მილიარდერ რომან აბრამოვიჩის სასახლეები ევროპულ ქალაქებში

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, როცა სანქციებს რუსი მილიარდერების ქონების დაყადაღება მოჰყვა, რომან აბრამოვიჩის პერსონა კვლავ აქტუალური გახდა. ცნობილი ბიზნესმენის საკუთრებაში იმაზე მეტი უძრავი ელიტური ქონებაც კი აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში ჟურნალისტებმა ბიზნესმენის საკუთრებაში არსებული 70 ობიექტი მოითვალეს. ლონდონის პენტაჰუსის და კენსიგტონის სასახლის შესახებ ხომ ისედაც ყველამ იცის.


1. ეს რომან აბრამოვიჩის კარიბული ვილაა სენ-ბარტელემში. აღნიშნული უძრავი ქონება დაახლოებით 59 მლნ დოლარი ღირს.


2. ეს კი კოლორადოს შტატია, სახლი ზღვის დონიდან 2,8 მ სიმაღლეზეა. ეს სხლი დაახლოებით 36 მლნ
დოლარადაა შეფასებული. სახლში არის 11 საძინებელი და 12 აბაზანა.


3. ეს ვიქტორიანული სტილის ფრანგული აპარტამენტებია. სახლი 1927 წელს არის აშენებული და მასში მეფე ედუარდ მე-8 ცხოვრობდა. სახურავზე აუზია. სასახლე 130 მლნ დოლარი ღირს.


4. კენსინგტონის სასახლე

ბიზნესმენის შთამბეჭდავი რეზიდენცია ლონდონის დასავლეთ ნაწილშია და ძალიან დიდი და გრძელი ისტორია აქვს. სასახლე სახელმწიფოსგან 25 მლნ დოლარად გამოისყიდეს, თუმცა ბიზნესმენს მასში 119 მლნ დოლარის გადახდა მოუწია.
 
5. ეს კი ერთდროულად 6 შენობისგან შემდგარი კომპლექსია, რომელიც ასევე დიდ ბრიტანეთში მდებარეობს. ამ შენობის ღირებულება დაახლოებით 20 მლნ დოლარია.


6. ეს ლონდონური პენტჰაუსი მართლაც საოცრებაა. მისი ფასი სულ რაღაც 30 მლნ დოლარია. ეს საოცარი აპარტამენტები ჩელსის სტადიონის მახლობლად მდებარეობს და ქალაქზე შესანიშნავი ხედი იშლება.

კომენტარები

გიორგი 2022-04-10 21:12
დროებით დაყადაღება არ ნიშნავს სამუდამო კონფისკაციას…და რომც სამუდამოდ ჩამოართვან ეს უძრავი ქონება აბრამოვიჩს, თავს ნამდვილად არ მოიკლავს…მთავარია სოფელ ჭრებალოში რომ პატარა სახლი აქვს რომანიეს , აი ის სახლი არავინ ჩამოართვას…????
joi zaza 2022-04-05 15:24
ეს ის არაა ვისთვისაც ზელენსკიმ ხელშეუხებლობა მოითხოვა, მაგრად გამომადგებაო პუტინთან მოლაპარაკებებშიო? კი მაგრამ თუ ასეთი მომლაპარაკებელია და სიკეთის გაკეთება უნდა, დაყადაღებული ქონებით ვერ იზამს ამას, თუ ბილეთის ფული არა აქვს პუტინთან ჩასაფრენად?
--- 2022-04-02 02:13
სულ ხელფასით აქვს ნაშოვნი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები