ცნობილი ვილა, რომლის ოფიციალური მფლობელიც ძაღლი იყო, 29 მლნ დოლარად გაიყიდა

დიახ, ძაღლებიც არიან მდიდრები და ძაღლებიც "ყიდიან" სახლებს... დიახ, მადონას ყოფილი ვილა სწორედ გერმანულმა ნაგაზმა გიუნტერმა "გაყიდა".
 
1990-იან წლებში მადონა ფლორიდაში ცხოვრობდა, სადაც 4,9 მლნ დოლარად მშვენიერი ვილა იყიდა. მის რემონტში 700 ათას დოლარამდე ჩადო და 2000-იან წლებში წარმატებით გაყიდა. ახლა აღმოჩნდა, რომ ცნობილ ვილას კვლავ შეეცვალა მფლობელი და ახალმა მეპატრონემ 29 მლნ დოლარად შეიძინა. 

1920-იან წლებში აგებული სასახლის ფართობი 800 კვადრატული მეტრია და 5 ჰექტარი მიწა აკრავს. აქვს თავისი გასასვლელი ოკეანეზე. 

სახლში 9 ოთახია და 8 სრულფასოვანი სააბაზანო. ეზოში აუზი შადრევნებით და
პავილიონი დასასვენებლად. შენობა ხმელთაშუაზღვის სტილშია აგებული. 

ბოლო მფლობელი კორპორაცია  Gunther Corp იყო, თუმცა ადგილობრივ გაზეთებში წერდნენ, რომ სინამდვილეში ეს ქონება ნაგაზ გიუნტერ VI-ს ეკუთვნოდა, რომელიც გრაფინია კარლოტა ლიბენშტაინის ერთადერთი მემკვიდრე გახლდათ. გრაფინია 1992 წელკს გარდაიცვალა და მისი ქონება სწორედ გიუნტერს დარჩა. მილიონერი ძაღლის შესახებ ხშირად წერდნენ.



ვილის ახალი მფლობელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. იმედია, ვინმეს საყვარელი კატა არ არის.





ძაღლი 200 მლნ დოლარის ქონებით, მაიმუნი სასახლით და 60 მლნ დოლარით... - ყველაზე მდიდარი ცხოველები, რომლებსაც დიდი მემკვიდრეობა ერგოთ

კომენტარები

უ.კ. 2022-03-26 23:25
იმედია, მთელ ამ ფულს დროისტარებასა და ძუკნებში არ დახარჯავს ეს ძაღლი!
gag ra 2022-02-02 13:06
ჩემს მეზობელს ჰყავს მდიდარი ბაღლინჯო. შეუძლია დღესვე 40 მილიონის გადახდა, ვის უნდა დაუკავშირდეს?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები