ბრუტალური კაბინეტი და მდიდრული გარემო - როგორ სახლში ცხოვრობს მელაძე-ჯანაბაევას ვარსკვლავური წყვილი

ვალერი მელაძე და მისი ასევე ცნობილი მეუღლე საგულდაგულოდ მალავენ საკუთარ სასიყვარულო ბუდეს, ცდილობენ, მათი ოჯახური იდილია არაფერმა და არავინ დაარღვიოს. ზოგიერთი კადრი მათი მდიდრული სახლიდან მაინც გამოვიდა სააშკარაოდ. სახლი მოსკოვის გარეუბანშია, ელიტურ უბანში.


მომღერალს არაერთი სახლი ეკუთვნის, თუმცა ამბობს, რომ ეს მისი ყველაზე საყვარელი ადგილია.
ამ კოტეჯის მშენებლობა რამდენიმე წელი გრძელდებოდა. სახლის საერთო ფართობი 580 კვ.მ.-ია. ორსართულიანი სახლი მთლიანად ღია ხორცისფერია.
ყურადღებას იქცევს თავად ნაკვეთიც, სადაც წყვილს საკუთარი ტბა და ხეივანი აქვს მოწყობილი. ტერიტორია ცოცხალი ღობით არის გარშემორტყმული.



სახლის ინტერიერი
ძალიან მარტივია, სამი სტილი - რუსტიკი, ფრანგული და მინიმალიზმი - ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.


პირველ სართულზე განთავსებულია დიდი ჰოლი, რომელიც უერთდება მისაღებ ოთახს, სამზარეულო, აბაზანა და საკუჭნაო. მეორე სართულზე არის საძინებლები და დიდი გარდერობის ოთახი. ინტერიერი მშვიდ ფერებშია. მთავარი ფერთა გამებია თეთრი, ხორცისფერი და ნაცრისფერი. იატაკის საფარად გამოყენებულია ხის პარკეტი და მარმარილო.


ფრანგული კარები, ყვავილების პრინტები და მასიური ჭაღები სახლს მდიდრულ ელფერს ანიჭებს, თბილი განათება და ბევრი საოჯახო ფოტო კი ინტერიერს სიმყუდროვეს სძენს.

სხვათა შორის, ვარსკვლავური წყვილის სახლში საკმაოდ მოკრძალებულად არის დეკორის ელემენტები.
რაც შეეხება სამზარეულოს, ის შედარებით მოკრძალებულია, ასეთი დიდი სახლისთვის, შეძლება ითქვას, პატარაც, თუმცა საკმაოდ პრაქტიკული და კომფორტული.
სახლს აქვს შესანიშნავი მოსასვენებელი ზონაც მოსახერხებელი დივნით, რომაული ფარდებით, ფრანგული კარებით და ყვავილების პრინტით.


კომენტარები

ტოტო 2023-04-01 23:31
ძალიან კარგები არიან.მელაძე ძალიან ნიჭიერია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები