თანამედროვეობის ერთ-ერთ მთავარ პოპ დივას, რიანას, კალიფორნია ძალიან უყვარს. გაგიკვირდებათ და ეს საოცარი სახლი ლოს ანჯელესის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მისი საკუთრება არ გახლავთ, თურმე აქ ქირით ცხოვრობს, თანაც, უკვე მრავალი წელია.
მინიმალისტურ სტილში მოწყობილი ეს სახლი 1930-იანი წლების არქიტექტურულ შედევრს მოგაგონებთ. სახლში არის ყველაფერი ის, რაც შესაძლოა დასჭირდეს პოპ დივას საცხოვრებლად, დასასვენებლად, სამუშაოდ და გასართობად. ჭერის სიმაღლე 5 მეტრს აღწევს, რაც მშვენიერ აკუსტიკას ქმნის. ამბობენ, რომ რიანას ძალიან უყვარს სიმღერა არაფორმალურ გარემოში, მაშინაც კი, როდესაც საჭმელს ამზადებს. მომზადება კი ძალიან უყვარს,
საამისოდ მას უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი დიდი სამზარეულოც აქვს.
სახლში ასევე არის დიდი მედიაზონა და გასართობი ოთახი.
შესვლისთანავე თვალში მოგხვდებათ ულამაზესი კიბე, კლასიკური სტილის, თუმცა სუპერთანამედროვე და ლაკონური. ანტიკური ბიუსტები კი ძალიან კარგად ერწყმის ქრომირებულ ავეჯს.
სტუმრებს სამზარეულოს მახლობლად მდებარე მისაღებში მასპინძლობენ, რომელიც ასევე თანამედროვე კლასიკურ სტილში არის გაფორმებული, სადაც აქცენტებად მხატვრული ტილოებია გამოყენებული. ცალკე ყურადღება აქვს დათმობილი ვინოთეკასა და პროფესიონალურ ღვინის კარადას.
წვეულებებისთვის იყენებენ დიდ ბარს.
საძინებელი, რომლის მთავარი ღირსებაც ბუხარია, ნეიტრალურ ფერებშია გადაწყვეტილი.
რაც შეეხება სახლის გარეთა ზონას, აქ არის ლაუნჯი, საზაფხულო სამზარეულო.
თავად ადგილი არის ისეთი, როგორიც ვარსკვლავებს სჭირდებათ, თვალს მოფარებული. აღსანიშნავია ასევე ხედი სახლიდან და ტერასიდან, საოცარ კანიონზე.

კომენტარები