატარა, უმაღლესი განათლება ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მიიღო, მცირე ხანს ბოსტონში მუშაობდა, 2006 წლიდან კი მოსკოვში დაფუძნდა. ბინაც მოსკოვში ამოარჩია, ისტორიული. სახლი, სადაც სოფიკოს აქვს აღებული ბინა, 1914 წელს არის აშენებული ცნობილი არქიტექტორის ვლადიმერ გლაზოვის მიერ, 76 კვადრატული მეტრია ფართი. 1920-იან წლებში აქ ცნობილი ლიტერატურული კლუბი ფუნქციონირებდა, სადაც რეგულარულად დადიოდნენ ბულგაკოვი, ტოლსტოი და სხვანი.

სოფიკოს

ძველი ბინიდან ფორტეპიანო დარჩა. ”რესტავრაცია გავუკეთე და დავიტოვე. ის მნიშვნელოვანი ელემენტია ჩემს მისაღებ ოთახში”, - ამბობს სოფიკო. ფორტეპიანოზე მისი ოჯახის წევრების ფოტოები აქვს მოთავსებული. "ბავშვობა საქართველოში გავატარე და ბავშვობის ნივთები იქ მაქვს. არ მიყვარს ნივთების თან ტარება. ამ ბინაში ყველაფერი ახალი ამ ფორტეპიანოს გარდა, რომელიც ძველი მობინადრეებისგან დარჩა".

ინტერიერის გაფორმება სოფიკომ ბავშვობის მეგობარს, დიზაინერსა და მხატვარს გია ჩაუშბას ანდო. ”მინდოდა, რომ ეს სივრცე მე დამსგავსებოდა, გია მე კარგად მიცნობს და ზუსტად განახორციელა ეს იდეა. მე მიყვარს ექსპერიმენტები, მალე მბეზრდება ყველაფერი და ამ ბინაშიც ბევრი ექსპერიმენტია”.

კედლებზე ქართველი მხატვრების ნამუშევრები კიდია. მაგალითად, ირაკლი სუთიძის ნახატი, რომელიც შეკვეთით არის შესრულებული.

"დიდხანს ვეძებდი ამ სახლს", - ყვებოდა სოფიკო ერთ-ერთ ინტერვიუში.

მისაღები და სამზარეულო გაერთიანებულია. დაბალი მაგიდა ჟურნალის მაგიდაცაა და სასადილოც. 

საძინებელს და საგარდერობე ოთახს ხის ტიხარი ყოფს, ვიტრაჟული ფანჯრებით. ამბობს, რომ ყველა ოთახი უყვარს, აბაზანაც კი. 




კომენტარები

ბაბაჩია 2021-08-14 14:46
რა ვქნათ იმ ქართვველებმა რომლებმაც საბყოთა კავშირიდან ბინა მოსკობში დავიდეთ, უმაღლესი დავამთავრეთ, ვმუშაობთ, ოჯახები გვაქვს,სად წავიდეთ? ჩვენ საქართველო გვიყვარს და ბევრს ვიტანთ აქ თქვენი არასწორი გამონათქვამებისგან, სოფიკოც ამ სიტუაციაშია, გინებით საქმე არ გამოსწორდება ტვინის დაყოლებაა საჭირო, გასაგებია?
გიორგი 2021-08-14 01:45
ისე მაინც სასაცილოა რომ სოფიკო, მაინც და მაინც ამ წყეულ რუსეთში ცხოვრობს. მე მას (თინა კანდელაკებისგან განსხვავებით) კარგ ადამიანად ვთვლი და სხვათაშორის კარგ წამყვანად... თუმცა მაინც რაღაცმხრივ საცოდაობაა მისთვისაც და საქართველოსთვისაც რომ ეს მაინც და მაინც რუსეთის იმპერია უნდა იყოს, ქვეყანა რომელმაც ამდენი ქართველის სისხლი დალია.
ტოტო 2021-08-11 10:57
NN-ს ანაბრები მოსახლეობას 90-იანებში ვინ შეუჭამა.სამოქალაქო ომი ვინ დაიწყო,ჯაბას და ბანდას ვინ აფინანსებდა,აფხაზეთი და სამაჩაბლო ვინ ჩააბარა,საიდან იშოვა მისმა შთამომავლობამ ასეული მილიონები ? მაგთიკომში წილის ფლობით ? 76 კვ.მერტი მაგ სახლში,მოსკოვში იცით რა ღირს.ქართველი,რომ Russia today-ში იმუშავებს და მაგით იამაყებს.ედიკას ისინი ამოთხრიან ვისი ოჯახის წევრები გააუბედურა,ციხეში აუპატიურა მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის მინისტრობის დროს,ვინც დაახვრეტინა,ვისი ოჯახების ქონებას კონფისკაცია გაუკეთა,ვისი შვილებიც სოხუმში 1 სექტემბერს ჩაიყვანა სკოლას ვიწყებთო და 27 სექტემბერს ჩააბარა.სამეგრელო გააძარცვინა ,იოსელიანს,კიტოვანს,სიგუას... რა ცოტაა...
NN 2021-08-10 23:35
ზოგი სამარცხვინო და ზოგიც სასაცილო კომენტარები - 76 კვ. ბინა იყიდა რამოდენიმე წლის წინ ამ გოგომ და ჩვენგან მოპარული ფულებითო - სასაცცილო არ არის მართლა? - არვიცი ამოთხრას ვინ და რატო უპირებს მაგრამ შევარდნაძის "კორუმპირებულობა" მაგთიკომის წილის ფლობას არ გასცდენია - კარგად დაიმახსოვრეთ ეს
ლევანი 2021-08-08 18:44
ჯესი ჯეიმსის კომენტარს ვაწერ ხელს :))

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები