ალა პუგაჩოვამ საკუთარი სასახლე გასაყიდად გაიტანა. ამბობენ, რომ იგი რუსეთში სწორედ უძრავი ქონების გამო დაბრუნდა, თუმცა სახლის მყიდველი ვერ გამოჩნდა. სანამ ის აქ არ არის, სახლს მომღერლის შვილიშვილი ნიკიტა პრესნიაკოვი პატრონობს.
ალამ პუგაჩოვამ შვილების, ტყუპების საბუთებიც გამოიტანა გიმნაზიიდან, ამბობენ, რომ ბავშვებს ისრაელში გადასაყვანად ამზადებენ.
ყველამ კარგად ვიცით, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე მომღერალმა ქმართან, მაქსიმ გალკინთან და ორ შვილთან ერთად რუსეთის ფედერაცია დატოვა და ისრაელში გადაბარგდა. აგვისტოს ბოლოს დაბრუნდა, თუმცა როგორც გითხარით, საქმეების მოსაგვარებლად და როგორც ამბობენ, ამჯერად ბილეთი მხოლოდ ერთი,
ისრაელის მიმართულებით აიღო.
რაც შეეხება სასახლეს, ის მოსკოვთან ახლოს პატარა დასახლებაშია, რომელსაც დიდად უცნაური სახელი ჰქვია – გრიაზ (ქართულად ითარგმნება, როგორც ჭუჭყი ან ტალახი). ციხესიმაგრე 11-მეტრიან გორაზეა წამოჭიმული და შენობაში რამდენიმე არქიტექტურული სტილია გამოყენებული. შესასვლელს დრაკონების ქანდაკებები იცავს.
სასახლეში მრავალი ოთახია, ძირითადად, კლასიკურ და XIX საუკუნის დროინდელ ევროპულ სტილში. არის ბუხრის დარბაზი, მოსაწევი ოთახი, კაბინეტები, გარდერობის ოთახი და ცალკე ფრთა სტუმრებისთვის. ავეჯი, ნახატები და ქანდაკებები, რომლებიც ინტერიერის მოსართავად არის გამოყენებული, ძირითადად ანტიკვარიატია და უზარმაზარი თანხა ღირს.
სასახლის მეტი ფოტო იხილეთ გალერეაში

კომენტარები